5 პატარა შეიძლება დაობლდეს!
ქველმოქმედება - ეს არის სიკეთის კეთების, უძლური ადამიანების დახმარებისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის შინაგანი, ამაღლებული სურვილი.
როდესაც გასაჭირში მყოფი აბულაძეების ოჯახის შესახებ პირველად გიამბეთ, მათმა სატკივარმა და მწუხარებამ ჩვენს უამრავ მკითხველს ატკინა გული. სწორედ თქვენი დახმარების წყალობით ჩაუტარდა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის დედას - ლალი აბულაძეს, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის კურსი. ამან ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე დროებით გაახანგრძლივა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ერთგული მკითხველები კვლავაც აგრძელებდნენ ამ ოჯახის, ხუთი პატარა ბიჭუნას დახმარებას, რომლებიც დედობრივი სიყვარულის, სითბოსა და მზრუნველობის გარეშე დარჩნენ.
რა თქმა უნდა, მშობელ დედას ვერავინ შეცვლის, მაგრამ თქვენი თანაგრძნობა და გულწრფელი ზრუნვა ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, კეთილმა ადამიანებმა აბულაძეების ოჯახისთვის 16,000 ლარზე მეტი გაიღეს. ანგარიში აღნიშნული თანხის მიზნობრივი გამოყენების შესახებ ჩვენ უკვე არაერთხელ წარგიდგინეთ, თანხის ჩარიცხვის და ოჯახისთვის საჭირო დახმარების გაწევის შესაბამისად, რაც მოიცავდა: საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს...
დიდი სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ, - ჩვენო ძვირფასო ქველმოქმედებო, - დღემდე აგრძელებთ აბულაძეების ოჯახის დახმარებას და თქვენი წვლილი შეგაქვთ მცირეწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. თქვენ მათთვის ძალიან ბევრი გააკეთე და დღემდე ეხმარებით მათ.
რამდენიმე დღის წინ, თქვენი შემოწირული თანხით (850 ლარი), აბულაძეების ოჯახს ჩვენ სრულიად ახალი სარეცხი მანქანა ვუყიდეთ. ეს ბავშვების მამას, შალვა აბულაძეს, შვილებზე ზრუნვას ბევრად გაუმარტივებს, რათა ისინი ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებულად იყვნენ ჩაცმულნი.
შალვა ქედს იხრის თქვენს წინაშე და გულწრფელ მადლობას გიხდით გაწეული ამაგისათვის!
მეგობრებო, თუკი გაქვთ აბულაძეების ოჯახის, ან ჩვენი სხვა ბენეფიციარების დახმარების საშუალება, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000 ან
#GE64BG0000000470458000
თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ვებ-გვერდიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/185-abuladze/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
სიკეთე, რომელიც გულიდან მოდის, აუცილებლად დაუბრუნდება ადამიანს, რომელიც კეთილ საქმეს აკეთებს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2017 ივნ 19 | წამლები | 12,730 | transferred |
2017 ოქტ 25 | ტექნიკა | 1,680 | transferred |
2017 ოქტ 25 | თეთრეული | 300 | transferred |
2017 ოქტ 25 | საფენები | 469.3 | transferred |
2018 თებ 26 | სარეცხი მანქანა | 850 | transferred |
2018 ივნ 8 | პროდუქტები | 200 | transferred |
2018 ნოე 20 | პროდუქტები | 300 | paid |
2019 მარ 11 | დ. ვადაჭკორიასთვის ოპერაციის დაფინანსება | 236.09 | transferred |
2019 მარ 19 | პამპერსები | 134.92 | transferred |
სულ ხარჯი: 16,900.31 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2017 ივნ 5 | ანა გამეზარდაშვილი | 20 | Transfer to account |
2017 ივნ 5 | გადაბაძე ანა | 5 | Transfer to account |
2017 ივნ 4 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2017 ივნ 2 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2017 ივნ 2 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2017 ივნ 2 | თამარი კანდელაკი | 3 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | მარიამ იოსელიანი | 20 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | თამარ ჭანიშვილი | 5 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | ვერიკო ხურუძე | 10 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | ვლადიმერ ნეკრასოვი | 1.22 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | ინგა ინასარიძე | 10 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | თეონა საჯაია | 5 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | მაია დადვანი | 10 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | სოფიო ახვლედიანი | 10 | Transfer to account |
2017 ივნ 2 | ხაჩიძე მარიამი | 20 | Transfer to account |
2017 ივნ 1 | ასათიანი თინათინ | 50 | Transfer to account |
2017 მაი 17 | ნინო კვარაცხელია | 50 | Transfer to account |
2017 მაი 11 | ომსარაშვილი მაგდა | 1 | Transfer to account |
2017 მაი 11 | მირველაშვილი თამარი | 10 | Transfer to account |
2017 მაი 11 | ედუარდი კავთიძე | 20 | Transfer to account |
2017 მაი 10 | მარინე უფლისაშვილი | 10 | Transfer to account |
2017 მაი 8 | ნინო კვარაცხელია | 100 | Transfer to account |
2017 მაი 8 | კემულარია შალვა | 10 | Transfer to account |
2017 მაი 5 | იოსებ გელიტაშვილი | 30 | Transfer to account |
2017 მაი 4 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2017 მაი 4 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2017 მაი 3 | აფციაური ია | 70 | Transfer to account |
2017 აპრ 30 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2017 აპრ 29 | იამზე ბერიძე | 5 | Transfer to account |
2017 აპრ 27 | ზვიადი იმედაშვილი | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 15,759.33 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|