პროექტის რეპორტი მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს!

page info icon
2023 დეკემბერი 3
მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს. მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი - ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
40,688 ₾
( 2,817 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მსგავსი პროექტები: