მათ თქვენი დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ, страница 5, страница 5 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მათ თქვენი დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ

სორტირება:

ყველა პროექტი (104)

ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
წარმოიდგინეთ, მეგობრებო, თაბაშირისგან დამზადებულ აი ასეთ კორსეტს ატარებდა ჩვენი სტატიის გმირი, გაწამებული ანა 6 წლის ასაკიდან. ექვსი რთული ოპერაცია, „დიდი“ ქართველი პროფესორების ექვსი მტკიცე დაპირება. როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, პატარავ?! იცოდე, რომ ჩვენი გულები ნაწილ-ნაწილ იფლითება შენდამი თანაგრძნობით!
ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა...
შეგროვებულია
10,993.69 ₾
დაეხმარა
910
მინდა დავეხმარო
ავადმყოფი ზრდასრულები
„დედა, დედიკო, მიშველე! ვკვდე...“ - და სიტყვის დასრულებაც კი ვეღარ მოასწრო... ამის მერე კი, დამიჯერეთ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, ასზე მეტჯერ სამუდამოდ დავემშვიდობე ჩემს შვილს! უფალმა ასჯერ დაუბრუნა მას სიცოცხლე, როდესაც კომაში იყო! მაგრამ, სიკვდილი მაინც ებღაუჭება და ჩემი სისხლისა და ხორცის წაყვანას ცდილობს! და აი, სწორედ ეს არის სასწაული! ჩემი შვილი დამოუკიდებლად წამოდგა ფეხზე, მაგრამ მყარად რომ დადგეს, ფონდის მეგობრებო, თქვენი კეთილი გულების თანადგომა სასწრაფოდ გვჭირდება!
გიორგი იატაკზე დაეცა. სასწრაფომ საავადმყოფოში რომ მიიყვანა, ის მთელი სამი თვით ჩავარდა კომაში! ერთი წუთითაც არ დამიტოვებია მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ტყუილად...
შეგროვებულია
9,781.42 ₾
დაეხმარა
641
მინდა დავეხმარო
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ნაგვის ურნაში ჩააგდე!“ - მხეცმა ქმარმა მომცა ასეთი რჩევა. საკუთარი შვილი სანაგვეზე როგორ უნდა გადააგდო?! ნუთუ, ასეთი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად? და ამის მერე, თავს ადამიანებად თვლიან? დავუჯერე, ოღონდ შვილი კი არა ის მოვიშორე, მე და ჩემმა გოგონამ კი, ცალკე დავიწყეთ ცხოვრება! ნაგვის ურნაში კი, მისი ნამუსი და ღირსება აღმოჩნდა! დაე, ამის შესახებ იცოდეს ყველამ! „ან მე, ან ის!“ - ასე მითხრა და წავიდა სამუდამოდ. თავის ცხოვრებიდან მხოლოდ მე კი არა, საკუთარი ღირსება და ნამუსი ამოშალა!
ეს ჩემი სიყვარულია! მას თამთა ჰქვია! ჩვენ ერთმანეთი მთელი გულით გვიყვარს! მე მას არასდროს მივატოვებ! გულკეთილი ადამიანების დახმარება ძალიან, ძალიან გვჭირდება! „მეც, რა თქმა უნდა...
შეგროვებულია
8,754.37 ₾
დაეხმარა
660
მინდა დავეხმარო

მეგობრებო, ამ საბრალო ადამიანების ცხოვრება გრძელდება! მათ მუდამ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! უფალს სურს, რომ განუწყვეტლივ ვიზრუნოთ ასეთ ადამიანებზე. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ხერხი და არ მიატოვოთ ისინი ბედის ანაბარა.
(741)