აი, ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

აი, ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი! image

აი, ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი!

11 თვის წინ
სიახლეები

აი, ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი!

         აქცია „დაეხმარე უცნობ მეგობარს“ უფრო და უფრო დიდ მასშტაბს იღებს! ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ქველმოქმედების კეთებაში ყველაზე მოწადინებულნი ბავშვები არიან. თანატოლებისთვის ყველაფერი ემეტებათ! ნებისმიერი რამ! მშობლები არიგებენ, რომ არაფერი უნდა დაენანოთ ერთმანეთისთვის და ისინიც პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ ამას! შეუძლიათ, ყველაფერი უწილადონ უცნობ მეგობრებს, ვისაც ცხოვრებაში მათზე ნაკლებად გაუმართლა!

       იცით, რამხელა ბედნიერებას ანიჭებთ ამის კეთება? იცით, როგორ უბრწყინავთ ამ დროს თვალები? როდესაც ბავშვებმა ამ სიკეთისთვის ნორჩი ქველმოქმედის სიგელიც მიიღეს, მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! ისინი გაიზრდებიან, გახდებიან წარმატებული ადამიანები და ვიმედოვნებთ, რომ ყველაზე თვალსაჩინო ადგილს მაინც ყოველთვის დაიკავებს მათი პირველი სიგელი - ისინი ხომ, ბავშვობიდან გმირები არიან!

           ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს თანამშრომლებს და პირადად მის დამფუძნებლებს: თამარ ჯულაკიძესა და მიხეილ მღვდელაძეს საქველმოქმედო დახმარებასა და აქტიური თანამშრომლობისთვის!

https://www.facebook.com/mother.geSABURTALO

თქვენ ნამდვილ გმირებს ზრდით! რადგან ადრეული ბავშვობიდან უნერგავთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა მოყვასის სიყვარული, გულისხმიერება და თანაგრძნობა, რითაც ცოტათი უკეთესს ხდით ამ სამყაროს!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: