„დედა“ - ეს სიტყვა მხოლოდ ლამაზ სიზმრებში მესმის...
თქვენ ჩვენ დღესასწაული გვაჩუქეთ! ასეთ წუთებში იჯერებ, რომ სასწაულები ხდება!
„მთელი ჩვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენი წყალობით შეიცვალა. ახლა ჩემი ოჯახი ბედნიერია! ჩვენ ნამდვილი სასწაული შეგვემთხვა და არც კი ვიცი, ამისთვის მადლობა როგორ გადაგიხადოთ!“ - გამუდმებით იმეორებს ნათია.
ოთხი თვის წინ, როდესაც მამულაშვილების ოჯახს ვესტუმრეთ, იქ უიმედობა სუფევდა. მეუღლეები - ნათია და ირაკლი, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ არ დანებებულიყვნენ და პრობლემებს გამკლავებოდნენ. პანდემიამ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, მათ ოჯახზეც დიდი გავლენა იქონია. მათი შემოსავალი შემცირდა, პრობლემები კი არსად წასულან, პირიქით - იმატეს. არადა, ოჯახში 10 წლის საბა იზრდება. ბიჭი მძიმედ არის ავად. ექიმებმა მას ერთდროულად სამი სენი დაუდგინეს: ცერებრული დამბლა, ეპილეფსია და ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა. ბავშვს, რომელსაც ასეთი დიაგნოზი აქვს, მუდმივი მოვლა, წამლები, სამედიცინო სახარჯი მასალა და განსაკუთრებული კვება სჭირდება.
ჩვენ ამ ოჯახის ისტორია უკვე მოგიყევით პოსტში:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/632-mamulashvili
თქვენი წყალობით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მამულაშვილების ოჯახის დახმარება და მათთვის წამლების, სამედიცინო ნაწარმის და იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად საჭირო თანხების შეგროვება შევძელით, რომელიც საბას ასე სჭირდება. თქვენ, ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა და დამხმარეებმა, გულუხვობა და დიდსულოვნება კიდევ ერთხელ გამოიჩინეთ. თქვენი მონაწილეობის წყალობით, დღეს ნათია იღიმის, მის თვალებში კი იმედის სხივი კვლავ კიაფობს.
ჩვენი ფონდი გულითად მადლობას უხდის ყველას, ვინც მამულაშვილების ოჯახის გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა, მათ ერთხელ მაინც დაურეკა და დახმარების ხელი გაუწოდა! დიდი მადლობა ყველას!
– ნათია, თუ შეიძლება, დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ნათია: თითქოს ფრთები გამომესხა! ცხოვრება ახალი, ბევრად ნათელი ფერებით შეიფერა! ეს ყველაფერი კი თქვენი ფონდისა და ყველა იმ კეთილი ადამიანის წყალობით მოხდა, ვინც ჩვენ მარტო არ დაგვტოვა. ჩვენ ისეთი საჩუქრები გაგვიკეთეს!.. მოგვიტანეს მაცივარი, ბლენდერი, ტელევიზორი, საფენები... ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიზმარია. ახლა, საბას საფენების დიდი მარაგი აქვს. ისინი, ასეთი რაოდენობით, მხოლოდ მაღაზიებში თუ გვინახავს. ახლა, შეგვიძლია, რომ საფენების შეძენაზე ერთი ორი თვე აღარ ვიდარდოთ.
და ბლენდერი? ოჰ, თქვენ მე ცხოვრება ისე გამიმარტივეთ!.. ჩემს ბიჭს ღეჭვა არ შეუძლია და ადრე, საჭმლის დაქუცმაცება ხელით მიწევდა. ზოგჯერ, კერძის მომზადებას უამრავი დრო სჭირდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბლენდერი გვაჩუქეთ, ბავშვისთვის საჭმლის გაკეთებას ბევრად სწრაფად ვახერხებ.
განსაკუთრებული მადლობა მაცივრისთვის! ჩვენი გაფუჭებული იყო და საკვებს ვერსად ვინახავდით. არადა, საბასთვის საჭმელი მხოლოდ საღი პროდუქტებით უნდა მომზადდეს. ძალიან გვიჭირდა, ვცდილობდით, თავი როგორმე დაგვეღწია; მაგრამ ახლა, ახალი მაცივარი გვაქვს! დიდი მადლობა ამისთვის თქვენც და ფონდის მეგობრებსაც!
– ადრე გვითხარით, რომ საბას მუსიკა უყვარს; მაგრამ რადგან ტელევიზორი არ გქონდათ, ბიჭი სულ მოწყენილი იყო. რა რეაქცია ჰქონდა საბას ახალ ტელევიზორზე?
ნათია: ჩემსბიჭს ისე გაუხარდა! სულ მუსიკალურ გადაცემებს და მულტფილმებს უყურებს.
ტელევიზორი ახალი წლის წინა დღეებში გვაჩუქეს და ის ნამდვილ სადღესასწაულო სასწაულად იქცა! ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წინა დღეს იმას განვიცდიდი, რომ ახალ წელს ტელევიზორის გარეშე ვხვდებოდით. დამწუხრებული და ნაწყენი ვიყავი, რომ ჩემი ბიჭი საახალწლო კონცერტების ყურებას ვერ შეძლებდა. ეს მისთვის რაღაც პატარა გასართობი მაინც არის... მაგრამ ახალი წლის დადგომამდე ერთი-ორი დღით ადრე, ჩვენთან თქვენი ფონდის წარმომადგენელი მოვიდა და ტელევიზორი მოგვიტანა. თქვენ ჩვენ დღესასწაული გვაჩუქეთ! ასეთ წუთებში იჯერებ, რომ სასწაულები ხდება!
– ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ვინმემ პირადად თუ დაგირეკათ?
ნათია: დიახ, მხარდაჭერის გამოსახატად სრულიად უცნობი ადამიანები რეკავდნენ. სიმართლე გითხრათ, მათი სახელები არ მიკითხავს, რადგან ცოტა დაბნეული ვიყავი. ჯერ მარტო ის მესიამოვნა, რომ ხალხი ჩვენი პრობლემების მიმართ გულგრილი არ დარჩა. თუმცა, ჩემი აზრით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ ჩემა ოჯახმა მხარდაჭერა და ყურადღება იგრძნო. ყველა ამ ზარის შემდეგ მიხვდით, რომ ჩვენ მარტო არ ვიყავით.
– ნათია, ძალიან გვიხარია, რომ ახალი მეგობრები შეიძინეთ. ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? სახელი თუ გახსოვთ?
ნათია: დიახ. გოგონა, სახელად გვანცა. გვარი არ ვიცი. ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის ვარკეთილში ცხოვრობს. გვანცამ ჯერ დარეკა, მეორე დღეს კი სახლში გვესტუმრა. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი რამ მოგვიტანა: რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული... საბა გვანცას დაუმეგობრდა კიდეც. ის ჩვენთან ერთ საათზე მეტხანს გაჩერდა, ჩემს შვილს ეთამაშებოდა.
ასევე, ანგარიშზე თანხა ვიღაცამ ანონიმურად დაგვირიცხა. ამ ადამიანმა უცნობი ნომრიდან შეტყობინება გამომიგზავნა, რომ დახმარება სურდა. ოდნავ მოგვიანებით კი ბარათზე 30 ლარი დაირიცხა. ვიღაც იტყვის, რომ ეს დიდი ფული არ არის და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ჩვენთვის ეს თანხა ბევრს ნიშნავს.
– ჩვენს პოსტს მთავრობის მხრიდან თუ მოჰყვა რაიმე გამოხმაურება?
ნათია: სამწუხაროდ, არა. ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი არაფერი მახსოვს. შეიძლება, მთავრობა მსგავს პოსტებს არც კითხულობს... არ ვიცი, რა გითხრათ...
– ნათია, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ნათია: მე ახლა მხარდაჭერას ვგრძნობ და ვიცი, რომ მარტო აღარ ვარ. როდესაც ამდენ ადამიანს ხედავ, ვისაც შენი ოჯახის დახმარება სურს, ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობ. განა ჩვენ ამ ყველაფრის შეძენას შევძლებდით?! არა, რა თქმა უნდა! ჩვენს ოჯახს მაცივრის, ბლენდერის, ტელევიზორის, საფენების მარაგის შეძენის ფული არ აქვს... თქვენ ისე დაგვეხმარეთ! სიტყვებით ვერც კი აღვწერ, რას ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის!
–ახლა როგორ ცხოვრობთ? იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
ნათია:კეთილმა ხალხმა ჩვენთვის იმდენი გააკეთა!.. ჩემი თანამემამულეებისთვის კიდევ რამის თხოვნა ძალიან მერიდება, მაგრამ ჩვენ წამლებზე, საფენებზე და საკვებზე ფული არ გვყოფნის, რადგან პანდემიის გამო ჩვენი ოჯახის შემოსავალი შემცირდა. მანამდეც ყოველ თეთრს ვითვლიდით, ახლა კი... ხომ გესმით? მე და ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც გვაქვს, მაგრამ თავს იმის უფლებას ვერ ვაძლევთ, რომ წამლებზე ფული პირადი საჭიროებისთვის დავხარჯოთ. საკუთარ თავზე როგორ ვიფიქროთ, როდესაც სახლში ბავშვი გვყავს, რომელსაც ჩემზე და ჩემს მეუღლეზე მეტი დახმარება სჭირდება?
– ნათია, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც თანხების შეგროვებაში დაგვეხმარა?
ნათია:ჩემო ძვირფასებო, მინდა თქვენდამი უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო! იმედი მაქვს, რომ ამ პოსტს წაიკითხავთ და შეიტყობთ, რომ ყოველი თქვენგანი ჩემთვის ძვირფასი გახდა. მადლობა თქვენი სიკეთისთვის, ყურადღებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის! მინდა, ყველას მაგრად ჩაგეხუტოთ, რომ ჩემი მადლიერების ძალა იგრძნოთ! დიდი მადლობა ყველას, რომ ჩემს ოჯახს ამხელა ბედნიერება აჩუქეთ! სამწუხაროდ, მე თქვენი სახელები არ ვიცი, მაგრამ უფალმა ყველაფერი იცის და ის თქვენს სიკეთეს ხედავს!
***
ძვირფასო მეგობრებო, ნათიას სამადლობელო სიტყვებს ჩვენი ფონდიც უერთდება! დიდი მადლობა ყველას, ვინც მამულაშვილების ოჯახი გასაჭირში არ მიატოვა!
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პრობლემები აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენი სადარდებელი ხშირად ისეთი საშინელი არ არის, როგორც სხვების პრობლემები. ამ, ყველასთვის რთულ პერიოდში, ჩვენ გულგრილები არ უნდა დავრჩეთ. თუკი შეგიძლიათ, რომ მამულაშვილების ოჯახს დაეხმაროთ, გადადგით ეს ნაბიჯი - დაურეკეთ მათ, ჰკითხეთ, რამე ხომ არ სჭირდებათ. შეიძლება, სწორედ თქვენი ზარი გახდეს მათთვის მაშველი რგოლი. გახსოვდეთ ეს და მოდით, გავაგრძელოთ მამულაშვილების ოჯახის დახმარება!
ძვირფასო მკითხველებო, აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ ამ კეთილ და სასიამოვნო ხალხს. გაამნევეთ ისინი მხარდაჭერის სიტყვებით, აგრძნობინეთ, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ, რადგან თუკი დღეს გაჭირვებულებს დაეხმარებით, ხვალ შეიძლება ვიღაც თქვენ დაგეხმაროთ!
მათი ტელეფონია: 597 09 63 79 (ნათია). მისამართი: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ყირიმის ქუჩა, №11, I სართული.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მამულაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ნოე 10 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 695 | transferred |
2020 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 315 | paid |
2020 დეკ 25 | პამპერსები | 147.74 | transferred |
2021 იან 5 | ტელევიზორი | 420 | transferred |
2021 თებ 24 | მედიკამენტები | 399.89 | transferred |
2021 თებ 26 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 130 | paid |
2021 მარ 17 | მედიკამენტები,პამპერსები | 190.01 | transferred |
სულ ხარჯი: 2,297.64 ₾
დარჩა 0.06 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 იან 31 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
2021 იან 31 | ანა ჯაფარიძე | 3 | Transfer to account |
2021 იან 30 | ანთაძე სოფიო | 10 | Transfer to account |
2021 იან 30 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
2021 იან 29 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 28 | საბა ჭეღელიძე | 2 | Transfer to account |
2021 იან 27 | გიორგი სუთიძე | 20 | Transfer to account |
2021 იან 27 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2021 იან 26 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 იან 26 | ნეფარიძე თამარ | 20 | Transfer to account |
2021 იან 26 | გიორგი თვარაძე | 50 | Transfer to account |
2021 იან 25 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
2021 იან 25 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
2021 იან 25 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
2021 იან 25 | მადონა სამხარაძე | 4 | Transfer to account |
2021 იან 25 | ნინო გრძელიშვილი | 5 | Transfer to account |
2021 იან 24 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
2021 იან 22 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Transfer to account |
2021 იან 22 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
2021 იან 22 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
2021 იან 22 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Transfer to account |
2021 იან 22 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 იან 4 | ყურაშვილი დემური | 5 | Transfer to account |
2021 იან 4 | მღებრიშვილი ლია | 2 | Transfer to account |
2020 ნოე 9 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2020 ნოე 5 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2020 ნოე 5 | დავით ასანიძე | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 3 | კალანდაძე ნიკოლოზი | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 3 | ნათელა რეხვიაშვილი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,297.7 ₾
დარჩა 0.06 ₾
მსგავსი პროექტები:
|