ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილის შემხედვარე, მამას გული აქვს ნაფლეთებად ქცეული

ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელი მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია.
11,590.37 ₾
841
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია
პატარა ემილიას გადარჩენა – ჩვენი კეთილი მისიაა!

თქვენი დახმარების წყალობით ემილია უკეთესად იქნება!
„შვილის შემხედვარე, მამას გული ნაფლეთებად აქვს ქცეული“ ასე დავარქვით პოსტს პატარა ემილიას შესახებ, რომელმაც თქვენი დიდი სიყვარული დაიმსახურა! 735 ადამიანი გამოეხმაურა ემილიას გასაჭირს და თანხა ჩარიცხა მისთვის. შეიძლება ეს ადამიანები ფინანსურად მდიდრები არ არიან, მაგრამ მათ აქვთ ის, რაც ფულზე მეტად ფასობს –სულიერი სიმდიდრე!
3 წლის ემილიასთვის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება სახლი გახდა! ზოგჯერ, როცა ის თვალს გაახელს და თავისუფლად იწყებს სუნთქვას, მისი მშობლებისთვის ყველაზე ბედნიერი წუთებია! მაგრამ სამწუხაროდ ეს ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება.
3 წელი იტანჯება პატარა ანგელოზი და 3 წელი მისი მშობლები რეანიმაციის კართან მორიგეობენ და მის სუნთქვას ყარაულობენ!
ემილიას მშობლები დიდ მადლობას მოგახსენებენ აღმოჩენილი დახმარებისთვის. მთელი გულით გილოცავენ 2020 წელს და ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და დღეგრძელობას გისურვებენ.
თქვენს მიერ გაწეული გახმარება ემილიასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩარიცხული თანხების წყალობით ბავშვისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენის საშუალება გაჩნდა, რაც ადრე ოჯახისთვის წარმოუდგენელი იყო.
ასევე მედიკამენტების გარდა ემლიასთვის ჰიგიენური საშუალებები, საკვები და საწოლი შევიძინეთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! მადლობა, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ! მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ზრუნვისთვის! სესილის დახმარება ამით არ დასრულებულა. პატარას მუდმივად სჭირდება წამლები და პამპერსები.
– რას უსურვებდით იმ ადამიანებს, ვინც თქვენი შვილისთვის თანხა ჩარიცხა?
– სიტყვები არ მყოფნის რომ მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო! თქვენი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა!
– კიდევ რამე სურვილი ან თხოვნა ხომ არ გაქვთ ჩვენს მკითხველთან?
– რა შეიძება სთხოვოს ხალხს მშობელმა, რომლის შვილიც 3 წელი რეანიმაციაშია? გთხოვთ ილოცოთ ჩვენი გოგონას ჯანმრთელობისთვის!
ჩვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს! თუ მას წრფელი გულით წარმოვთქვამთ და თუ იმედის სხივსაც გავუგზავნით ემილიას ის ნამდვილად გამოჯანმრთელდება! ლოცვა ხომ ზოგჯერ ყველაზე ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უკეთ მუშაობს და უფრო დიდ შედეგს იძლევა! ვთხოვოთ უფალს, რომ პატარა ემილიას ტკივილები შეუმსუბუქოს!
აი უკვე მერამდენედ, მეგობრებო, თქვენ დაამტკიცეთ სასწაულების არსებობა! დაამტკიცეთ, რომ საქართველოში ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ! რო, ქართველებისთვის „სხვისი შვილები“ არ არსებობენ!
თუ თქვენ გიჭირთ და გამოსავალს ვერ პოულობთ, წაიკითხეთ ჩვენი ისტორიები! თქვენ მიხვდებით რა არის ნამდვილი პრობლემები! მიხვდებით, რომ უფალს მადლობა უნდა გადაუხადოთ და მადლიერების გრძნობით აღივსოთ გულები!
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! ამ ოჯახის პრობლემები , სამწუხაროდ, აქ არ სრულდება, მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. თქვენი სიკეთე
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 , GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ემილია ბუკია)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/492-emiliabukia/
ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცნით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მუდამ იფიქრეთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ სულს ვეხმარებით და ვუახლოვდებით უფალს იმ განსაცდელით, რომელსაც სხვისგან ვიზიარებთ!

მსგავსი პროექტები: