პროექტის მხარდამჭერთა სია კარალეთიდან მოვდივარ და ვტირი! ასეთი რამ პირველად დამემართა! ჩვენ ფონდში ათასგვარ გასაჭირს ვუყურებთ ყოველდღე... მაგრამ ეს სულ სხვაა... თან მომყვება გურამის სიკვდილის შიშით სავსე თვალები, მას ხომ, 13 წლიდან სისხლის კიბო არ ანებებს თავს! სალაპარაკო ენაზე ამ დაავადებას სისხლის გათეთრება, მეცნიერულ ენაზე კი - ლეიკოზი ჰქვია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

კარალეთიდან მოვდივარ და ვტირი! ასეთი რამ პირველად დამემართა! ჩვენ ფონდში ათასგვარ გასაჭირს ვუყურებთ ყოველდღე... მაგრამ ეს სულ სხვაა... თან მომყვება გურამის სიკვდილის შიშით სავსე თვალები, მას ხომ, 13 წლიდან სისხლის კიბო არ ანებებს თავს! სალაპარაკო ენაზე ამ დაავადებას სისხლის გათეთრება, მეცნიერულ ენაზე კი - ლეიკოზი ჰქვია!

page info icon
2024 თებერვალი 22
სისხლის ლეიკოზი სასიკვდილო დაავადებაა და საქართველოში ვერ მკურნალობენ. მუდმივად საჭიროებს უზომოდ მტკივნეულ სისხლის გადასხმასა და ქიმიოთერაპიას. გურამი 13 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ მწვავე ლეიკემია ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში, ბავშვი გადასხმის და ქიმიოთერაპიის დროს საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. მერე კი, როდესაც ბღუჯებად სცვიოდა თმა და დაუძლურებული იწვა, ფიქრობდა: რატომ დაემართა ამხელა უბედურება მაინც და მაინც მას? მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს. დრო ნელ-ნელა გადიოდა ტკივილსა და ტანჯვაში და მასთან ერთად ქრებოდა რწმენაც იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების დასასრული კი არა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დღეს კი, ამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ქრება ამ ბავშვის თვალებში! მთელი გზა, მერე კი, საღამოს, ღამით, სინდისი მქენჯნიდა, რადგან ამ ბიჭის მთავარ კითხვას ვერ გავეცი პასუხი: რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე ფულზე?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,847 ₾
( 329 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ლევან ლევანიშვილი
16 დღის წინ
3 ₾
ჯახუა გიორგი
26 დღის წინ
2 ₾
პახალჩუქ ანტონ
ერთი თვის წინ
100 ₾
ზურაბ შიუკაშვილი
ერთი თვის წინ
2 ₾
ხვედელიძე ვერიკო
ერთი თვის წინ
15 ₾
ძიგავა პაატა
ერთი თვის წინ
3 ₾

მსგავსი პროექტები: