დედიკო, კიდევ რამდენი ტკივილი, რამდენი…?
თქვენი წყალობით, ჩემი ავადმყოფი გოგონა ბევრად ბედნიერია!
„არც კი ვიცი, თქვენ გარეშე რას ვიზამდით! - დაუღალავად გვიხდის მადლობას ლიდია მღებრიშვილი. - დასახმარებლად სწორედ მაშინ მოხვედით, როდესაც თითქოსდა უკანასკნელი იმედი გადაგვეწურა!“
ლიდიას 8 წლის ქალიშვილი, ანა-მარია, ძლიერ ავად არის; მის დიაგნოზებს ვერც კი მოვთვლით... დედა-შვილი გადარჩენისთვის სრულიად მარტო იბრძვის - ისინი საცხოვრებლის ქირას იხდიან, ცდილობენ, გოგონას უმკურნალონ, ფული კი ძლიერ არ ჰყოფნით... მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჩვენ მათი საშინელი ისტორია მოგიყევით პოსტში „დედიკო, კიდევ რამდენი ტკივილი, რამდენი…?“
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/604-mgebrishvili/
„თქვენ ჩვენ გადაგვარჩინეთ და სიცოცხლე დაგვიბრუნეთ! - ამბობს ლიდია. - დღემდე არ მჯერა, რომ ამდენი ადამიანი გამოგვეხმაურა და ჩვენი დახმარების სურვილი გამოთქვა! ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი!“
ახლა, მღებრიშვილების პატარა ოჯახში სითბო და სიმყუდროვე სუფევს. პატარა ანა-მარია ახალ, მყუდრო საწოლზე წევს. როგორც იქნა, მას ყველა საჭირო ანალიზი გაუკეთდა და სრული გამოკვლევა ჩაუტარდა; მისი დედა კი სარეცხ მანქანასა და საცხობ ღუმელს შეჰხარის. და ეს ყველაფერი - თქვენი გულისხმიერებისა და სულგრძელობის წყალობით, მეგობრებო!
– ლიდია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ლიდია: ძალიან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფონდის დახმარებით, მარიკუშასთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა შევძელი. ახლა, ჩვენ ახალი ღუმელი გვაქვს, პატარა კი სითბოსა და სიმყუდროვეშია; მას თავისი ახალი, მყუდრო საწოლი ისე შეუყვარდა... მე კი ხელით აღარ ვრეცხავ, რადგან ახლა ახალი სარეცხი მანქანა მაქვს... ყველა საჭირო ანალიზი სასწრაფოდ უნდა გაგვეკეთებინა და არც კი ვიცი, ამის გაკეთებას თქვენი დახმარების გარეშე როგორ შევძლებდით...
–იმ ხალხს რას ეტყოდით, ვინც თქვენ დაგეხმარათ?
ლიდია: უდიდესი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. არც კი მჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. თქვენი მხარდაჭერა და დახმარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თქვენ ჩვენ გადაგვარჩინეთ და სიცოცხლე დაგვიბრუნეთ! ჩემი პატარა გოგონა ახლა ბედნიერია და როდესაც მის სახეზე ღიმილს ვხედავ, თქვენზე ვფიქრობ, მეგობრებო! თქვენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ! უფალი დაგლოცავთ ჩვენი გადარჩენისთვის!
– კეთილმოსურნეთაგან, ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?
ლიდია: მე ყველას მადლობელი ვარ, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მაგრამ შემიძლია, ორი დახმარება აღვნიშნო. პირველი - სამხედროები, რომლებმაც ფული შეგვიგროვეს და გოგონა, რომელმაც მე და მარიკუშას 100 ლარი გამოგვიგზავნა. მაშინ, ურეკში ვიყავით. იქ მერიამ გაგვგზავნა, ვაუჩერით. მე მხოლოდ 20 ლარი მქონდა. იმ დღეს კი დიდი დღესასწაული, „მარიამობა“ იყო და ეს დახმარება ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა...
– თქვენი მდგომარეობით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები თუ დაინტერესდნენ ან რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ლიდია: არა, არანაირად.
– ლიდია, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე გადაუჭრელი საკითხი ან გადაუდებელი საჭიროება?
ლიდია: ამჟამად, ბინის ქირის გადახდა გვიჭირს. პანდემიის განმავლობაში, მარიკუშას მკურნალობა დროებით შეჩერებულია. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ბავშვისთვის სიმყუდროვის შექმნა, ყველა საჭირო ანალიზის სასწრაფოდ გაკეთება და რეაბილიტაციის კურსის გავლა იყო. დიდი მადლობა ყველას, რადგან ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ თქვენი წყალობით შევძელით!
– მარიკუშა, რაიმე სურვილი ხომ არ გაქვს?
მარიკუშა: საახალწლოდ, Cry baby თოჯინაზე ვოცნებობ. თოვლის ბაბუას წერილი უკვე მივწერე!
– და შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?
მარიკუშა: როგორ და ახლა, სახლში აღარ ცივა. პირიქით, თბილა! მე ახალი, ძალიან მყუდრო საწოლი და სათამაშოები მაქვს. დედაც კარგ ხასიათზეა და მეც.
– ლიდია, რას ნიშნავს ხალხის დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლიდია: ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. როდესაც ორი წლის წინ, ავადმყოფ ბავშვთან ერთად, მარტო აღმოვჩნდი, შიშმა და მარტოობის გრძნობამ შემიპყრო. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა და დახმარებისთვის ვისთვის მიმემართა... მაშინაც კი, როდესაც ფონდში მოვიწერე, არ მჯეროდა, რომ ამდენი ხალხი დამეხმარებოდა და მხარში დამიდგებოდა. ყველასთვის ვლოცულობ, ვინც ჩვენ დაგვეხმარა! და ჯანმრთელობას გისურვებთ - ეს ყველაზე მთავარია!
– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს ცხოვრებისეულ მდგომარეობაში იმყოფებიან?
ლიდია: ფარ-ხმალს ნუ დაყრით და დეპრესიაში ნუ ჩავარდებით. ეს ყველაფერი მეც გამოვიარე და ვიცი, რომ ასე ვერც საკუთარ თავს, ვერც საკუთარ შვილს დაეხმარებით. ძალა, მოთმინება, რწმენა უნდა მოიკრიბოთ და თქვენი შვილისთვის იბრძოლოთ! ასევე, მოითხოვეთ დახმარება! ვერც კი წარმოიდგენთ, გვერდში რამდენი კეთილი ადამიანი დაგიდგებათ! მეც არ მჯეროდა, მაგრამ ეს სიმართლეა! და დახმარების თხოვნა ნუ შეგრცხვებათ, რადგან სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს.
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზეგადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთსდაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთამ ოჯახების დახმარება!სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა,რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მღებრიშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/604-mgebrishvili/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითიუფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 აგვ 11 | რეაბილიტაციის კურსი | 120 | paid |
2020 სექ 14 | გამოკვლევა | 375 | paid |
2020 ოქტ 5 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 500 | paid |
2020 ოქტ 21 | სარეცხი მანქანა | 645 | transferred |
2020 ოქტ 29 | საწოლი | 400 | transferred |
2020 ნოე 17 | გაზის გამათბობელი | 330 | transferred |
2020 დეკ 16 | ღუმელი | 185 | transferred |
2021 იან 4 | თოჯინა | 59 | transferred |
2021 იან 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 130 | paid |
2021 თებ 7 | ტელევიზორი | 330 | transferred |
2021 მარ 10 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 90 | transferred |
სულ ხარჯი: 3,164 ₾
დარჩა 0.34 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 იან 8 | გავაშელი ბაქარ | 1 | Transfer to account |
2021 იან 7 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
2021 იან 7 | დავითი ქობულაძე | 30 | Transfer to account |
2021 იან 7 | დავით ახალაძე | 3 | Transfer to account |
2021 იან 7 | გიორგი ხატრიშვილი | 10 | Transfer to account |
2021 იან 6 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 6 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 6 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 6 | ნუცუბიძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2021 იან 6 | ჯიშკარიანი ვასილი | 5 | Transfer to account |
2021 იან 6 | ასათიანი ნინო | 2 | Transfer to account |
2021 იან 6 | დუღაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
2021 იან 5 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 5 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
2021 იან 5 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
2021 იან 5 | ანი კევლიშვილი | 5 | Transfer to account |
2021 იან 5 | ნათია ჯახია | 10 | Transfer to account |
2021 იან 5 | გვანცა არღვლიანი | 5 | Transfer to account |
2021 იან 4 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2021 იან 4 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
2020 დეკ 6 | სალომე ნიკოლეიშვილი | 20 | Transfer to account |
2020 ოქტ 28 | მამუკა მუჯირი | 30 | Transfer to account |
2020 ოქტ 21 | ადელხანოვი იულია | 20 | Transfer to account |
2020 ოქტ 1 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
2020 სექ 25 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
2020 სექ 23 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
2020 სექ 22 | მარინა ნებიერიძე | 50 | Transfer to account |
2020 სექ 16 | გოგიშვილი დიანა | 5 | Transfer to account |
2020 სექ 16 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
2020 სექ 10 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,164.34 ₾
დარჩა 0.34 ₾
მსგავსი პროექტები:
|