მეგობრებო, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი! ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვაჩუქოთ სიცოცხლე ბარბარეს! მას კლავს უცნობი დაავადება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეგობრებო, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი! ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვაჩუქოთ სიცოცხლე ბარბარეს! მას კლავს უცნობი დაავადება!

page info icon
2023 აპრილი 22
page info icon
57731
„არ ვიცი, რა დაავადება სჭირს ჩემს შვილს. რატომ შუპდება, ხან თვალიდან, ხან ცხვირიდან რატომ სდის ჩირქი... ორი წელია ექიმებთან დამყავს, ჩავიტარეთ უამრავი კვლევა და ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. რომ ვუყურებ, გული მიკვდება... ისეთი მხიარულია და ცელქი... დადის, ტლიკინებს, იცინის და უცებ, შეიძლება სახე წამებში შეუშუპდეს, ტირილს იწყებს და ტკივილისგან იკრუნჩხება.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
35,706 ₾
( 2,610 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი! ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვაჩუქოთ სიცოცხლე ბარბარეს! მას კლავს უცნობი დაავადება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

        „არ ვიცი, რა დაავადება სჭირს ჩემს შვილს. რატომ შუპდება, ხან თვალიდან, ხან ცხვირიდან რატომ სდის ჩირქი... ორი წელია ექიმებთან დამყავს, ჩავიტარეთ უამრავი კვლევა და ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. რომ ვუყურებ, გული მიკვდება... ისეთი მხიარულია და ცელქი... დადის, ტლიკინებს, იცინის და უცებ, შეიძლება  სახე წამებში შეუშუპდეს, ტირილს იწყებს და ტკივილისგან იკრუნჩხება.“

„შენს გამო სიცოცხლეს დავთმობ, ბარბარე, ოღონდ ნუ ტირი.“

მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია... პატარავ, ისუნთქე, ოღონდ არ დანებდე

       - თამარ, გვიამბეთ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ბარბარეს დაბადებიდან აქვს ეს პრობლემები?

       თამარი: არა. ორსულობამ და მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა. ბარბარე სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. რა ბედნიერები ვიყავით! ერთი წლის გაბრიელს უხაროდა ყველაზე მეტად. უყურებდა და ხელებს უკოცნიდა. ახლაც ასეა, ერთმანეთს ვერ დააშორებ. ბარბარეს ტკივილი რომ ეწყება, გაბრიელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე და ეუბნება: „მე მომეცი შენი ტკივილი! მე ძლიერი ვარ! მე მოვითმენ!“

„მე შემიძლია ტკივილის მოთმენა. ჯობია, მე მეტკინოს ჩემი დაიკოს მაგივრად“

      - როდის გამოვლინდა დაავადების პირველი ნიშნები? 

      თამარი: ბარბარე ერთი წლის რომ იყო, ცხვირში პატარა ღრუბელი შეიტენა. ამოღება ვერაფრით მოვახერხე. გავვარდით პოლიკლინიკაში, იქაც უჩიჩქნეს ცხვირი ჩემს გოგონას, მაგრამ ვერ ამოუღეს. მოგვიწია საავადმყოფოში წასვლა. თითქოს მოგვარდა პრობლემა და დავივიწყეთ კიდეც, მაგრამ, იმ შემთხვევის მერე, ერთი დღეც არ გვქონია მშვიდი. როგორც ჩანს, ღრუბელი ბოლომდე ვერ ამოიღეს, წვრილი ნაწილაკები დარჩა, გაიხრწნა, დაიწყო ლპობა. ბარბარეს თავის ტკივილები დაეწყო, სუნთქვა გაუჭირდა... 2022 წელს ბარბარემ გონება დაკარგა და საავადმყოფოში წავიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ სასუნთქ გზებში რაღაც წანაზარდები აქვს. ვერ გავარკვიეთ, ეს კისტაა, სიმსივნე, თუ იმ ღრუბლის ნარჩენები, რომელიც ბოლომდე ვერ ამოიღეს.

როდესაც ბარბარეს არაფერი სტკივა, ის თავის თანატოლებივით თამაშობს

მაგრამ, ტკივილების დროს, ტირილის თავიც კი არ აქვს... კნუტივით კვნესის

         - ამჟამად როგორია ბარბარეს მდგომარეობა?

         თამარი: რეანიმაციიდან ახლახან გაგვწერეს. რამდენი საშინელი დღე გადაიტანა ბარბარემ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, 12 ნარკოზი! ნემსებმა ხელები დაუსახიჩრა... ბჟირდება, საწყალი, თეთრი ხალათით თუ ხედავს ვინმეს. და გაბრიელი რა დღეშია, როდესაც ხედავს, თავის და როგორ იტანჯება? გამორბის ჩემთან და ჩურჩულით მეუბნება: „ჩემი დაიკო ასე რატომ იტანჯება, მე ვერ ვიქნები ავად მის მაგივრად? ხომ არ მოკვდება? საავადმყოფოში ხომ არ დატოვებენ?“ ამ დროს სიკვდილი მინდა.

„ექიმები საავადმყოფოში მას ეძახიან მებრძოლს და გმირს! უკვირთ, საიდან აქვს ამ პატარა პრინცესას ამხელა ძალა, როგორ იბრძვის და არ ნებდება!“

       - ახლა როგორ არის, რას გეუბნებიან ექიმები?

       თამარი: ბარბარე ცოცხალია მხოლოდ უფლისა და კეთილი ქართველების ლოცვის წყალობით. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, მაგრამ თურქეთის კლინიკაში შეუძლიათ, რომ დაეხმარონ. ნახევარი წლის წინ ვიყავით იქ, ფული შეგვიგროვეს და ბავშვის წაყვანა მოვახერხე, ცხვირ-ხახიდან და თვალიდან ჩირქი ამოუღეს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ, მკურნალობის გასაგრძელებლად თანხა არ გვეყო და დაბრუნება მოგვიწია.

ყველა სხვა საზრუნავმა დაკარგა მნიშვნელობა... ყველა სადარდებელმა. სწორედ ეს არის ნამდვილი ტკივილი, ნამდვილი ტრაგედია!

         - ალბათ, ბევრი მედიკამენტები გჭირდებათ, როგორ ახერხებთ შეძენას?

        თამარი: არ თქვათ! სოციალური შემწეობის თანხა - 300 ლარი, არის მთელი ჩვენი შემოსავალი. გვყოფნის პამპერსსა და მედიკამენტებზე, საკვებზე კი - არა. ძალიან გვეხმარება დედაჩემი. მისი დახმარების გარეშე, ვერაფერს შევძლებდით.

        - რატომ მიმართეთ ჩვენს ფონს?

        თამარი: ვნახე, რომ თქვენი ფონდი რეალურად ეხმარება, წაკითხული მაქვს მადლიერების სიტყვები ასობით დედის, ვისაც აჩუქეთ იმედი, შვილები  გადაურჩინეთ და დაანახეთ გამოჯანმრთელების სწორი გზა. ვიცი, ჩემს შვილსაც აუცილებლად დაეხმარებით. თქვენ ხართ ჩემი უკანასკნელი იმედი. მართლაც  შეგიძლიათ, ადამიანთა გულები შეძრათ!

* * *

        ადამიანებო! მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ყოველი დღე კი არა, ყოველი წუთიც კი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი! პატარა ბარბარემ უნდა იცხოვროს ტკივილის გარეშე! უბრალოდ უნდა იცოცხლოს!  

        თამარის საკონტაქტო ნომერს მივაწვდით ნებისმიერ მსურველს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ჯაშიაშვილების ოჯახი)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

          სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: