ჩერნოვეცკის ფონდის ნორჩი ქველმოქმედების პირველი შეხვედრა პატარა ბენეფიციარებთან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის ფონდის ნორჩი ქველმოქმედების პირველი შეხვედრა პატარა ბენეფიციარებთან image

ჩერნოვეცკის ფონდის ნორჩი ქველმოქმედების პირველი შეხვედრა პატარა ბენეფიციარებთან

10 თვის წინ
სიახლეები

ჩერნოვეცკის ფონდის ნორჩი ქველმოქმედების პირველი შეხვედრა პატარა ბენეფიციარებთან

ერთად დავეხმაროთ ბავშვებს! გახდი ქველმოქმედი, აჩუქე ღიმილი და ბედნიერებ

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

ხოლო თუ გსურთ, თქვენს სასწავლო დაწესებულებაშიც ჩატარდეს ასეთი აქცია, რაც შეიძლება ჩქარა შემოგვიერთდით. დარეკეთ  +995322193321  ან მოგვწერეთ email office-fsp@fsp.ge

#დაეხამრეუცნობმეგობარს

„დაეხმარე უცნობ მეგობარს“ - სწორედ ამ აქციის ფარგლებში, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა დაურიგეს სათამაშოები ჩერნოვეცკის ფონდის პატარა ბენეფიაცირებს. http://www.rschuman-europeanschool.edu.ge/

ეს იყი პირველი შემთხვევა, როდესაც ნორჩი ქველმოქმედები პირადად შეხვდნენ ამ ბავშვებს შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებიდან.

მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ბავშვებმა მალე გამონახეს საერთო ენა, ეს ხომ, სიკეთის ენაა. სკოლის მოსწავლეებს ძალიან აინტერესებდათ, როგორ ცხოვრობენ და სწავლობენ ბავშვები, ეკითხებოდნენ, ვის რა ინტერესები და და გატაცება აქვს. ფონდის პატარა ბენეფიციარები კი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მაგრად ჩახუტებოდნენ ახალ მეგობრებს მადლიერების ნიშნად.

ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან შეჭირვებულ ოჯახებში, უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრების, ახლის შეცნობის, გართობისა და ახალი მეგობრების გაცნობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ჩერნოვეცკის ფონდი აწყობს ასეთ ფართომასშტაბიან, მაგრამ ამავდროულად, ძალიან თბილ დღესასწაულებს ამ ბავშვებისთვის, სადაც მათ უგემრიელესი კერძები, კულტურული პროგრამა და რაც მთავარია, უფროს მეგობრებთან ერთად გართობა ელით.

თითოეული ბენეფიციარისთვის ფონდის თანამშრომლებს სასაჩუქრე ნაკრები ჰქონდათ მომზადებული. ვეცადეთ ყველა ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინება. საბოლოოდ კი, თავისი საოცნებო ნივთი მიიღო ყველამ. ფუმფულა სათამაშოები, კონსტრუქტორები, თავსატეხები, თოჯინები, რობოტები, განმავითარებელი თამაშები და სასკოლო ნივთები, წიგნები და გასაფერადებლები.

საჩუქრების დარიგების შემდეგ კი, ბავშვები თამაშობდნენ ყველანი ერთად. სკოლის მოსწავლეები პატარა ბენეფიციარებთან ერთად მონაწილეობდნენ მოწვეული ანიმატორების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში. ხტუნაობნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ „კატა-თაგვობანას“. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრიც და რა თქმა უნდა, გაიმარჯვა მეგობრობამ. შეხვედრა ძალიან თბილი გამოვიდა, ჩატარდა საოცარ, კეთილგანწყობითა და სიყვარულით აღსავსე ატმოსფეროში.

ცოტა ხნის წინ, თბილისის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის 250-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში „დაეხმარე უცნობ მეგობარს“. ერთად შეაგროვეს დახმარება შეჭირვებული ოჯახებისთვის. ეს იყო არამარტო სათამაშოები, არამედ სხვა, ძალიან საჭირო ნივთები, რომელიც გაუხაროდათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც.

აგრეთვე, ეს იყო ახალი გამოცდილება რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებისთვის. რადგანაც ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება და ბავშვებისთვის სათამაშოების დარიგება, იყო არა მხოლოდ მზრუნველობის, არამედ პასუხისმგებლობის გამოვლინება მათი მხრიდან და სწორედ ეს არის ქველმოქმედების საფუძველი. და ეს ბავშვებიც, მართალია ნორჩი, მაგრამ უკვე ქველმოქმედები არიან. ისინი ამაყად ატარებენ ამ წოდებას და რა თქმა უნდა, ყოველთვის ეცდებიან ის განამტკიცონ, დაეხმარონ სხვებს და უანგაროდ აკეთონ სიკეთე. მთავარი შედეგი კი, რომელიც ასე ახარებს როგორც ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებს, ასევე ყველა ქველმოქმედს, არის ბავშვების ბედნიერი სახეები და გულწრფელი აღფრთოვანება!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)























თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ...
შეგროვებულია
13,892.83 ₾
დაეხმარა
1,006
მინდა დავეხმარო