ყოველდღიურად, თავში ერთი ჭიქის ოდენობის სითხე უგროვდებოდა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყოველდღიურად, თავში ერთი ჭიქის ოდენობის სითხე უგროვდებოდა

page info icon
2022 ივნისი 27
page info icon
910
საბა შეიძლება ერთმა პატარა ნამცეცმა მოკლას. შეიძლება მოკლას ერთმა ლუკმა პურმა, ან ორცხობილამ. საბა რვა წლის არის, არ იცის არც პურის, არც ხორცის, არც შოკოლადის გემო. იმ წამსვე დაიღუპებოდა, რომ გაესინჯა. მისი კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა საშიშია. არავინ იცის, რა დროს გასკდება. ყველაზე საშინელ თრილერზე უფრო საზარელი სანახავია. საბა ხომ არ თამაშობს, ის თვალსა და ხელს შუა კარგავს სიცოცხლეს! პირიდან სისხლი შადრევანივით ამოსჩქეფს, მის ტანსაცმელზე, ლოგინსა და იატაკზე. საბა კი, იცლება და ძალებს კარგავს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,269 ₾
( 189 დონორი )
დასრულებულია
ყოველდღიურად, თავში ერთი ჭიქის ოდენობის სითხე უგროვდებოდა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
საბა ჯერ პატარაა, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაღაცა სტკივა
საბა შეიძლება ერთმა პატარა ნამცეცმა მოკლას. შეიძლება მოკლას ერთმა ლუკმა პურმა, ან ორცხობილამ. საბა რვა წლის არის, არ იცის არც პურის, არც ხორცის, არც შოკოლადის გემო. იმ წამსვე დაიღუპებოდა, რომ გაესინჯა. მისი კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა საშიშია. არავინ იცის, რა დროს გასკდება. ყველაზე საშინელ თრილერზე უფრო საზარელი სანახავია. საბა ხომ არ თამაშობს, ის თვალსა და ხელს შუა კარგავს სიცოცხლეს! პირიდან სისხლი შადრევანივით ამოსჩქეფს, მის ტანსაცმელზე, ლოგინსა და იატაკზე. საბა კი, იცლება და ძალებს კარგავს.
ექიმები ნონა ბებიას ეუბნებოდნენ, რომ საბა საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიატანდა. მანქანაც კი გააჩერეს. კიდევ, ეკითხებოდნენ: „როგორ შეიძლება, ასეთი ბავშვით რაიონში ცხოვრება?“
სწორედ ასეთი ექიმებისგან წამოიყვანა ბებიამ შვილიშვილი და შორეული სოფლიდან, თბილისში  გადმოვიდა საცხოვრებლად, საბას რომ ეცოცხლა. 
ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, თბილისის შორეულ გარეუბანში. ბლენდერიც კი არ გააჩნიათ, საჭმელი რომ დააქუცმაცონ, ყოველდღე მეზობლები თხოვნიან. აღარ აქვთ არც პამპერსის, არც ძილის წამლების, არც ექიმების ფული. ოჯახი იძულებულით ცხოვრობს დედაქალაქში და უკვე გაკოტრდა.
საბამ არაფერი იცის ამის შესახებ. ის ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს, ვერ გადაადგილდება. მაგრამ იცის, რომ ბებოს ხმა იცავს. და ეს ხმა, მას არ მისცემს უფლებას მოკვდეს.
როდესაც საბა ცუდად არის, ბებიას ეძებს
- ნონა, სად არიან საბას მშობლები?
ნონა: სოფელ ალამბარში დარჩნენ, პატარა შვილებთან ერთად. კიდევ ორი შვილიშვილი მყავს, ათი თვის სანდრო და ელენიკო, ექვსი წლის. ძალიან ძვირი დაგვიჯდება, ყველანი ქალაქში თუ ვიცხოვრებთ. მაგრამ, რომელიმე ჩვენთაგანი ხომ უნდა იყოს აქ იმიტომ, რომ აქ არის ყველა საავადმყოფო, რომელიც საბას სჭირდება.
- და რატომ თქვენ?
ნონა: იმიტომ, რომ ყველაზე ამტანი ვარ. თუმცა, რაღაა უკვე... ნახევარი ადამიანი დავრჩი. თამუნა, ჩემი რძალი და კახა, ჩემი შვილი, იბნევიან, ბავშვი ცუდად რომ ხდება. სისხლის დანახვაზე, თვითონ მოსაბრუნებლები ხდებიან. საბასთან კი, დაყოვნება არ შეიძლება, შეიძლება ხელიდან წამებში გამოგეცალოს. მე პანიკას არ ვყვები.
- რა მომენტში დაიწყო პრობლემები? როდის შეიტყვეთ, რომ საბას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება?
ნონა: გვიან გავიგე, ექიმებს ამას ვერ ვპატიობ... (ამოიოხრა.) იცი, რა მოხდა? ორსულობის მეცხრე თვეში რომ იყო, ჩემს რძალს უცებ წნევამ აუწია, 200 ჰქონდა. ეს არის მიზეზი, ამან იმოქმედა.
პატარა დაიბადა, სულ რაღაც ორი კილო იყო. ინკუბატორში იწვა. სულ ვეკითხებოდით ექიმებს: „ყველაფერი ნორმალურად არის?“ „კი, კი, ყველაფერი ნორმალურადაა“, - ასე ამბობდნენ სამ თვემდე. მაგრამ უცებ, საბას თავი გაეზარდა. მივიყვანე პედიატრთან, მეგონა იტყვის, რომ უკეთესი კვება სჭირდება. მან კი, სანტიმეტრით გაზომა თავი და თქვა, რომ მას ჰიდროცეფალია აქვს. მოუკვდეს ბებია! ბავშვს თავში, დღეში ერთი ჭიქის ოდენობის სითხე უგროვდებოდა - 200 მილილიტრი! ტვინი ამ წყალში „ცურავდა“, ყველაფერი დაზიანდა. ახლა, ამის გამო, საბა  ვერ ხედავს, მხედველობა მხოლოდ ორი პროცენტი აქვს. ეს იყო მაგათი „ნორმალურად“, არა?! ნაძირალები... (ტირის.) მხედველობა მაინც ხომ ექნებოდა ახლა!
ნახევარი წლის განმავლობაში უტუმბავდნენ იაშვილის კლინიკაში ამ სითხეს. თავიდან მუცელში ჩაუშვეს მილი - შუნტი. ახლა, თავიდან გულში ჩაიყვანეს. ნახე, როგორ აწვალეს ჩემი ბიჭი! (მაისური აუწია.) აი, ერთი ნაიარევი, მეორე... სულ დასერილია. ათი ოპერაცია აქვს გაკეთებული.
მთელი სხეული დასერილი აქვს. ავადმყოფობამ ბავშვობა წაართვა. საბა სულ რაღაც რვა წლის არის, და უკვე ათი ოპერაცია აქვს გადატანილი
- საბრალო.
ნონა: ჯერ იყო ჰიდროცეფალია და ცერებრალური დამბლა. მერე სხვა დაავადებებმაც იჩინა თავი: ღვიძლი ეშლება, ელენთა აქვს გადიდებული, ანემია... როგორ დაიტანჯა... ექიმებთან ლაპარაკი მკლავს. ყოველთვის გული მტკივა. ახლა თქვეს, სიმსივნეც აქვსო, მაგრამ ვერ მეუბნებიან, სად. აი, კიდევ რაღაც ახალი გამოუვიდა კისერზე. (მაჩვენებს.) ახლა, ამაზეც მეტყვიან, დასათესიაო.
ექიმების თქმით, ყველაფერი „ნორმალურად“ იყო, მაგრამ ბებიას გული ცუდს უგრძნობდა
- საბას დაავადებებიდან, რომელია ყველაზე საშიში?
ნონა: ღმერთო, ყველაფერი ცუდია და საშიში! ჩვენთვის ყველაზე საშინელი კი, საყლაპავი მილის ვარიკოზია. დეკემბერში ჩემი შვილი და რძალი აქ იყვნენ, ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა. საბუნას პირიდან სისხლი წასკდა! კინაღამ ჭკუიდან შევიშალეთ! კახა და თამუნა შიშისგან კიოდნენ. მე ოდნავ მაინც ვაზროვნებდი, სასწრაფოში დავრეკე... ამჯერად, ის სიკვდილს მესამედ გადაარჩინეს. ღმერთმა შეგვიწყალა მეც, და მშობლებიც. ეს ისეთი კოშმარია, ნამდვილი ჯოჯოხეთი! პირიდან, ან უკანა ტანიდან სისხლი თქრიალით მოსდის (სხვადასხვანაირად ხდება.) ქუთაისის ექიმებმა, არც იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ასეთ დროს. გზაში ორჯერ გააჩერეს სასწრაფოს მანქანა, მეუბნებოდნენ: „კვდება, ვერ მოვასწრებთო“. მე კი ვბღაოდი, ვაჯაჯგურებდი და ვაჩქარებდი: „გეხვეწებით, მუხლებზე დაჩოქილი გემუდარებით, იარეთ! უფალმა იცის, როგორ უშველოს.“
 „ამდენი ხანია საბას წამებას ვუყურებ, ნახევარი ადამიანი ვარ დარჩენილი“
უფლის ნებას ვართ მინდობილი, მთელი ოჯახი. მხოლოდ მას აბარია საბას სიცოცხლე. ვემუდარები, ჩემი ბიჭი არ წამართვას. და შეუმსუბუქოს ტანჯვა.
- თქვენი შვილი მუშაობს? ახერხებს ყველას შენახვას, სოფელში - ორი შვილის, აქ, ქალაქში კი, თქვენი და საბას?
ნონა: კახა ნებისმიერ სამეურნეო სამუშაოს ეჭიდება, მოსავალს იღებს... როგორც კი ჩაუვარდება რამე, ჩვენ გვიგზავნის. შეუძლებელია, ყველაფერს გაართვას თავი. ბინის ქირა, პამპერსი, სპეციალური ფაფები, ექიმები, ოპერაციები... ამ ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს. ადრე, ნათესავები გვეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ. მაგრამ უკვე ამდენი წელია, მუდმივად გვჭირდება თანხები. დედების ფონდი გვეხმარებოდა. სასწაულია, აქამდე რომ მოვატანეთ.
ტილოს რომ ვუდებ პამპერსის ნაცვლად, საბა მანამ ტირის, სანამ არ მოვაშორებ. საერთოდ ვერ იძინებს ძილის წამლის გარეშე. ყველანაირი საკვები დასაქუცმაცებელია, ჩვენ კი, ბლენდერიც არ გვაქვს. მეზობლები გვთხოვნიან ხოლმე.
საბას არასდროს გაუსინჯავს არც პური, არც ჩვეულებრივი საჭმელი. მხოლოდ ფაფებს ჭამს, შპრიცით
- კიდევ რა სჭირდება საბას?
ნონა: საშუალება როდესაც მქონდა, Humana-ს და Nestle-ს ფაფებს ვყიდულობდი, იოგურტებს. ყველაზე კარგად ამ საკვებს იღებს. მე ხომ შპრიცით ვაჭმევ. სველი ხელსახოცები გვჭირდება. ფსიქოტროპული წამლები. გარკვეულ მედიკამენტებს რაიონის გამგეობა გვაძლევს, მაგრამ ამას - არა. საბას პენსიიდან (195 ლარი) ნაწილს გვიკავებენ, მისი ოპერაციისთვის სესხი მაქვს აღებული (1 500 ლარი). ხელზე 450 ლარი მრჩება - სოციალური დახმარების თანხა. ჩვენს მდგომარეობაში, ეს კატასტროფაა. რამდენჯერ, ყველაზე საშინელ მომენტში, უკაპიკოდ ვიყავი დარჩენილი. სად იყო ამ დროს სახელმწიფო? ისევ, მხოლოდ ხალხი მეხმარებოდა. 
- საბა ოჯახის წევრებს ცნობს?
ნონა: კი, რა თქმა უნდა! ცნობს დედის, მამის, თავისი დაიკოს, ელენეს და პატარა სანდროს ხმას. რომ ესმის, იღიმის. იცის, რომ ხმას შეგიძლია ხელით შეეხო. ჩემი ბიჭი ცუდად რომ არის, მე მეძებს თავისი პატარა ხელებით. (ცრემლს იწმენდს ხელის ზურგით.) შველას მთხოვს, ისეთი საცოდავი ხმით: „ააა“.
საწყლად ითხოვს შველას, უსუსური ბარტყივით
რომ გამახსენდება, ათი დღე სკამებზე როგორ ვათევდი ღამეს, ციციშვილის კლინიკაში, როგორ ვერ ვტოვებდი მარტოს... (ტირის.) მე ხომ სამი შვილიშვილი მყავს, სამივე მიყვარს. მაგრამ საბასთვის, ამ რვა წლის განმავლობაში, მფარველ ანგელოზად ვიქეცი. რომ ეთქვათ: „გული ამოიღე და მიეციო“, მივცემდი. თირკმელსაც გავყიდიდი. ამაზეც მიფიქრია. თან მიყვარს, თან მეცოდება
ნონა ბებოს საბა გამორჩეულად უყვარს, ის ხომ ერთი დღეც ვერ ძლებს მის გარეშე
- ახლა, თქვენთან ერთად მეც ავტირდები.
ნონა: შვილი მეუბნება: „დედა, შენ რომ არა, უკვე აღარც გვეყოლებოდა საბა...“ ერთ რამეზე საბა განსაკუთრებულად რეაგირებს. თქვი: „ბებოს დავსჯი“.
- ახლა ბებიას დავსჯი. აი მაგას!
(საბამ ნაწყენი ხმით ამოიკვნესა „აააა“.)
- არა, პატარავ, ბებო კარგია. ცაცა.
(საბა ჩუმდება.)
ნონა: და კიდევ, მაშინვე რეაგირებს სიტყვაზე „მტკივა“. მიმიკით, ან ხელებით, თუ ეტყვი: „მტკივაო“. მთელი მისი პატარა ცხოვრების განმავლობაში, რაღაცა სტკივა. მან იცის,  რას ნიშნავს ეს.
დამეხმარეთ, როგორმე შევუმსუბუქო ცხოვრება. დაეხმარეთ ჩემს საბას, იცოცხლოს. მზად ვარ მისთვის ყველაფერი გავაკეთო: ღამეები ვათენო, საბა რომ გადავაბრუნო, ხელში ავიყვანო და ვატარო, ვიცხოვრო საავადმყოფოში. მაგრამ ყველაზე უბრალო რამეებიც კი, არ გამაჩნია.
ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, თქვენს პოვნაში რომ დამეხმარნენ. რომ დავინახე, რამდენად მძიმე ბავშვებს ეხმარებით, მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენ ისევ რაღაც სასწაულით გადაგვრჩით.
„მზად ვარ ჩემი გული მივცე! ხელით ვატარო!“                         
***
მას შემდეგ, რაც საბა გაჩნდა, განგებამ მის მფარველ ანგელოზად ნონა ბებია დანიშნა. მფარველი ანგელოზის საქმე კი, სულაც არ არის მარტივი: სიცოცხლის გადარჩენა, ყოველ წუთს საბას გვერდით ყოფნა, მისი დაცვა და დღედაღამ დაავადებებთან ბრძოლა. ამ არაჩვეულებრივმა, თავდადებულმა, ქართველმა ბებიამ სამჯერ დახია უკან სიკვდილი! მაგრამ, მფარველ ანგელოზსაც სჭირდება დახმარება. რათა დაავადებებს შიშველი ხელით არ ებრძოლოს, სჭირდება პამპერსი, წამლები, ფაფები საბასთვის, ჰიგიენური საშუალებები და, რა თქმა უნდა, სახსრები მკურნალობისთვის.
ეს ყველაფერი, გაუხანგრძლივებს საბას სიცოცხლეს.
ეს ყველაფერი, შეიძლებოდა ნებისმიერ ოჯახში მომხდარიყო.
მხარში დავუდგეთ მათ! შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ საბა ვერულიძე. თბილისში, ისინი ცხოვრობენ მისამართზე: თემქა, მეოთხე მიკრორაიონი, მეექვსე კორპუსი, ბინა 27.
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვერულიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: