ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაბრიელი მადლობასვერ გეტყვით - მაგრამ, მისი თვალები ბევრად მეტს ამბობენ!

გაბრიელი მადლობასვერ გეტყვით - მაგრამ, მისი თვალები ბევრად მეტს ამბობენ!

შეგროვებულია:
473.15 ₾
(დონორი: 44)
მინდა დიდი „საკატაო“ მანქანა და ველოსიპედი. მაგრამ, როგორ მოვა ჯადოქარი ჩემთან აქ, საპირფარეშოში?!
„მე მქვია გაბრიელი, სამი წლის ვარ. ლაპარაკს რომ ვისწავლი, მაშინვე ვეტყვი დედიკოს რა მინდა, თორემ შეიძლება ვერ მიხვდეს. მას ჰგონია, რომ მე წამლები და ვიტამინები მინდა და მხოლოდ ამას ყიდულობს ჩემთვის. მე კი მინდა დიდი „საკატაო“ მანქანა, რომელშიც „ფეხებიანად“ ჩაჯდომა შეიძლება და კიდევ, სამბორბლიანი ველოსიპედი! შეგიძლიათ, მანქანა მაჩუქოთ? წამალი საერთოდ აღარ მინდა.
პარკში რომ ვიყავი ჩემს დასთან ერთად, იქ ჰქონდა ერთ ბიჭს ასეთი ლამაზი მანქანა. ძალიან გამიხარდა, მინდოდა ხელის მოკიდება და ჩაჯდომა, მაგრამ დეიდებმა რატომღაც მაშინვე დაუძახეს ბავშვებს და მანქანაც წაიღეს. თეკლა კი ატირდა და თქვა: „ის ხომ ჩვეულებრივი ბავშვია. უბრალოდ ცოტა ხანს თამაში უნდოდა."
როდესაც ხელს რამეს ვკიდებ, მაშინვე მიმალავენ, ბაღშიც ასეა. არ ვიცი, რატომ. ნეტავ მეც მქონდეს ჩემი დიდი მანქანა და საკუთარი ველოსიპედი, ვერავინ რომ ვერ წამართვას. ვიქნებოდი ჩემთვის. გამორჩეულსაც აღარავინ დამიძახებდა. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს, მაგრამ მინდა ხოლმე, რომ ვიტირო და დედიკოს ჩავეხუტო “.