ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაზე გამორჩეულ ბავშვად ვიგრძენი თავი!

ყველაზე გამორჩეულ ბავშვად ვიგრძენი თავი!

შეგროვებულია:
500.5 ₾
(დონორი: 39)
მინდა ვიყო გამორჩეული ბავშვი, რომელსაც დაბადების დღე აქვს. ასეთ გამორჩეულ ბავშვებს მაღაზიის ვიტრინებსა და კაფეების ფანჯრებში ვხედავ. ჩვენს კლასშიც არიან ასეთი ბავშვები. ბევრი სტუმარი ჰყავთ, საჩუქრებს იღებენ და მხიარულობენ.  მათი არ მშურს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, ჩემმა დედიკომ რა დააშავა, რითია სხვებზე ნაკლები? მაგრამ, მას მაინც არავისზე გავცვლი! არა უშავს!
შიო (8 წლის): მინდა ვიყო გამორჩეული ბავშვი, რომელსაც დაბადების დღე აქვს. ასეთ გამორჩეულ ბავშვებს ვხედავ ფანჯრებში, „Wendy’s“-ს რომ ჩავუვლი ხოლმე. ჩემს კლასშიც არიან ასეთი ბავშვები. ბევრი სტუმარი ჰყავთ ხოლმე, საჩუქრებს იღებენ და მხიარულობენ.
ჩემთან არ მოდიან სტუმრები. მხოლოდ დედაჩემი და ჩემი და თეკლა მილოცავენ. და წინასწარ ვიცი, რომ ვერ მივიღებ საჩუქრებს, მაინც ველოდები ხოლმე. იქნებ მაჩუქონ? მაგრამ, არასდროს უჩუქებიათ.
დიდი ტორტი რომ მქონდეს, ფეიერვერკით, ვიგრძნობდი, რომ მეც გამორჩეული და მთავარი ვარ. იმ დღესაც და მეორე დღესაც. და „სპაიდერმენის“ ფორმა რომ მაჩუქონ, უფრო მამაცი გავხდები. ის ჩემი საყვარელი გმირია. გულის სიღრმეში მინდა, რომ ვგავდე. მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის. ყველა ფიქრობს, რომ ჩუმი ვარ.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ მეც, შიოსაც შემიძლია გამორჩეული ვიყო. და შეიძლება, მეც მქონდეს ტორტი. და საჩუქარიც - „სპაიდერმენის“ სათამაშო ან „სპაიდერმენის“ ფორმა.