პროექტის რეპორტი ჩემი შვილის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავ! ჩემი ოცნებაა, მისგან მხოლოდ ორი სიტყვა რომ მოვისმინო: „მიყვარხარ, დედა!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი შვილის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავ! ჩემი ოცნებაა, მისგან მხოლოდ ორი სიტყვა რომ მოვისმინო: „მიყვარხარ, დედა!“

page info icon
2022 სექტემბერი 8
„უკვე ოცდაათი წელია ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება ჩემი ერთადერთი შვილი. გესმით ჩემი ტკივილი და ჩემი უმწეობა? არა, არ გესმით და უფალს ვთხოვ, არც არასდროს არცერთს ეს სიმწარე არ გაგაგებინოთ, არ გამოგაცდევინოთ! შვილის ტანჯვის ყურება ოცდაათი წელიწადის განმავლობაში... ეს... ეს ყველაზე მძიმე განაჩენია, მძიმე ჯვარი, რომლის ტარებაც მარტოს უკვე ძალიან მიჭირს. ამიტომ, მინდა ჩემი განწირული ვედრება თქვენც გაგაგონოთ... ხმამაღლა ამოთქმაც ისეთივე რთულია, როგორც თავად ეს ტანჯვა, მაგრამ ახლა თუ არ ამოვთქვი, თუ არ მომეხმარეთ, თუ არ შემეხიდეთ... ჩვენ დავიღუპებით!“ - ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ლალი კოპლატაძე და ისე გვიყვება თავისი უბედურების შესახებ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,158 ₾
( 475 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მსგავსი პროექტები: