ცხოვრება ჯოჯოხეთში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცხოვრება ჯოჯოხეთში

page info icon
2019 მარტი 13
სოციალური შემწეობა და პენსია - ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლებზე ფული არ გვყოფნის და ძალიან გვიჭირს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,093 ₾
( 212 დონორი )
დასრულებულია
ისტორია, რომელიც ახლა გვინდა გიამბოთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაჭირვებაში მყოფი ადამიანისთვის დახმარების ხელის გაწვდენა, ნუგეში და თანადგომა! 
     38 წლის ხვიჩა ლაგვილავა ფსიქიკური აშლილობით არის დაავადებული. იგი ასეთი დაიბადა და მთელი ცხოვრება ერთ ოთახში ჩაკეტილმა გაატარა. ხვიჩა საწოლს არის მიჯაჭვული, იჩენს აგრესიულობას ადამიანების მიმართ,  როგორც ცხოველი ისე ყმუის და განუწყვეტლივ შფოთავს.
     ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ძალუძს ავადმყოფის დაშოშმინება, არის მისი დედა. მხოლოდ მას შეუძლია შვილთან მიახლოვება, მოფერება და მოვლა. 
     ჩვენ მოვინახულეთ ლაგვილავების ოჯახი და ვესაუბრეთ 65 წლის მიმოზას, ხვიჩას დედას: 
-ქალბატონო მიმოზა, უმკურნალია თუ არა ხვიჩას ბავშვობაში? 
მიმოზა:  დიახ. ორჯერ გვყავდა  წაყვანილი სამკურნალოდ თბილისის კლინიკაში, მაგრამ გვითხრეს, რომ მისი დაავადება არ იკურნება. აგრესიულობას პატარაობიდანვე იჩენდა, თუმცა მაშინ  იგი არ იყო საშიში. ახლა? თუ ოთახიდან გაიქცა, ვიღაცას დაკბენს ან ქვას ესვრის თავში... 
-მოგვიყევით, როგორ როგორ უვლით მას, როგორ უმკლავდებით? 
      მიმოზა: ჩემზე არ რეაგირებს აგრესიულად. ვბან, ვაჭმევ საჭმელს, ვუცვლი თეთრეულს, ვაძლევ წამალს, ვეფერები... ცრემლები გამიშრა, მაგრამ ჩემი გული უკვე 38 წელია, რაც დაჭრილია ჩემი შვილის შემხედვარე. დიახ, მიჭირს მისი მოვლა, განსაკუთრებით გადაბრუნება, რამეთუ ხვიჩა 80 კილოგრამს იწონის, ხოლო მე გულით ავადმყოფი ქალი ვარ. 
 -როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი? გყოფნით წამლების ფული?
        მიმოზა:  სოციალური შემწეობა და პენსია - ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლებზე ფული არ გვყოფნის და ძალიან გვიჭირს. ჩემი უფროსი შვილი უმუშევარია, სეზონური სამუშაოც კი ვერ იშოვა. მას ცოლიც არ ჰყავს! აბა რომელი რძალი შემოვა ჩვენს ოჯახში, აქ ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია...
   
  - სად არის თქვენი მეუღლე? 
     მიმოზა: გადაშენდეს აქედან... ხვიჩა რომ დაიბადა, მან მიგვატოვა და მას შემდეგ არ მაქვს კავშირი. ვეძებდი ერთი პერიოდი, მაგრამ უშედეგოდ და მერე თავი დავანებე. 
      -შენობა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, არ ჰგავს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს. რა არის ეს? 
     მიმოზა: აქ ადრე იყო ციტრუსის სანერგე მეურნეობა, რომელიც გაუქმდა და დროთა განმავლობაში გაპარტახდა. აქ ვიპოვეთ თავშესაფარი და ვართ დღემდე. ეს ბარაკის ტიპის შენობა, როგორც ხედავთ, საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ ქუჩაში ყოფნას ნამდვილად სჯობს. 
   
 - რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?
    მიმოზა: ღარიბები ვართ, ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ყველაზე მეტად ხვიჩას წამლები სჭირდება. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო: მტკივა ფეხი და დავდივარ ჯოხით... როდესაც მოვკვდები, რა ეშველება ჩემს შვილს - აი, სულ ამაზე ვფიქრობ და მწარედ განვიცდი. 
   
  -ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? 
      მიმოზა: ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართე, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ.
       - დეპუტატებისთვის თუ მიგიმართავთ? 
      მიმოზა: არა, არ მიმიმართავს. 
   
   -ქალბატონო მიმოზა, ხომ გესმით, რომ თუ არ მიმართავთ დახმარებისთვის, ვერავინ გაიგებს თქვენს სატკივარს. დეპუტატებსაც იმიტომ ირჩევენ, რომ ხალხს დაეხმარონ. ასე რომ, ამ მხრივ თქვენმა უფროსმა შვილმა უნდა იაქტიუროს.   
      მიმოზა: დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვძებნეთ და გადაწყვიტეთ ჩვენი დახმარება! თქვენი გამოჩენა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია! 
   
  -თქვენი სანუკვარი ოცნება შვილის ჯანმრთელობას უკავშირდება, არა?
     -მიმოზა: დიახ, ღამით ვლოცულობ, რომ უფალმა შეუმსუბუქოს ტკივილი და ტანჯვა, ხოლო მე მომცეს ძალა, რომ არ მივატოვო ჩემი შვილი...
      მეგობრებო, ასეთ უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობს ლაგვილავების ოჯახი. მოდით, გავუწოდოთ ამ ადამიანებს დახმარების ხელი, განსაკუთრებით ქალბატონ მიმოზას, რომელსაც ძალიან მძიმე „ტვირთი“ აწევს. აი, ამ ოჯახის მისამართი: ქ, ფოთი, ციტრუსები ყოფილი მეურნეობის ტერიტორია ტელ: 551 10 51 54 (იკითხეთ მიმოზა ლაგვილავა).   
      მათ ესაჭიროებათ მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ნივთები.   
        ვისაც არ გააჩნია დრო, რომ მოინახულოს ეს ოჯახი, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს საქველმოქმედო აქციაში. 
      ჩვენი ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხვიჩა ლაგვილავა). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
      სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ!

მსგავსი პროექტები: