გიორგი ჯანაშიას დასახმარებლად! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გიორგი ჯანაშიას დასახმარებლად!

page info icon
2019 მარტი 22
ძლიერი შეტევის დროს ბავშვი კედელს თავს ურტყამს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
578 ₾
( 35 დონორი )
დასრულებულია

როდესაც თავს ცუდად გრძნობთ  - არ განარისხოთ ღმერთი, არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში - ეს დიდი ცოდვაა! ხვალ ყველაფერი იმაზე გაცილებით უკედ იქნება, ვიდრე დღეს ოცნებობთ, ეს ბავშვი კი ტანჯვისთვისაა განწირული. ახალშობილი გიორგი ექიმებს ხელიდან გაუვარდათ, მან თავის ტრავმა მიიღო და ახლა ჰიდროცეფალიისგან იტანჯება. ეს საშინელი დაავადებაა რომელიც ბევრ გართულებას იწვევს. 
ბავშვს არ ესმის, ვერ ლაპარაკობს, სულ მოძრაობს, ვერ ისვენებს, ზოგჯერ გამოსცემს ცალკეულ ბგერებს. თავში პერიტონეალური შუნტი აქვს ჩადგმული, რომლის გარეშე ის უბრალობ ვერ იცოცხლებს.
დედასთან და ძმასტან ერთად პატარა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. 
ჩვენ რამდენიმე კითხვა გიორგის დედას, თამუნას დავუსვით. 
–თამუნა, როგორ მოხვდით ამ ბინაში?
–გათხოვებამდე თბილისში ვცხოვრობდი, შემდეგ მეუღლესთან მარტვილში გადავედი, გიორგის დაბადებამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 
–გართულება გქონდათ ორსულობის დროს? 
–არა. ორსულობამ მშვენივრად ჩაიარა, უბრალოდ მედპერსონალის დაუდევრობის გამო, ახალშობილი დავარდა და თავის ტრავმა მიიღო. ამან ჩემ შვილს და ჩემ ოჯახს ცხოვრება დაგვინგრია!
–ამის გამო მოგიწიათ ყველაფრის მიტოვება და დედაქალაქში გადმოსვლა?
–დიახ, მარტვილში არანაირი პირობები არ არის, რომ მძიმე ავადმყოფ ბავშვს ვუპატრონო. მე და ბავშვები ჩამოვედით, მეუღლე იქ დარჩა და იქიდან გვეხმარება. აქ ჩემი მშობლები მეხმარებიან. 
–გიორგის შეუძლია აგიხსნათ რა აწუხებს? 
–ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. ვერ ლაპარაკობს, ვერ გვაგებინებს რა სტკივა. შეტევის დროს კედელს ურტყავს თავს და ხელებს იცემს თავში... საშინელი სანახავია ეს. ახლაც ბაბუას ყავს ჩახუტებული რომ ხელებზე არ იკბინოს. 
–და ამას პატარა ლუკა როგორ უძლებს? დიდისთვისაც ძნელი გადასატანია.
–ლუკა 5 წლისაა, ძალიან ეშინია ძმის. ზოგჯერ უნდა რომ ჩაეხუტოს, მაგრამ ვერ ეკარება. მამას ეხვეწება წამიყვანე შენთანო. იქ რომ არის, ჩვენ ვენატრებით, ვერ ძლებს ჩვენს გარეშე. 
–სახელმწიფო გეხმარებათ?
–სოციალურ შემწეობას ვიღებთ, მერია გვიხდის ქირას, ადრე ოპერაციებიც დამიფინანსეს. თვეში 1000 ლარის წამალი მჭირდება და ამას როგორ დამიფინანსებენ? 
–თქვენ თუ არ ისაუბრებთ პრობლემებზე ამას ვერავინ გაიგებს. ჩვენ გვერდს უამრავი ადამიანი კითხულობს და შეიძლება თქვენი სატკივარი საჭირო ადამიანის ყურამდეც მივიდეს! 
–ვიცი, რომ ჩემი შვილი ვერასოდიე იქნება ისეთი, როგორც სხვა ბავშვები არიან. მაგრამ სასწაულის მაინც მჯერა. მჯერა, რომ მკურნალობის შედეგად გიორგი უკედ გახდება, მაგრამ რანაირად ვუმკურნალო? 200 ლარი თვეში ნუთუ საკმარისია ასეთი მძიმე ავადმყოფი ბავშვის მოსავლელად? გიორგი ვერ ყლაპავს, და ყოველ დღე იოგურტებს ვერ ვუყიდი. 
მეგობრებო, გიორგის ჩვენი დახმარება სჭირდება. მართალია ავადმყოფობის გამო, იგი ვერ ხვდება რა მძიმეა მისი მდგომარეობა, მას უბრალოდ სტკივა. მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, ჩვენ ხომ ვხედავთ... ერთად უნდა დავეხმაროთ ამ პატარა ბიჭს, მასთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის. 
თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ გიორგის, თანხა მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ გადმორიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ჯანაშია), საიტიდან 
სწრაფიგადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და  ExpressPay. (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ვისაც სურვილი გაქვთ რომ ოჯახს დაეხმაროთ პირადად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თამუნას ტელ: 598287902 მის: ლეჩხუმის ქ. N6

მსგავსი პროექტები: