შემდეგი გაჩერება - ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის!
უფალო, დალოცე ყველა ადამიანი, ვინც დაგვეხმარა! გმადლობთ, ასეთი თბილი და კეთილი გულები რომ გაქვთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
სითბო, სიხარული, მადლიერება - მათ პატარა გულებში ახლა სწორედ ეს გრძნობებია!
„იცი, იხვის ხორცი გვაქვს მაცივარში,“ - გვეუბნება გიო. – „ყველას გვაინტერესებს, როგორი გემო აქვს. ერთი ძია გვესტუმრა და მოგვიტანა. კიდევ, ხორცის კონსერვი, წიწიბურა და კანფეტები. გვითხრა, რომ ფონდის მკითხველია და ზაზა ჰქვია. ისედაც ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ არიან ეს მკითხველები? მაცივარი რომ მოგვიტანეს, დედამ თქვა: „მკითხველებმა გამოგვიგზავნესო“. საწოლებიც გადმოგვცეს მკითხველებმა. ფანჯრებიც მკითხველებმა ჩაგვისვეს, იცი? როგორც იქნა, გავიგე, როგორებიც არიან მკითხველები!“
- და როგორები არიან მაინც?
გიო: არაფერი ენანებათ, ყველაფრის გიწილადებენ. ბევრს იღიმიან და გულკეთილები არიან, როგორც ზაზა.
- საქართველოში ბევრია ასეთი ადამიანი?
გიო: მილიონ ხუთასი...
- ბავშვებო, კიდევ რა „გიწილადეს“ ფონდის მკითხველებმა?
მარიამი: კარგი და ლამაზი ტანსაცმელი. წაუკითხავთ, რომ სპორტულები ძალიან მიყვარს და გამომიგზავნეს. კიდევ, ახალი ქურთუკი და კაბა, ახალ წელს ლამაზად ჩაცმული რომ შევხვედროდი. ლამაზი სურათები გადავიღე ჩვენს ნაძვის ხესთან, საგარეჯოში.
გიო: მე და დათუნას კი, ველოსიპედი გვაჩუქეს. მკითხველებმა ყველაფერი იციან ჩვენზე: რა ზომის ველოსიპედი მჭირდება, რომელი საჭმელი მინდა. თქვენ უთხარით, მწვადი რომ მინდოდა? დედიკოს ხორცი ჰქონდა და მწვადი შევწვით ჩემს დაბადების დღეზე. სიგიჟემდე მიყვარს! კიდევ დედიკოს ლობიო, მაკარონი, ბარდა და შოკოლადი გვაქვს ახლა... ზოგი ზაზა ძიამ მოგვიტანა, ზოგიც სხვა სტუმრებმა. „სოციალურმა“ დედას ფული მისცა, ოღონდ, ჯერ ნერვები მოუშალა.
ლია (დედა): ახლავე მოგიყვებით. ჯერ იმ ადამიანების შესახებ, ვინც გვესტუმრა. ჩემმა შვილმა უკვე ახსენა ზაზა, რომელიც, სხვათა შორის, დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და არაჩვეულებრივი ადამიანია. ასევე გვესტუმრნენ ორგანიზაციიდან „გული გულს“, საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ქიმია მოგვიტანეს. რა თქმა უნდა, ბავშვები ეიფორიაში იყვნენ! მათ ხომ, პურისა და უფასო სასადილოს უგემური წვნიანების გარდა, არაფერი ჰქონდათ ნანახი აქამდე.
ოჰ, ეს სოციალური აგენტები! არ ესიამოვნათ, სახალხო დამცველის დახმარებით, ხმა რომ მიაწვდინეთ. მივიღეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება - 600 ლარი. მაგრამ, რამდენი ნერვებისა და თავის ტკივილის ფასად! ბავშვების წაყვანით მემუქრებოდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, საცხოვრებელი პირობები რომ არ გვაქვს. ძლივს მოვიგერიეთ!
ამ თანხით, რომელიც ამხელა ბრძოლის შედეგად მივიღე, პროდუქტით შევავსე ჩვენი ახალი მაცივარი. ადრე, საჭმელს საერთოდ ვერ ვინახავდით, ყველაფერი გვიფუჭდებოდა, დილასაც ვამზადებდი და შუადღესაც. ახლა, ბევრად უფრო გამიმარტივდა საქმე და იმდენად აღარ ვიღლები.
- ბავშვებო, უფრო თბილა თქვენს სახლში, იმის მერე, რაც ფანჯრები ჩასვეს ხომ ასეა? თქვენ როგორ ფიქრობთ?
გიო: ადრე, მხოლოდ ბაღში ვიყავი თბილად. სახლში კი, სულ ვიყინებოდი. ახლა, კარგად ვარ.
მარი: მეც მხოლოდ სკოლაში ვიყავი თბილად. სახლში კი, ხელები და ფეხები სულ გაყინული მქონდა. ახლა, კარგად ვარ.
ანანო (3 წლის): თბია...
მანუჩარი (ოჯახის უფროსი): ძალიან მადლობელი ვართ თქვენი ამ ფანჯრებისთვის! ოთხ ოთახში მეტალო პლასტმასის ფანჯრები ჩავსვით და ისეთივე კარები დერეფანში. თქვენი ასეთი მზრუნველობა, უდიდესი დახმარებაა ჩემთვის. მინდა, თითოეული თქვენგანი ჩავიკრა გულში! ჩემი დები და ძმები ხართ! უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას გისურვებთ და კეთილდღეობას!
დათუნა: საწოი და ველო.
ლია: ბავშვებს ისე უხარიათ, რომ თქვენი დამსახურებით ახლა, ყველას საკუთარ საწოლზე სძინავს. მშვიდად და ლაღად.
ლია: გლოცავთ იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ! მთელი ცხოვრება მემახსოვრება როგორ გაგვათბეთ და ჩემი შვიდი შვილი სიცივისგან რომ გადაარჩინეთ! თქვენმა გულმა მათი ტანჯვისა და ცრემლების, ჩემი და ჩემი მეუღლის სასოწარკვეთილების ცქერას ვერ გაუძლო. ადამიანებისთვის ჩვენი საცხოვრებელი პირობების დანახვა შოკის მომგვრელი იყო. ცრემლებს ძლივს იკავებდნენ, რომ მირეკავდნენ. მადლობას გიხდით, ასეთი თბილი და კეთილი გული რომ გაქვთ! ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, როგორ იზრუნეთ ჩვენზე! ჩემს გოგონებსა და ბიჭებზე. ყოველდღე ვილოცებ თქვენთვის... შევევედრები ღმერთს, წმინდა მარიამ ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს და მამა გაბრიელს... ძალიან დაგვეხმარეთ და უდიდესი იმედი გვაჩუქეთ! მინდა, საკუთარი შრომით მივაღწიო ყველაფერს, რომ აღარ შევაწუხო ადამიანები. უფალო, დამეხმარე!
– ლია, ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგრჩათ. ბანაობა ნამდვილი სატანჯველია. არ გაქვთ გაზი, დენი, წყალი...
ლია: გთხოვთ, სააბაზანოსა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაში რომ დამეხმაროთ. ძალიან გვინდა, ეს საქმე რომ დავასრულოთ. ჩემმა მეუღლემ მოახერხა და გადადო ცემენტის თანხა, მაგრამ მეტის საშუალება არ გაგვაჩნია. გვჭირდება მილები, ტრაპი... ძალიან ბევრი რამ... ცხოვრება ხომ გვინდა, ბავშვებს სჭირდებათ ბანაობა... ტაშტში ბანაობენ... და ეს მართლა ძალიან მადარდებს...
თქვენი დახმარებით ამ არაჩვეულებრივმა ქართულმა ოჯახმა გაუძლო ზამთრის პერიოდს. შვიდი ბავშვი გაყინვას გადაარჩინეთ. რაოდენ ძლიერია დღეს მათი რწმენა ადამიანების მიმართ! რამხელა სიხარული, სითბო და მადლიერება გაჩნდა მათ გულებში! მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა: არ არის დენი, გაზი, წყალი, არ აქვთ დაბანის საშუალება... არ აქვთ საკუთარი ჭერი...
დიდებული საქმეები მთელი საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევითა და უფლის დახმარებით კეთდება მხოლოდ! მოგიწოდებთ, დავეხმაროთ მათ და გვჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
მეგობრებო, თუკი რომელიმე თქვენგანი, არის უსაზღვროდ დიდსულოვანი ადამიანი და იმის ფინანსური შესალებლობაც აქვს, რომ იტვირთოს ამ ოჯახზე მუდმივად ზრუნვა, ამ ადამიანის შესახებ ყველას ვუამბობთ და მთელი საქართველო გაიცნობს მას! ერთ-ორ თვეში ხომ, აღარ ექნებათ იხვის ხორცი და გემრიელი ორცხობილებიც გამოელევათ! უფალო, დაეხმარე! სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 100 000 მეტი ასეთი ოჯახი! ვეცდებით, არავინ გამოგვრჩეს! სწორი ადამიანების პოვნა ხომ, ძალიან რთულია...
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ბაჩოშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2023 სექ 20 | ორსართულიანი საწოლი | 1,680 | transferred |
2023 სექ 20 | მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა | 1,500 | transferred |
2023 სექ 20 | მაცივარი | 499 | transferred |
2023 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 830 | paid |
სულ ხარჯი: 4,509 ₾
დარჩა 0.71 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 ნოე 8 | ოზბეგაშვილი შოთა | 5 | Transfer to account |
2023 ოქტ 28 | გვრიტიშვილი ირინა | 1 | Transfer to account |
2023 ოქტ 28 | ჭანტურია ზურაბი | 4 | Transfer to account |
2023 ოქტ 27 | მანუჩარ მეგრელიშვილი | 10 | Transfer to account |
2023 ოქტ 27 | თავდგირიძე გიორგი | 48 | Transfer to account |
2023 ოქტ 26 | ქაჯაია მირანდა | 5 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ჩაჩუა თამთა | 1 | Transfer to account |
2023 ოქტ 12 | ლაშა გალდავაძე | 10 | Transfer to account |
2023 ოქტ 2 | ნათია ბერაია | 5 | Transfer to account |
2023 ოქტ 2 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2023 ოქტ 1 | ფარულავა გიორგი | 2 | Transfer to account |
2023 ოქტ 1 | გაზდელიანი ლაითა | 5 | Transfer to account |
2023 სექ 30 | ია ბაიდაშვილი | 2 | Transfer to account |
2023 სექ 30 | ლაშაური თამარი | 20 | Transfer to account |
2023 სექ 29 | დავით ლალიშვილი | 1 | Transfer to account |
2023 სექ 29 | ჭეშმარიტაშვილი ლელა | 10 | Transfer to account |
2023 სექ 29 | წილოსანი მამუკა | 50 | Transfer to account |
2023 სექ 29 | მიქელაძე ოთარ | 5 | Transfer to account |
2023 სექ 29 | ლაგვილავა მარიამ | 1 | Transfer to account |
2023 სექ 29 | ზუმბულიძე როინ | 10 | Transfer to account |
2023 სექ 28 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
2023 სექ 28 | თამაზ თავბერიძე | 7 | Transfer to account |
2023 სექ 28 | ჭანუყვაძე ნონა | 10 | Transfer to account |
2023 სექ 28 | პეტრიაშვილი პეტრე | 5 | Transfer to account |
2023 სექ 28 | ბოჭორიშვილი დავითი | 5 | Transfer to account |
2023 სექ 27 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Transfer to account |
2023 სექ 26 | შაქარაშვილი ნათია | 20 | Transfer to account |
2023 სექ 26 | ოდიკაძე მირანდა | 2 | Transfer to account |
2023 სექ 24 | ია არაბიძე | 5 | Transfer to account |
2023 სექ 22 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,509.71 ₾
დარჩა 0.71 ₾
მსგავსი პროექტები:
|