სკოლიდან პირდაპირ – საავადმყოფოში…
2019 ივნისი 17
ახალგაზრდა, გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პატარა გოგონას დაეჯახა. ერთმა წამმა ხაზი გადაუსვა ლიზის ბედნიერ ცხოვრებას და მთელი ოჯახი გაანადგურა
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი
GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი
GE42LB0115113036665000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,671 ₾
(
142 დონორი )
რას გრძნობთ, როდესაც შვილებს სკოლაში უშვებთ? ოდესმე გიფიქრიათ, რომ სკოლიდან შეიძლება სახლში თავისი ფეხით ვეღარ მოვიდეს? ამაზე ფიქრმაც კი შეიძლება გაგაგიჟოთ!
11 წლის ლიზი გერსამიას ისტორია ყველა ადამიანის გულს ატკენს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავთ!
ეს ამბავი ქალაქ ფოთში 2014 წლის მარტში მოხდა. პატარა ლიზი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ნაწვიმარ გზაზე დიდი სიჩქარით მანქანა მოქროდა... ახალგაზრდა, გამოუცდელმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პატარა გოგონას დაეჯახა. ერთმა წამმა ხაზი გადაუსვა ლიზის ბედნიერ ცხოვრებას და მთელი ოჯახი გაანადგურა...
ლიზი კომაში იყო, თვეების განმავლობაში რეანიმაციაში იწვა. ექიმები არადამამშვიდებელ პროგნოზებს აკეთებდნენ.
მშობლების უბედურების სიტყვებით აღწერა ძალიან ძნელია. შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაყიდეს რაც კი გააჩნდათ, შვილი სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანეს და ახლა უსახსრობის გამო ნათესავებთან ცხოვრობენ.
მშობლებმა იციან, რომ ლიზი ისეთი აღარ იქნება როგორც ავტოკატასტროფამდე, რომ ის აღარ იმღერებს და იცეკვებს გაუჩერებლად... მაგრამ მთავარია რომ ლიზიმ იცოცხლოს!
ოჯახმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა, კლასელებმა, ყველამ წვლილი შეიტანეს ლიზის სამკურნალოდ თანხების მობილიზებაში. რეაბილიტაციამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ლიზიმ თვალები გააღო, ყლაპვა და ხელის მოძრაობა შეძლო. მაგრამ, როგორც კი რეაბილიტაცია შეაჩერეს თანხების უქონლობის გამო, ლიზის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მშობლებმა აღარ იციან ვის მიმართონ დახმარების თხოვნით. მათ არარაფერი დარჩათ!
ახლა ლიზის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის საავადმყოფოშია. მართვითი სუნთქვის აპარატის გარეშე 10 წუთიც ვერ ძლებს.
ჩვენ ვიწყებთ აქციას პატარა ლიზის დასახმარებლად! მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. რატომღაც საყოველთაო დაზღვევა ამას არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია.
ეს საბედისწერო დღე რომ არ ყოფილიყო, ლიზი ახლა მეხუთე კლასში იქნებოდა, ისეთივე სიცოცხლით სავსე, მხიარული, კისკისა გოგონა!
წარმოიდგინეთ როგორ მძიმედაა ახლა ლიზი, როგორ უჭირთ მის მშობლებს და იმოქმედეთ თქვენი გულის კარნახით!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ლიზის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ლიზი გერსამია) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/
გთხოვთ აჩუქეთ პატარა ლიზის ჯანმრთელობა!

ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000

ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003

ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000
მსგავსი პროექტები:
|