ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ადრე, მხოლოდ ჩემი ავადმყოფი ძამიკოსთვის ყიდულობდნენ ყველაფერს, ახლა კი...

ადრე, მხოლოდ ჩემი ავადმყოფი ძამიკოსთვის ყიდულობდნენ ყველაფერს, ახლა კი...

შეგროვებულია:
338 ₾
(დონორი: 10)
ჩემი ძმა ავად არის და საერთოდ არაფერი მაქვს
ლიზი: არაფერი მაქვს იმიტომ, რომ ჩემი ძმა ავად არის და სჭირდება ბევრი წამლები და პამპერსები. ჩემზე დიდია, მაგრამ პამპერსები სჭირდება, როგორც პატარას. 10 წლისაა, მაგრამ არც ლაპარაკი, არც სიარული შეუძლია.
- ფული რომ გქონდეს, რას იყიდიდი?
ლიზი: ოჰ, რამდენჯერ მიფიქრია ამაზე! ალბათ, ვიყიდი ტელეფონს, ყველა გოგოს როგორიც აქვს, კიდევ ველოსიპედს. რომ გავიზრდები, ვიმუშავებ და ფული მექნება. ექიმი და სტილისტი გამოვალ.
- ეს პროფესიები ხომ სულაც არ ჰგავს ერთმანეთს?! შეძლებ, რომ შეათავსო?
ლიზი: კი! ჯერ ყველას ნემსებს გავუკეთებ, მერე კი ვარცხნილობებს! ცოტა ხანს იტირებენ, მერე კი გაიხარებენ.  ფულიც მექნება და ტელეფონიც. 
- ჩემი აზრით, სანამ დიდი გაიზრდები ტელეფონი მანამდეც გჭირდება.
ლიზი: ველოსიპედიც მჭირდება. მაგრამ, საიდან?
- მე ნამდვილ ჯადოქრებს ვიცნობ და მათ ვკითხავ. მათ უკვე ბევრი ოცნება აასრულეს.