ვაჩუქოთ თორნიკეს სიცოცხლე!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვაჩუქოთ თორნიკეს სიცოცხლე!..

page info icon
2020 მარტი 23
თითოეული შემოწირული ლარი, ამ ბავშვს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,218 ₾
( 691 დონორი )
დასრულებულია


თითოეული შემოწირული ლარი, ამ ბავშვს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

თორნიკე დედასთან და მამასთან ერთად ნათესავის ბინაში ცხოვრობენ, საკუთარი, არაფერი გააჩნიათთორნიკესთვის რომ ემკურნალათ, ყველაფერი გაყიდეს. თორნიკეს მდგომარეობა დღითიდღემძიმდება! ხალისიანი და სიცოცხლის მოყვარული ბიჭი საკუთარ თავში ჩაიკეტა და იშვიატად საუბრობს.დედა ლეილა 59 წლისაა, მამა - 62-ს. 17 წლის ვაჟზე ამოსდით მზე და მთვარე!

- როდის დაეწყო თორნიკეს ჯანმრთელობის პრობლემები?

ლეილა: თორნიკე ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა, სკოლაშიც სწავლობდა. მეოთხე კლასამდე პრობლემა არ ჰქონია.ყველაფერი უეცრად დაიწყო... ბავშვს გაუჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში გაუარესდა. მისი დიაგნოზი - კუნთოვანი დისტროფიაა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს და ორგანოთა სხვადასხვა სისტემები გამოყავს მწყობრიდან. დიაგნოზის დასმის შემდეგ მეუღლემ ინფარქტი მიიღო.

- ექიმები რას გეუბნებოდნენ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ავადმყოფობის პროგრესირება შეგეჩერებინათ?

ლეილა: აუცილებელი იყო მუდმივი მკურნალობა, პროცედურები და მედიკამენტები, მდგომარეობის გართულება თავიდან რომ აგვერიდებინა. მაგრამ ჩვენ საკმარისი სახსრები არ გვქონდა. ასეთი დიაგნოზით, სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია და ეს თავიდანვე ვიცოდით. გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, რათა ჩვენი ბიჭისთვის გვემკურნალა.

- თორნიკეზე გვიამბეთ, როგორია?

ლეილა: თორნიკე ძალიან მხიარული და აქტიური ბიჭია. ინვალიდის ეტლითაც კი მონაწილეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დადგმებში, ხატავდა და გამოფენებში იღებდა მონაწილეობას. კარგად მღერის. მღეროდა ყველგან, სადაც მიკროფონს დაინახავდა. ახლა ერთად ვმღერით სახლში. ვცდილობთ, მდგომარეობიდან გამოვიდეთ და რაც შეიძლება აქტიურად და პოზიტიურად ვიცხოვროთ. იმედს დიდი ძალა აქვს.

   - თორნიკეს სჯერა, რომ გამოჯანმრთელდება?

ლეილა: მას სჯერა, რომ უფალი არ მიატოვებს. ხშირად ვუყურებთ ერთად ვიდეოებს, სადაც ბავშვებმა დიდი სირთულეები დაძლიეს, გამოჯანმრთელდნენ, შეძლეს დამოუკიდებლად გადაადგილება და ახლა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ვცდილობ დავარწმუნო, რომ აუცილებლად გამოჯანმრთედება, მთავარია რწმენა არ დაკარგოს. ამ ბოლო დროს საკუთარ თავში ჩაიკეტა, იშვიათად შემოდის კონტაქტში. ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება, პირიქით, უნდა იაქტიუროს.

- მეგობრები თუ ჰყავს?

ლეილა: კი, რა თქმა უნდა. ძალიან ყურადღებიანი თანაკლასელები ყავს, ბევრ დროს უთმობენ. სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი, მათ და თორნიკეს. ამდენ სითბოს ნამდვილად არ ველოდებოდი.

- ყველაზე მეტად რა უხარია?

ლეილა: ძალიან უყვარს ტკბილეული. როცა სახლში არ ვართ, მოუთმენლად გველოდება. იცის, რომ იოგურტს ან რაიმე სხვა ტკბილეულს მოვუტანთ. გუშინაც მინდოდა, იოგურტი მეყიდა  მისთვის  და ფული არ მქონდა.

- ადამიანებთან კონტაქტი რატომ აღარ უნდა?

ლეილა: ბოლო დროს ძალიან ჩაიკეტა საკუთარ თავში. უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. მაგრამ მეგობრები არ ტოვებენ მარტოს, ხშირად უმეორებენ, რომ სწორედ მან ასწავლა მათ ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა. იცით, მე მისი კარგად მესმის. სულ სახლშია. ფეხი მოიტეხა და მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. ამის შედეგად ხასიათიც შეეცვალა. სკოლაშიც ვეღარ დადის. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ოპერაციისთვის, დაუყოვნებლივ თურქეთში გადაიყვანეს. ახლა სულ სახლშია და ყველანი ერთად ვცდილობთ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. სარეაბილიტაციო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა.

- თორნიკემ როგორ მოიტეხა ფეხი?

ლეილა: დასასვენებლად ბაკურიანშიწაიყვანეს სახელმწიფო  პროგრამით. გასეირნების დროს კი ეტლს ბორბალი მოძვრა და თორნიკე გადმოვარდა. ფეხი მოტყდა მუხლისა და მენჯის შუაში. ხერხემლის გამრუდებამ კიდევ ძალიან გაართულა მდგომარეობა. ოპერაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

- თქვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. სახელმწიფო როგორ გეხმარებათ?

ლეილა: დიახ, წლებია ეს სტატუსი გვაქვს. გასულ წლებში დაბალი ქულა გვქონდა და დახმარება გვერიცხებოდა. მაგრამ ახლა, სოციალურმა სამსახურმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გავმდიდრდით და შეამცირა სოციალური დახმარების თანხა. 180 ლარი გვერიცხება ყოველთვიურად. სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებს ძვირადღირებულ წამალსა და სამედიცინო პროცედურებს. ადრე დამატებით 50 ლარი გვერიცხებოდა, თორნიკეს კვებისთვის, მაგრამ 16 წელი რომ შეუსრულდა, ისიც მოგვიხსნეს.

- თქვენ უმუშევარი ხართ, თქვენი მეუღლეც როგორც მივხვდი, ყოველთვის ვერ ახერხებს მუშაობას. როგორ უმკლავდებით ფინანსურ პრობლემებს? გეხმარებოდათ ვინმე?

ლეილა: ჩემი შვილის გამო ვერ ვმუშაობ. ნერვიულობის ნიადაგზე, მეუღლეს გულის შეტევა დაემართა. ძლივს გადავარჩინეთ. აქედან გამომდინარე ფიზიკურად ვერ იშრომებს. შვილის მოვლაში ძალიან მეხმარება. მინდა ავღნიშნო, რომ თქვენი ფონდი, წლების მანძილზე გვიდგას მხარში. თქვენი ორგანიზაციის მიმართ მადლიერების გამოსახატად, სათანადო სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის!

- ნაცნობებიდან ან მეზობლებიდან თუ გეხმარებათ ვინმე?

ლეილა: როდესაც ვფიქრობ, რომ მეტი აღარ შემიძლია და უმწეობისგან ტირილი მინდა, სწორედ მაშინ, უფალი აუცილებლად მიგზავნის ვინმეს. ხანდახან, სრულიად უცხო ადამიანებიც მიმართავენ ხელს.

- კონკრეტულად რა სახის დახმარება გჭირდებათ ამ ეტაპზე?

ლეილა: თორნიკეს ხერხემალი საშინელ მდგომარეობაში აქვს. თუ არ შეგეშინდებათ, განახებთ... სპეციალური საწოლი და ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი სჭირდება. ძველ ტახტზე წევს, რომელიც სადაცაა დაიშლება.  ეტლიც გვჭირდება, ეზოში მაინც რომ ჩავიყვანოთ. სპეციალური ეტლები არსებობს, რომელიც სწორად აფიქსირებს სხეულსა და თავს. უკვე სახიფათოა ჩვეულებრივი ეტლის გამოყენება!

- მორწმუნე ხართ?

ლეილა: დიახ, მართლმადიდებელი ქრისტიანი. ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე სითბო და სიყვარული არ მომკლებია. უფლის სიყვარული მშობლებმა მასწავლეს და უფალი მთელი გულით მწამს. თორნიკე კი ჩემზე ბევრად მორწმუნეა. ადრე სულ დავდიოდით ტაძარში, ზიარებაზე. მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. ტაძარში ფიზიკურად ვეღარ დავდივართ. რა კარგი იქნებოდა, მამაო ჩვენთან რომ მოსულიყო და ჩემიბიჭი ეზიარებინა!

  - გჯერათ, რომ ფონდი დაგეხმარებათ?

ლეილა: რა თქმა უნდა, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. კარგად გვახსოვს, პირველად რომ მოგმართეთ  როგორ დაგვეხმარეთ. მუდმივად ვგრძნობთ თქვენს თანადგომას. დიდი მადლობა ყველაფრისთვის! მე მჯერა, რომ თქვენთან ერთად, შეძლებისდაგვარად ყველა დაგვეხმარება!

 - რაზე ოცნებობთ? რა არის აუცილებელი, რომ თქვენმა ოჯახმა თავი ბედნიერად იგრძნოს?

  ლეილა: როდესაც უფალმა შვილი მაჩუქა, ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი. პირველად დედა რომ დამიძახა, საოცარი შეგრძნება იყო. მინდა, რომ ბრძოლის უნარი ბოლომდე შეინარჩუნოს!

  - ამ ეტაპზე, რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ლეილა: ჩემი და თორნიკეს საერთო ოცნებაა, გარეთ ერთად გავისეირნოთ, მაგრამ ამისთვის სპეციალური ინვალიდის ეტლია საჭირო. საწოლი გვჭირდება, სადაც მე და ჩემი შვილი ერთად დავეტევით. ვერ იძინებს, თუ ხელი არ ჩამკიდა და არ იგრძნო, რომ დედა გვერდში ყავს. სპეციალური, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი სჭირდება და მედიკამენტები. ასევე სჭირდება სწორი, მინერალებითა და ვიტამინებით გამდიდრებული კვება... თხოვნა ძალიან მერიდება, მაგრამ თქვენს გარეშე თავს ვერ გავართმევთ ამ ყველაფერს...

-------------------

მეგობრებო, როგორც ხედავთ, კიკაბიძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, საწოლი და ინვალიდის ეტლი!

გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ, მივცეთ მძიმედ დაავადებულ მოზარდს შესაძლებლობა, არ დაიტანჯოს ტკივილით და ელემენტარული საცხოვრებელი  პირობები შევუქმნათ. მოსახერხებელი საწოლი, გემრიელი საჭმელი და ეზოში გასეირნება. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ლეილას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: თბილისი, კავთისხევის ქ.№13. ტელეფონის ნომერი: 555 22 37 46

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თორნიკე კიკაბიძის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია.

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორნიკე კიკაბიძე)  ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: