ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საბას ახალი პიპია

საბას ახალი პიპია

შეგროვებულია:
186 ₾
(დონორი: 31)
ბოროტმა დეიდებმა დედიკოს მანქანა არ გამოატანეს!
საბა: ვ-ვ-ვ-ვ... ფრთხილად, მოსახვევია!
  - რას თამაშობ, საბა?
       საბა: ეს ჩემი მანქანაა.  ვითომ-ვითომ... 
       - რა მანქანა?
       საბა: ხო, ვიცი, რომ გატეხილი სკამია, მერე რა... ვითომ-ვითომ მანქანაა.
       - კარგი საბა, იყოს მანქანა. მეც წამიყვან?
      საბა: მართლა დაიჯერე? არ მყავს მანქანა. დედას ვთხოვე რომ ეყიდა, მაგრამ ბოროტმა დეიდებმა არ გამოატანეს, საკმარისი ფული არ გაქვსო! საკმარისი რამდენია, მაინც ვერ გავიგე... არ შეიძლება, ბავშვებისთვის ტკბილეული და სათამაშოები უფასოდ რომ დაარიგონ?
       - კარგი იქნებოდა...
       საბა: რა იყო, გგონია ყველას მე ავიღებდი?! სხვა ბავშვებსაც დავუტოვებდი. მე მარტო ჩასაჯდომ მანქანას და ერთ ბურთს წამოვიღებდი.