საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს!

page info icon
2022 ივნისი 28
ვანიკოს გვერდით გატარებული ორიოდე წუთიც საკმარისია, რომ ვერასოდეს დაივიწყო, თორმეტი წლის ბიჭუნა როგორ იტანჯება და რამხელა ტკივილებს უძლებს. ზოგიერთმა დიდმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს, ამ ჯოჯოხეთის მეათასედ ნაწილსაც კი! ხანდახან, მშვიდი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა, სიმივით დაიჭიმება ხოლმე! ძარღვები ებერება, კუნთები კი, იმდენად დაძაბული აქვს, თითქოს უნდა, ყველა ძვალი რომ დაუმტვრიოს. ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან... სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ის მშვიდად იწვა, პატარა ანგელოზივით, იღიმოდა და კრუტუნებდა. ახლა კი, ამოვარდნაზე აქვს ხელ-ფეხი და ისე აგდებს თავს უკან, თითქოს კისრის მოტეხვა უნდა. ბებო კი, ძალიან მაგრად იკრავს ბიჭუნას გულში, რომ არაფერი დაიშავოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
14,795 ₾
( 994 დონორი )
დასრულებულია
საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        ვანიკოს გვერდით გატარებული ორიოდე წუთიც საკმარისია, რომ ვერასოდეს დაივიწყო, თორმეტი წლის ბიჭუნა როგორ იტანჯება და რამხელა ტკივილებს უძლებს. ზოგიერთმა დიდმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს, ამ ჯოჯოხეთის მეათასედ ნაწილსაც კი! ხანდახან, მშვიდი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა, სიმივით დაიჭიმება ხოლმე! ძარღვები ებერება, კუნთები კი, იმდენად დაძაბული აქვს, თითქოს უნდა, ყველა ძვალი რომ დაუმტვრიოს. ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან... სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ის მშვიდად იწვა, პატარა ანგელოზივით, იღიმოდა და კრუტუნებდა. ახლა კი, ამოვარდნაზე აქვს ხელ-ფეხი და ისე აგდებს თავს უკან, თითქოს კისრის მოტეხვა უნდა. ბებო კი, ძალიან მაგრად იკრავს ბიჭუნას გულში, რომ არაფერი დაიშავოს.
 „მაგრად უნდა დაიჭირო, თავს არაფერი რომ დაუშავოს. ხანდახან ეს კრუნჩხვები წყდება მაგრამ, დიდი ხნით არა“
         - საბრალო ბიჭი, როგორ იტანჯება.
         მარინე: ჩემმა ვანიკომ იმხელა წამება გამოიარა. დაბადებიდან, ერთი დღეც არ ახსოვს ტკივილის გარეშე. მე კი, მასთან ერთად ვიტანჯები. 11 წელიწადია, მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ. რთული ცხოვრება და მძიმე ბავშვობა გამოვიარე. შვილიც მარტომ გავზარდე, სამ სამსახურში ვმუშაობდი, ღამეებს ვათენებდი. ვფიქრობდი, აი, რისთვის ვცხოვრობ? იმისთვის რომ ვიმუშაო? ამ დროს, შვილიშვილი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში - ჩემი თვალის სინათლე და სიცოცხლის აზრი.
- ბოდიშს გიხდით, მაგრამ უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ: სად არის ვანიკოს დედა? ბავშვს თქვენ რატომ ზრდით?
მარინე: ადრე გათხოვდა ჩემი შვილი. როდესაც ბიჭი ეყოლა, თვითონაც ჯერ ბავშვი იყო. 17 წლის ასაკში დედა გახდა. მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა, ის სვამდა და სცემდა მას. როდესაც ჩემი ანგელოზი დაიბადა, სულაც გამოყარა ისინი. ჩემი შვილი ბავშვს ვერ უვლიდა და ეს მისია საკუთარ თავზე ავიღე.
 „ძალიან მაგრად თუ არ დაიჭირე, შეიძლება უბრალოდ დაიმტვრეს“
-ახლა სად არის თქვენი შვილი?
მარინე: სხვა ოჯახი ჰყავს. მეორე შვილი გააჩინა. ჩემი აზრით, ახლა ისიც გაიგებს დედობის გემოს და სიმძიმეს. არ გვინდა ამაზე საუბარი, მე იმიტომ გთხოვეთ მოსვლა, რომ ვანიკო მეჩვენებინა, და არა ჩემს შვილზე სალაპარაკოდ.
- აუცილებლად უნდა მეკითხა. გმადლობთ გულახდილობისთვის. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ვანიკოს.
მარინე: ერთადერთი, რაც ახლა ჩემს შვილიშვილს სჭირდება, არის პამპერსი, წამლები და სპეციალური თხევადი საკვები. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალურ დახმარება და პენსიაა. არ გვყოფნის. დროებით სამსახურშიც კი ვერ გავდივარ. მაშინაც კი, როდესაც მაღაზიაში გავრბივარ ორი წუთით, ღმერთს ვევედრები, ვანიკოს არაფერი მოუვიდეს, ცოცხალი დამხვდეს. თუ რამე მოუვა, მასთან ერთად მეც შევწყვეტ სუნთქვას. ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. ამიტომ, უფალს ყოველდღე, მუხლმოდრეკილი ვევედრები,  იმდენი დღე მაცოცხლოს, რამდენი დღის სიცოცხლეც უწერია ჩემს ვანიკოს.
 „არ იტირო პატარავ, შენს გვერდით ვარ. ნუ გეშინია, არ მიგატოვებ“
- სულ ხელში გყავთ. ალბათ, რაც დრო გადის, ეს უფრო რთულია?
მარინე: სანამ ათი წლის გახდებოდა, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იყო. შემეძლო, კალთაში ჩამესვა. ახლა კი, უკვე იმდენად დეფორმირებულია მისი კუნთები, რომ ჯდომაც აღარ შეუძლია. გულში მაგრად უნდა ჩაიკრა, რაღაც არაბუნებრივი პოზები რომ არ მიიღოს. ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ წელში გადატყდება, რომ მის „გამართვას“ ვერ შევძლებ. როგორც ყვავილს, ისე ვუვლი. ოდნავმა გაციებამ, სიცხემ, შეიძლება ჩემი პატარა მოკლას.
- მის დაბანას როგორ ახერხებთ?
მარინე: მეზობელს ვთხოვ ხოლმე. მოდის და ტაშტში ვაბანავებთ  ვანიკოს, აქვე, ოთახში. ჩემი ოცნებაა, ეტლი მქონდეს, ჩემი ბიჭი რომ ჩავაწვინო და გავასეირნო. გვქონდა, მაგრამ იქ ვეღარ ჯდება.
ვანიკოს დაბანა წარმოუდგენლად რთულია. მაგრამ ბებო ვერ დაუშვებს, მისი შვილიშვილი დაუბანელი რომ დარჩეს
- მხოლოდ ვანიკოზე საუბრობთ. თქვენ კი, როგორც ვხედავ, ზურგი გტკივათ. სულ ხელს იკიდებთ. 
მარინე: მე რა შუაში ვარ! ვანიკოს გარეშე, ჩემს არსებობას აზრი არა აქვს. გესმით? ის ჩემი ნაწილია! ათი წელი კალთაში მეჯდა, ყურს ვუგდებდი ყოველ მის ამოსუნთქვას. მე ავად გახდომის უფლება არ მაქვს. ეს ღალატის ტოლფასია! მე კი ჩემს შვილიშვილს ვერ დავაღალატებ. მას არ დაუმსახურებია ეს. იმედი მაქვს, არ დავაღალატებ, ის კი, მე არ დამაღალატებს და იცოცხლებს. არ შეწყვეტს სუნთქვას.
 „ხანდახან ისე ხლართავს ხოლმე ფეხებს, რომ ვეღარც ვმართავ“
        - არ იტიროთ, მარინე. მითხარით, როგორ შეგიმსუბუქოთ ტანჯვა?
        მარინე: ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ვანიკოსთვის. მას სჭირდება პამპერსი, წამლები და ფაფები. ასევე, სჭირდება ეტლი, მწოლიარე ავადმყოფებისთვის. და კიდევ ერთი დიდი თხოვნა მაქვს: ტელევიზორზე ვოცნებობ, ყურადღება, ცოტათი მაინც რომ გადავიტანო. თორემ, რომ დავწვებით და ერთმანეთს ვუყურებთ, თითქოს სულ მარტონი ვართ ამქვეყნად. ეჰ...
თანხა წამლებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე არ გვყოფნის 
***
ჩერნოვეცკის ფონდი ამ ოჯახს, მძიმე ავადმყოფი ბავშვით, გასაჭირთან პირისპირ მარტოს ვერ მიატოვებს! ამიტომ, ვიწყებთ ვანიკოს და მისი ერთგული ბებოს დასახმარებლად, სახსრების შეგროვების საქველმოქმედო აქციას! ღმერთი ხომ იმისთვის გვაჩვენებს სხვის სირთულეებს, რომ ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ და ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ. სხვაგვარად, ის ადამიანების უბედურებას არასდროს დაუშვებდა, იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად ვუყვარვართ!
         მათ სჭირდებათ პამპერსი, წამლები, ბავშვთა კვება, სპეციალური ეტლი და ტელევიზორი.
ვინმეს თუ ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართი ეს არის: გორი, პატარა გარეჯვარი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვანიკო და მარინე ტიელიძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: