ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემს შვილებს ჩემი ეშინიათ…

„შეეხეთ, დედას თავზე შვიდი ნაკერი ადევს!“ - ამბობს მშვენიერი ბელა. – „მას ისეთები ემართება... ძირს ეცემა, თვალებს ატრიალებს და მთელი სხეულით კანკალებს!“ ღმერთო, რამხელა სევდაა ამ მშვენიერ, გულუბრყვილო თვალებში! ეს გოგონა ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ ყოველდღე იმის ყურება უწევს, მისი საყვარელი დედიკო საშინელ კრუნჩხვებში როგორ ვარდება და ეს საზარელი სენი სასიცოცხლო ძალებს როგორ უმოწყალოდ აცლის; პატარა გული ძალიან სტკივა, რადგან დედა შეიძლება ნებისმიერ წამს დაეცეს და თავი დაარტყას... მას ყველაფერი შეიძლება დაემართოს!
657 ₾
48
დონორები
შეგროვებულია

– ბელა, რას აკეთებ, როცა დედა ცუდადაა?

„მაშინვე საბანს ვაფარებ და მეზობლებთან გავრბივარ, რომ დახმარებას გამოვუძახო... ტელეფონი არ გვაქვს, სასწრაფოს როგორ დავურეკავ?“ - გოგონა ცდილობს თვალებში არ მიყუროს. – „ჩვენ საერთოდ არაფერი გაგვაჩნია. არც არაფერი მინდა, ოღონდ დედა იყოს კარგად!“

ამ საშინელ ნანგრევებს, სადაც დედა, ნათია და მისი ორი მშვენიერი შვილი - 5 წლის გიორგი და 9 წლის ბელა ცხოვრობენ, ძლივს მივაგენით. უბრალოდ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ აქ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ... ეს შენობა შიგნიდან კიდევ უფრო შემზარავია, ვიდრე გარედან: სინესტე, ჭუჭყი, ჭვარტლი შეშის ღუმელისგან... ორი რკინის საწოლი, მაგიდა და ორი სკამი. ასე ცხოვრობენ ეს საბრალო ბავშვები და სხვა არაფერი უნდათ, გარდა იმისა, რომ დედა ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს!

„ნებისმიერ წამს შეიძლება დავეცე და 20-30 წუთი სადმე უგონოდ ვეგდო... ხომ ხედავთ, მთელი თავი გატეხილი მაქვს? არც მახსოვს, სად ან როგორ დავარტყი. ბავშვები მიყვებიან ხოლმე, რა მემართება... საწყლებს, ისე ეშინიათ!“ - ტირის საბრალო ქალი. – „თავდაპირველი შეტევების შემდეგ მეგონა, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, მივეჩვიე. ჩვენ ყველაფერს მივეჩვიეთ - სიღატაკესაც, შიმშილსაც, სიცივესაც...“

მოდი ახლა ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვეთ.

დედა, ნათია და მისი ორი შვილი - 5 წლის გიორგი და 9 წლის ბელა ცხოვრობენ... ფარდულში, ქოხში, მიწურში... არ ვიცი, სად... მაგრამ ისინი იქ ცხოვრობენ და შეუძლებელია მას სახლი უწოდო.

აქ არაფერია, მხოლოდ 2 რკინის საწოლი და მაგიდა... და ნესტი, ტკივილი, სევდა... სულ ესაა!

როცა დედას, ნათიას პირველი ეპილეფსიური შეტევა დაემართა, რომელსაც მაშინვე მეორე და მესამე მოჰყვა, უთხრეს, რომ ნერვების ბრალი იყო და რაღაც აუცილებლად უნდა შეეცვალა. 

ნათია: როგორ ან რა უნდა შემეცვალა? კი ვიცოდი, ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა... კარგი ცხოვრების ბრალი ნამდვილად არ იყო. ქმარი მცემდა; გონება ბევრჯერ დამიკარგავს. ამ დაავადების მიზეზი სწორედ ეს არის. ისიც აღარ მახსოვს, რა ჰქვია. ბევრი რამ აღარ მახსოვს. შეტევების დროს თავს ხშირად ვარტყამდი, შვიდი ნაკერი მადევს! მთელი თავი გატეხილი მაქვს, გინდათ შეეხოთ? 

– ნათია, შეტევები ხშირად გაქვთ?

ნათია: დიახ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. მაგალითად, დღეს დილას მქონდა და თქვენს მოსვლამდეც განმიმეორდა. ზოგჯერ კვირები გადის და არაფერი... არც კი ვიცი, რაზეა დამოკიდებული. 20-30 წუთის განმავლობაში გათიშული ვგდივარ ხოლმე... მე თვითონ არ მახსოვს, მაგრამ ბავშვები მიყვებიან. 

– ამას როგორ უმკლავდებით? 

ნათია: დედაჩემი ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ერთი წუთითაც კი ვერ მტოვებს. ბავშვები ჯერ პატარები არიან და ჩემი ეშინიათ. მე თვითონ არაფერი მახსოვს, რა მემართება; ვითიშები და გონს იატაკზე მოვდივარ... პირიდან ქაფი გადმომდის... ადრე ძალიან მეშინოდა; ყოველი შეტევის დროს ვტიროდი და მეგონა, რომ მორჩა, ეს დასასრული იყო... მაგრამ მივეჩვიე.

– არ ვიცი, როგორ შეიძლება ასეთ რამეს მიეჩვიო...

ნათია: ეჰ, ჩემო კარგო, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა... შიმშილსაც მივეჩვიეთ, სიცივესაც და იმასაც, რომ ღატაკები ვართ, რომ ბავშვებს დასცინიან... მაგრამ რა ვქნათ?

– მართლაც და რა უნდა ქნათ... თქვენ ავად ხართ, დედათქვენს მუშაობა არ შეუძლია - თქვენ გივლით, ბავშვები პატარები არიან. რა სახსრებით ცხოვრობთ?

ნათია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. 220 ლარს ვიღებთ; 90 ლარს ბინაში ვიხდით, დანარჩენი ფულით კი წამლებს და საკვებს ვყიდულობთ. წამლები რომ არ ვსვა, შეტევები დღეში 3-4-ჯერ მეორდება! ჩემი ორგანიზმი უბრალოდ ვეღარ უძლებს. მერე დრო მჭირდება, რომ გონს მოვეგო და აზროვნება დავიწყო... თორემ თავში ისედაც „ნახვრეტი“ მაქვს, ყველაფერი მავიწყდება... 

– ნათია, რით იკვებებით? ვინმე გეხმარებათ?

ნათია: ძალიან კეთილი მეზობლები გვყავს. ზოგჯერ საუზმეს გვიზიარებენ, ზოგჯერ ბავშვები თავისთან მიჰყავთ და აჭმევენ. ჩვენ ნორმალურად ბანაობაც კი არ შეგვიძლია. ბავშვებს ტანსაცმელსაც ვერ ვურეცხავ ნორმალურად... წყალი მოგვაქვს და ცივ წყალში ხელით ვრეცხავ... ბელა ამბობს, ტანსაცმელი კი სუფთაა, მაგრამ მაინც ჭუჭყიანს ჰგავსო... ამის გამო სკოლაში სიარული რცხვენია... (ტირის.)

ბელა: სისულელეს ნუ ამბობ და ნუ ტირი. სკოლაში იმიტომ არ დავდივარ, რომ შენ გვერდით ვიყო!

– ბელა, შეიძლება გაგესაუბრო?

ბელა: დიახ, ვისაუბროთ. როცა დედა ტირილს იწყებს, მისი დამშვიდება რთულია. ყველაფერს მოგიყვებით. 

– სკოლაში რატომ არ დადიხარ?

ბელა: ხომ ვთქვი, დედას უნდა მივხედო. უცებ თავი მაგრად რომ დაარტყას და გვერდით არავინ იყოს, მერე? ვინმემ მშველელს ხომ უნდა დაუძახოს?

– ეს ერთადერთი მიზეზია?

ბელა: რა ვიცი... რომ გითხრათ, არავის ეტყვით? სკოლაში სიარული არ მიყვარს... იქ ყველა დამცინის. მეგობრები არ მყავს. მგონი ჩემი ტანსაცმლის გამო - დაგლეჯილია და ჭუჭყიანს ჰგავს. 

– როგორი ტანსაცმელი გინდა, რომ გქონდეს?

ბელა: არ ვიცი... როგორი არსებობს? ასეთი არა... ისეთი მინდა, ჭუჭყიანს რომ არ ჰგავდეს და ნახვრეტები არ ჰქონდეს. მაგრამ დედასთვის სარეცხის მანქანა სჯობს. რეცხვა ძალიან უჭირს, მე კი უფლებას არ მაძლევს; ამბობს, გოგოებისთვის ხელების ცივ წყალში ჩაყოფა არ შეიძლებაო. ის რა, გოგო არ არის?

– ალბათ ისეთი კაბა გინდა, მულტფილმებში პრინცესებს რომ აცვიათ, არა?

ბელა: არ ვიცი, მათ როგორი კაბები აქვთ... არ ვიცი, მულტფილმებში პრინცესები როგორები არიან... მულტფილმები არასდროს მინახავს. არ მიყურებია! 

ამის მოსმენას არ ველოდი... უნებლიეთ ცრემლები წამომივიდა. ცხრა წლის გოგონას, რომელიც თავად ჰგავს პრინცესას, მულტფილმები არასდროს, გესმით, არასდროს უნახავს! მან არ იცის, ვინ არიან პრინცესები... არ იცის, რომ არსებობს ლამაზი კაბები, ლამაზი თოჯინები და ცხოვრება, რომელიც მის ჩვეულ ცხოვრებას არ ჰგავს... მან ეს უბრალოდ არ იცის...

ბელა: აი, ახლა თქვენც ატირდით... რა მტირალები ხართ ეს დიდები!

– ნათია, არც კი ვიცი, რა ვთქვა. თუ შეიძლება, თქვენ თვითონ მითხარით, რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის, რომ ცხოვრება ოდნავ მაინც გაგიმარტივოთ? რა გჭირდებათ პირველ რიგში?

ნათია: არც კი ვიცი. ალბათ საკვები და საწოლები. სხვა რა შეიძლება? სარეცხი მანქანა შეიძლება? ხელით რეცხვა მართლა ძალიან მიჭირს... თან აღარც ძველი ტანსაცმელი ირეცხება, რომელსაც კეთილი ხალხი ბავშვებისთვის გვაძლევს. მე წამლები მჭირდება... ბავშვებისთვის სოსისი შეიძლება? ძალიან უყვართ. 

– იქნებ კიდევ გინდათ რამე?

ბელა: შეიძლება, მე ვთქვა? ტელეფონი არ გვაქვს. დედა თუ ცუდადაა და სასწრაფოდ საავადმყოფოში დარეკვა ან დახმარების გამოძახებაა საჭირო, მეზობლებთან გავრბივარ, რომ ტელეფონი მათხოვონ. ერთი ძველი ტელეფონი შეიძლება? ჩემთვის არ ვითხოვ, დედისთვის მინდა! 

***

რაღა უნდა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? სიტყვებმა აზრი დაკარგეს. ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც ასეთ რამეს ხედავ.

ნათია აფციაური და მისი შვილები სიღატაკის ზღვარზე იმყოფებიან. მათ საერთოდ ყველაფერი სჭირდებათ: საკვები, წამლები, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, კომპიუტერი, ტელეფონი, საწოლები და ძირითადი ავეჯი; ხოლო მაცივარი, გაზქურა და სარეცხი მანქანა მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებდა.

აფციაურების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მისამართი: კასპი, ჯავახიშვილის ქ. ბარაკი

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ნათია აფციაური). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: