ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაბრიელი მადლობასვერ გეტყვით - მაგრამ, მისი თვალები ბევრად მეტს ამბობენ!

გაბრიელი მადლობასვერ გეტყვით - მაგრამ, მისი თვალები ბევრად მეტს ამბობენ!

შეგროვებულია:
473.15 ₾
(დონორი: 44)
 გაბრიელი 3 წლისაა, ის ვერ ლაპარაკობს, თავისებური ბავშვია! მას ცხოვრებაში არაფერი აქვს ნანახი, ექიმებისა და მედიკამენტების გარდა. მის დედიკოს არ აქვს საშუალება, რომ გაუხალისოს ბავშვობა, რადგან მედიკამენტების საყიდლად ძლივს ჰყოფნის ფული. ახლა კი, "ამდენი-ბევრი" კანფეტი და ველოსიპედი რომ დაინახა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა, გაბრიელმა მეტყველების უნარი ხელმეორედ დაკარგა. სიხარულისგან ტახტზე დაჯდა და მწარედ ატირდა, მერე კი, თავისი პატარა ხელებით ფონდის თანამშრომლებს ეხუტებოდა და ეფერებოდა სახეზე! ეს სასწაულია! ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ღმერთი შეეხო ჩვენს სულებს ამ ბიჭუნას ხელით!