ჩემი გოგონა არაერთხელ გამოვიტირე... მაგრამ, ექიმებმა საიქიოდან დააბრუნეს. "ვერ გადარჩება", - პირველივე დღეებიდან ამბობდნენ ისინი, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად ფიქრობს. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ იცოცხლოს ჩემმა შვილმა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
- ჩემს ნინის სპინალური ამიოტროფია აქვს, ეს კი ისეთი დიაგნოზია, რომ შესაბამისი მოვლისა და სახსრების არქონა, გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს - ამბობს დედა, ასმათი. - ერთი წლის წინ, ჩემს შვილს კრიზისი დაემართა. გული გაუჩერდა. ის ვეღარ ლაპარაკობდა, ვერ სუნთქავდა. მიჯაჭვული გახდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე. ნინი მხოლოდ 14 კილოგრამს იწონიდა! ის მტოვებდა...
მაგრამ, თქვენ არ მიეცით ამის უფლება! თქვენ აღმოჩნდით ამ ქვეყნად ყველაზე მზრუნველი ექთნები და საუკეთესო მკურნალები. თქვენ მას იმდენად კარგი მოვლა და კვება აჩუქეთ, რომ ნინი მოძლიერდა. ის უკვე 21 კილოგრამს იწონის! მთელი ექვსი საათი ძლებს აპარატის გარეშე და შესაბამისად, დედასთან ერთად სეირნობა და სხვა ბავშვებთან საუბარიც შეუძლია.
- თქვენ სიცოცხლე აჩუქეთ ჩემს გოგოს და ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის! - ასმათს სიხარულის ცრემლები ცვივა.
- ის, რომ ნინიმ მე-18 დაბადების დღე აღნიშნა, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა - აგრძელებს ასმათი. - მე რეალისტი ვარ და ვამბობ იმას, რაც არის. თქვენ რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდით. შვილი ხელიდან მეცლებოდა... ვიცი, ნანახი მაქვს, რა ადვილად მიდიან ბავშვები, ვისაც ასეთი დიაგნოზი აქვს. ეს რომ მომხდარიყო, მასთან ერთად მეც მოვკვდებოდი. შვილის გარეშე, რად მინდა სიცოცხლე? ორივე გადაგვარჩინეთ, ეს უნდა იცოდეთ!
უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც თქვენი დამსახურებით, ნინი უზრუნველყოფილია სპეციალური საკვები პროდუქტით. მაღაზიაში მივდივარ და ყოველ ჯერზე, ერთი კვირის სამყოფი მარაგი მომაქვს. ყველაფერი, რაც ექიმმა გვირჩია: იოგურტები, ხაჭო, წვენი, მაწონი. ეს ცილოვანი საკვებია და ძალიან წაგვწია წინ. ნინის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ მედიკამენტები და საავადმყოფოს კვება ვერაფერს უშველიდა.
- რამხელა ბედნიერებაა, უკეთ რომ არის ჩვენი ულამაზესი გოგო! როგორ გვიხარია, რომ ისევ იღიმის!
ასმათი: არის დღეები, როდესაც ერთი-ორი სიტყვის თქმაც კი შეუძლია, ხანდახან საერთოდ ვერ ლაპარაკობს. სტომა აქვს ჩადგმული და ძალიან უშლის ხელს. როდესაც ბავშვებს ვსტუმრობთ სხვა პალატებში, ძალიან უხარია ნინის, შეუძლია ჰკითხოს: „როგორ ხარ?“ ემზადებოდა თქვენთან შესახვედრად: თმა ახალი ფერადი თმის სამაგრებით შევუკარი, რომელიც აჩუქეს, მსუბუქი მაკიაჟიც გავუკეთე... ხედავთ, ხელზე სამაჯურები უკეთია. ეს ერთმა გულკეთილმა მამაომ მოუტანა, ჩემს არყოფნაში, მერე მითხრეს ექიმებმა.
- ალბათ, ჩვენი ნინუცა უამრავმა ადამიანმა მოინახულა და ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა. პროექტს ხომ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ასმათი: ნინი ნამდვილად არ იწყენს. საახალწლოდ ერთმა უზომოდ სათნო ქალბატონმა, ნანა ჯოხაძემ (იმედია, გვარს სწორად ვამბობ) სადღესასწაულოდ მორთო ნინის პალატა. აკვარელის საღებავები და ფუნჯები მოუტანა ჩემს შვილს. ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. ნინის ჯერ არ შეუძლია ხატვა, ხომ გახსოვთ, ადრე ძალიან კარგად ხატავდა. ეს კი დიდი სტიმული იქნება მისთვის. ახლა, უკეთ ამოძრავებს თითებს, ძალიან მინდა, რომ ბოლომდე აღიდგინოს ყველა უნარი. ამის დიდი იმედი მაქვს!
ჩვენი თანასოფლელიც გვესტუმრა პატარა ჩაილურიდან, გიორგი, თან საჩუქრებიც მოუტანა. ეს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ნინისთვის! ასევე გავიცანით ქალბატონი ლალი შამუგია, ძალიან დაგვეხმარა და ახლა, ვმეგობრობთ კიდეც. სასოფლო მეურნეობის მინისტრის და გახლავთ. არაჩვეულებრივი, უზომოდ ყურადღებიანი ქალბატონია!
ტალღოვანი თუთიყუშიც გვყავს ახლა! ეს სურვილიც აუსრულეს ჩემს ნინის. უზომოდ გულის ამაჩუყებელი და ემოციურია ჩემთვის ის მომენტი, რომ უკვე მთელმა საქართველომ იცის, რა უხარია და რა მოსწონს ნინის. იციან, რომ სიგიჟემდე უყვარს თუთიყუშები. ჰოდა, ერთმა გოგონამ ტალღოვანა აჩუქა ჩემს გოგოს.
- რა დაარქვა ნინიმ?
ასმათი: კიკო. სახელების დიდი სია ჩამოვწერე, ეს სახელი რომ ამოვიკითხე, ნინიმ თავი დამიქნია და გამიღიმა. კიკო სახლშია. მე ვუვლი და ერთად ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება ჩვენი ნინი.
- ნინის სახლში გაწერა როდის მოხერხდება? ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს?
ასმათი: ჯერ, მისი სახლში წაყვანის მე თვითონაც მეშინია, არ მინდა გავაფუჭო ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოვახერხეთ. აქ უსაფრთხოდ არის, ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი. სახლში კი ასეთი პირობები არ გვაქვს. ძალიან გვჭირდება დისტანციურად სამართავი საწოლი პულტით, ნინიმ ადვილად რომ შეძლოს მდგომარეობის შეცვლა, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეს და არაფერი ასტკივდეს. არ მაქვს სარეცხი მანქანა, საწოლის თეთრეული ხშირად რომ გამოვუცვალო. შეიძლება, დიდი ბოდიშის მოხდით, სარეცხი მანქანა რომ ვთხოვო თქვენს ფონდს? თუნდაც, ყველაზე პატარა, 3 კილოგრამზე გათვლილი?
უზომოდ მიხარია და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ! მე ხომ, მუდამ საშინელი დეპრესია მქონდა. თქვენთან ერთად კი, თავი დაცულად ვიგრძენი. იმედი მომეცა. მადლობას გიხდით ახალი მაცივრისთვის, ბლენდერისთვის, სარეცხი მანქანისთვის და მობილური ტელეფონისთვის! ოცდაოთხსაათიანი შრომის მიუხედავად, ამ ნივთების შეძენას ვერაფრით მოვახერხებდი. იმ საჩუქრებისთვისაც, რომელიც ადრე მივიღეთ ფონდის მკითხველებისგან მადლობას გიხდით! გაზქურა, ტელევიზორი, კომპიუტერი, საქანელა-სავარძელი. თქვენ ყველაზე მზრუნველი ადამიანები ხართ ამ ქვეყნად. ნინის უყვარს კატის ყურებიანი ყურსასმენების გაკეთება, რომელიც თქვენ აჩუქეთ. კლასიკური მუსიკის, სხვადასხვა ფრინველის და რა თქმა უნდა, თუთიყუშების ხმების მოსმენა ძალიან ამშვიდებს. დიდი მადლობა, ასე რომ გაახარეთ! მადლობას გიხდით მზრუნველობისთვის!
ღმერთმა დაგლოცოთ, არასდროს არაფერი გეტკინოთ! მზის სხივებით, სიხარულითა და სითბოთი აგივსოთ ღმერთმა გული. მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს ნინის გადარჩენისთვის! ორივეს გაგვიხანგრძლივეთ სიცოცხლე! ღმერთმა ასი წლის სიცოცხლე მოგცეთ! ასი წელი გამყოფოთ ბედნიერად და ჯანმრთელად!
- ასმათ, თავს გაუფრთხილდით, ძალიან გთხოვთ! უფალი გფარავდეთ ორივეს! ამ ეტაპზე, კიდევ რა გაწუხებთ?
ასმათი: ახლა, ძალიან მჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომა: ციციშვილის კლინიკაში დარჩენის ნებართვა გვინდა მივიღოთ, ნინის 18 წელი რომ შეუსრულდება. აქ, ჩემი გოგონა სიცოცხლეს დაუბრუნდა. აქ მუშაობენ საოცარი ექიმები და ჩემს გოგონასაც ძალიან უყვარს ისინი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეღავათს გაგვიკეთებენ და არსად გადაგვიყვანენ. სახელმწიფო ადრეც დაგვეხმარა სპინალური ამიოტროფიისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაში. ახლაც მჯერა, რომ უარს არ გვეტყვიან.
ნინი წელიწადნახევარია საავადმყოფოში ცხოვრობს. ის სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ, ამისთვის სჭირდება შესაბამისი პირობები: დისტანციურად სამართავი საწოლი პულტით. ერთად, ჩვენ შევძელით მისი სიცოცხლის გადარჩენას! ერთობლივი ძალებით, ნამდვილად შევძლებთ, სახლში რომ დავაბრუნოთ!
მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ! თქვენი დახმარება ფასდაუდებელია!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: როსტიაშვილების ოჯახი)
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 იან 29 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 895 | transferred |
2023 იან 29 | პროდუქტები | 33.03 | transferred |
2023 იან 31 | თეთრეული | 300 | transferred |
2023 თებ 8 | პროდუქტები | 34.57 | transferred |
2023 თებ 8 | პროდუქტები | 30.22 | transferred |
2023 თებ 14 | პროდუქტები | 32.07 | transferred |
2023 თებ 21 | პროდუქტები | 41.27 | transferred |
2023 თებ 28 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,410 | paid |
2023 მარ 1 | პროდუქტები | 37.07 | transferred |
2023 მარ 6 | პროდუქტები | 39.88 | transferred |
2023 მარ 6 | პროდუქტები | 33.72 | transferred |
2023 მარ 6 | პროდუქტები | 31.1 | transferred |
2023 მარ 6 | პროდუქტები | 24.53 | transferred |
2023 მარ 11 | მედიკამენტები | 288.04 | transferred |
2023 მარ 28 | პროდუქტები | 70.72 | transferred |
2023 მარ 28 | პროდუქტები | 79.36 | transferred |
2023 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 355 | paid |
2023 აპრ 10 | პროდუქტები | 68.16 | transferred |
2023 აპრ 24 | პროდუქტები | 98.1 | transferred |
2023 აპრ 28 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 700 | paid |
2023 მაი 4 | პროდუქტები | 54.56 | transferred |
2023 მაი 14 | პროდუქტები | 66.94 | transferred |
2023 მაი 22 | პროდუქტები | 44.22 | transferred |
2023 ივნ 7 | პროდუქტები | 55.54 | transferred |
2023 ივნ 7 | პროდუქტები | 65.53 | transferred |
2023 ივნ 8 | პროდუქტები | 81.59 | transferred |
2023 ივლ 4 | პროდუქტები | 73.84 | transferred |
2023 ივლ 10 | პროდუქტები | 64.74 | transferred |
2023 ივლ 10 | მედიკამენტები | 493.62 | transferred |
2023 ივლ 10 | მობილური ტელეფონი | 359.99 | transferred |
სულ ხარჯი: 9,421.27 ₾
დარჩა 3,135.69 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 აპრ 5 | ვაჩაძე თორნიკე | 3 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | დვალიშვილი მარიამ | 25 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | გეგეშიძე სალომე | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | ბუწაშვილი მაია | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'რობაქიძე ნინო | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'ბაიხოიძე შორენა | 20 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'სოფიკო გველესიანი | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'ნანა სალია | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'ანა წიკლაური | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'ნათია გიორგობიანი | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'მარიამ დავითულიანი | 2 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'თამთა მარღანია | 100 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'ზვიად აზიკური | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'თინათინ გაგნიძე | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'შორენა ბოლქვაძე | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'ი/მ მაია ფანცულაია | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | ჯაბანიშვილი ჯარჯი | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | რობაქიძე მაია | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | ცერცვაძე მარინა | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | კოკოლიშვილი ვალერ | 30 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | ჭანუყვაძე ნონა | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | შუბითიძე გურანდა | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | კვინიკაძე ლუკა | 26 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | თედიაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | გია შეყლაშვილი | 3 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | ხუციშვილი თეონა | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | ხუციშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | ხუროშვილი გიორგი | 30 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 12,556.96 ₾
დარჩა 3,135.69 ₾
მსგავსი პროექტები:
|