ლუკა მუდამ ჩვილი იქნება! ის ვერასდროს გახდება დიდი ბიჭი!
აღფრთოვანებული ვარ თითოეული თქვენგანის გულკეთილობით! ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია! რამდენი სიკეთე გაქვთ ჩვენთვის გაკეთებული! ჩვენ ბედნიერები ვართ და თქვენც ბედნიერებას გისურვებთ, ღვთისნიერო ადამიანებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ლუკა 21 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ეძინა ბავშვის საწოლში, რომელიც ათხოვეს და ძალიან ვიწრო და პატარა იყო. ლაპარაკი რომ შეეძლოს, აუცილებლად გვეტყოდა, როგორი მადლობელია იმით, რომ მისი სხეული ასეთი ტანჯვისგან ვიხსენით. მაგრამ, ცერებრული დამბლის, მიკროცეფალიისა და ეპილეფსიის გამო, ის მოკლებულია როგორც ლაპარაკის, ასევე გადაადგილების უნარს. და მხოლოდ მისი ბედნიერი ღიმილი თუ მიგვახვედრებს, როგორ უხარია თავის ახალი საწოლი, ახალი ავეჯი რომელიც მის და დედიკოს ოთახს ამშვენებს და პატარა მუსიკალური დინამიკი, რომელიც გაფუჭებულის სანაცვლოდ აჩუქეთ. თუ ნახავთ, რამხელა სიამოვნებას, რა ემოციებს ჩუქნის ეს მუსიკა, თქვენც აგიჩუყდებათ გული!
„თქვენი დამსახურებით, ჩვენი სახლი სამ თვეში შეივსო ახალი ნივთებით, - ამბობს მარტოხელა დედა, ირინა. - ჩემი და ლუკას ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში თქვენს ფონდს მივმართავ ხოლმე და ყოველთვის აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, თუ როგორ ახერხებთ ყველანაირი პრობლემის მოგვარებას. თითოეული თქვენგანისთვის ვლოცულობ და უფალს მადლობას ვწირავ!“
- ირინა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი გემოვნება გაქვთ, რა კარგად მოაწყვეთ საძინებელი ოთახი.
ირინა: გემოვნება კი მაქვს, მაგრამ სახსრები თქვენი მკითხველის კეთილი ნებით შეგროვდა. მათი დახმარების გარეშე, არაფერი გამოვიდოდა! ცოტა ხნის წინ გადმოვედით საცხოვრებლად ამ ბინაში, რომელიც მერიამ გადმოგვცა. არანაირი ავეჯი არ გვქონდა. საწოლებზე, მაგიდაზე, სკამებსა და კარადაზე მე უნდა მეზრუნა.
მაგრამ, თავადაც იცით, რომ მძიმედ დაავადებული ბავშვის დედას არასდროს გააჩნია არც დრო, არც სახსრები. ვერ ვიმუშავებ. მუდმივად სახლში უნდა ვიყო, ლუკას გვერდით, გავუფრთხილდე, კრუნჩხვების დროს არ დაარტყას თავი... ასეთ დროს, ვინმე რომ იზრუნებს შენზე და პრობლემებს შენს ნაცვლად მოაგვარებს, დიდი შვებაა. ეს უდიდესი დახმარებაა თქვენი მხრიდან.
იმ სახსრებით, რაც შეგროვდა თქვენი მკითხველის დახმარებით, შევძელი ხელოსნის გამოძახება და ავეჯის შეკვეთის მიცემა. მზა ავეჯი ნამდვილად არ გამოგვადგებოდა. ხომ ხედავთ, რა სივიწროვეა. ძალიან პატარა ოთახია: დაახლოებით 3.5 მეტრი სიგრძეში და 3.65 - სიგანეში. ხელოსანმა კი ზუსტად გათვალა ზომა და დაგვიმზადა ორი საწოლი და ჭერამდე კარადა.
შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ - თანამედროვეა და ლამაზი! ლუკას საწოლს რბილი თავი აქვს. როგორც იქნა, ჩემმა ბიჭმა ამოისუნთქა და თავისუფლად წევს. აქამდე, ბავშვის საწოლში ეძინა, სივიწროვეში. ეპილეფსიის გამო, უძილობა ისედაც აწუხებს და ეს კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას. ხარისხიანი, მოხერხებული ლეიბები გვაჩუქეს. ჩემსა და ლუკას აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს!
ცოტა ხნით დინამიკი რომ ჩავრთო და მუსიკას მოვუსმინოთ, საუბარში ხელს ხომ არ შეგვიშლის? თქვენც ნახავთ, რა ემოციური რეაქცია ექნება ლუკას.
- რას ამბობთ?! ლუკა არის აქ მთავარი, მისთვის ხდება ეს ყველაფერი. რას უსმენს ლუკა? როგორი მუსიკა მოსწონს?
ირინა: ბავშვური სიმღერების მოსმენა ძალიან ახარებს, პიანინოზე საერთოდ გიჟდება. ხშირად ვასმენინებ კლასიკურ მუსიკას. ახლა კი, რიჩარდ კლაიდერმანს მოვუსმინოთ. (მუსიკა ჩართო.) დეიდამისი უკრავდა პიანინოზე და ეს რაღაცნაირად დაილექა ლუკას მეხსიერებაში. პიანინოს ხმაზე არაჩვეულებრივი რეაქცია აქვს. შეხედეთ, როგორ ღელავს, რა ბედნიერია!
- მკითხველებს ძალიან გაუხარდებათ, ამხელა ბედნიერება რომ აჩუქეს ლუკას და ჩვენთვის ეს უბედნიერესი დღეა.
ირინა: სხვათა შორის, ზოგიერთი მკითხველი პირადად გავიცანით. ერთი ახალგაზრდა ბიჭი გვესტუმრა, სამხედრო, თავისი და კოლეგებისა და მეგობრების საჩუქრები გადმოგვცა. ხუთნი არიან, ირჩევენ ყველაზე სულის შემძვრელ ისტორიებს და ეხმარებიან იმ ადამიანებს. ამ ბიჭს (სახელი როგორ არ ვკითხე, ძალიან აღელვებული ვიყავი, ალბათ!) დისშვილი ჰყავს ავად, მაგრამ ლუკასგან განსხვავებით, მას შეუძლია სიარული და ლაპარაკი, გარკვეული მენტალური დარღვევები აქვს. ჩვენი სტუმარი მეკითხებოდა, როგორ ვუვლი და რომელ წამლებს ვაძლევ ლუკას. ბევრი ვისაუბრეთ. ძალიან თბილი და ყურადღებიანი ახალგაზრდები არიან, ისიც და მისი მეგობრებიც.
იცით, რას ვფიქრობ? მინდა, ყველა თქვენს მკითხველს სამადლობლო წერილი მივწერო. ან იქნებ, ფონდს აქვს რაიმე მადლიერების წიგნი, სადაც შემიძლია მოვიდე და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ჩემი პატივისცემა? ფონდი და მისი მკითხველები ძალიან დამეხმარნენ, უკვე მესამედ!
- მადლიერების წიგნი არ გვაქვს მაგრამ, ამ ინიციატივასაც აუცილებლად განვიხილავთ. მანამდე კი, ჩვენ გვიამბეთ თქვენი სურვილებისა და ემოციების შესახებ.
ირინა: ძალიან კარგად მესმის, რომ უფლის საჩუქარია ეს სიყვარული და მზრუნველობა. თითოეული თქვენგანი უფლის საჩუქარია ჩემთვის. თითოეულ თქვენგანს პატივს ვცემ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ღვთისგან ბოძებული ნიჭით, ასეთი გულისხმიერებითა და ნამდვილი ადამიანობით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემსა და ლუკას ცხოვრებაში არსებობენ ასეთი დიდსულოვანი ადამიანები. მთელი გულით გისურვებთ, ღმერთმა ყოველგვარი დარდი გაშოროთ და თქვენი გულისხმიერებისთვის და სიკეთისთვის დაგაჯილდოვოთ. ყოველდღე ვლოცულობ თქვენი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის. ახლა, თქვენი დიდი ძალისხმევის ფასად ვარ ასეთი ბედნიერი. ამდენი ნერვიულობისგან და დარდისგან სწორედ თქვენ მიხსენით. ამჟამად, ლუკას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება - პამპერსი, მედიკამენტები, წნევის საზომი აპარატი.
- ლუკას ახლა აწუხებს წნევა?
ირინა: როდესაც ვხედავ, რომ გაღიზიანებულია, შფოთავს და ვერ იძინებს, წნევას ვუზომავ ხოლმე. ეს აპარატი უფრო კონტროლისთვის მჭირდება, რომ არაფერი გამომრჩეს ლუკასთან მიმართებაში. მისთვის ნორმაა წნევის ზედა მაჩვენებელი - 90-100, ქვედა კი - 65-70. უმეტეს წილად, ჩემი ბიჭი კარგ ხასიათზეა, მაგრამ, თუ რაღაც აწუხებს, მაშინვე ვამოწმებ და ზომებს ვიღებ.
- ირინა, კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ირინა: ერთი სათხოვარი მაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მითხრეს, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ მაქვს უფლება მივმართო მათ დახმარებისთვის. სწორედ ახლა, მოვიდა დრო და ვისარგებლებ კიდეც ამ დახმარებით. მინდა, მაგიდა ვთხოვო სახლისთვის. იმედი მაქვს, მომცემენ კიდეც. ვიცი, რომ თქვენ ყოველთვის დაგვეხმარებით, მაგრამ მინდა, მათაც გამოიჩინონ ჩვენს მიმართ ყურადღება.
როდესაც უნარშეზღუდული ბავშვების შესახებ ვწერთ, იცოდეთ, რომ მათ თქვენი დახმარება ყოველთვის სჭირდებათ. ლუკას დაავადებები კი: ცერებრული დამბლა, მიკროცეფალია, ეპილეფსია არ იკურნება. ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ ითხოვოთ ლუკას შესახებ ინფორმაცია, ჩვენ კი მის საჭიროებებს მოგახსენებთ. მუდმივად საჭიროებს პამპერსით, მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით დახმარებას. ამით ძალიან შეუმსუბუქებთ ყოფას ლუკას და მის დედიკოს ირინას, თქვენ კი, სიხარულით აგევსებათ გული. შეჭირვებულთა დახმარებას უდიდესი ბედნიერება მოაქვს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნავროზიანების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 მაი 4 | ავეჯი | 3,400 | transferred |
2023 ივნ 7 | ავეჯის აქსესუარები | 400 | transferred |
2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 296.35 | transferred |
2023 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,185 | paid |
2023 აგვ 21 | სკამები | 645 | transferred |
2023 აგვ 30 | დინამიკი | 140 | transferred |
2023 სექ 20 | მედიკამენტები | 107.37 | transferred |
სულ ხარჯი: 6,173.72 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 მაი 25 | გოჩაძე ანა | 2 | Transfer to account |
2023 მაი 25 | აბრამიშვილი ნიკა | 5 | Transfer to account |
2023 მაი 25 | 'თორნიკე ბედიანაშვილი | 10 | Transfer to account |
2023 მაი 25 | 'ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2023 მაი 25 | 'გელა ცქვიტარია | 20 | Transfer to account |
2023 მაი 25 | 'ალი ქაზემი | 3 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'დეა ქიზიყურაშვილი | 2 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'მარინე ჩხეიძე | 20 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'უჩა ფუხაშვილი | 5 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'გიგლა გვარამია | 5 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'თეიმურაზ ძიძიგური | 5 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'დიმიტრი კითაია | 3 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'თორნიკე ვაჩაძე | 3 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'ნიკა პაპიაშვილი | 2 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'ხატია ხატიაშვილი | 10 | Transfer to account |
2023 მაი 24 | 'იაგო გუზიტაშვილი | 5 | Transfer to account |
2023 მაი 24 | ბოჭორიშვილი გიორგი | 1 | Transfer to account |
2023 მაი 24 | ხაჩიაშვილი გიორგი | 2 | Transfer to account |
2023 მაი 24 | ცუცქირიძე ზურაბი | 10 | Transfer to account |
2023 მაი 24 | ცისკარაძე გელა | 2 | Transfer to account |
2023 მაი 24 | ტყემალაძე შაქრო | 5 | Transfer to account |
2023 მაი 24 | მიქელაძე რამაზი | 20 | Transfer to account |
2023 მაი 24 | გუძუაძე გოჩა | 3 | Transfer to account |
2023 მაი 24 | ბექაური ლაშა | 1 | Transfer to account |
2023 მაი 23 | ხაჩიაშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
2023 მაი 23 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
2023 მაი 23 | ჯინჭარაშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
2023 მაი 23 | ჭანკვეტაძე ზურაბი | 10 | Transfer to account |
2023 მაი 23 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
2023 მაი 23 | ქებურია კახაბერ | 30 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 6,173.16 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|