ეს ბავშვი სიმსივნით რომ მოკვდეს, ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ!
2021 მაისი 17
დიდი ხნის ნანატრმა, უფლისგან ბოძებულმა 3 წლის საბამ მშობლები შეიძლება ნებისმიერ დროს დატოვოს. ჰემანგიომა, იგივე კიბო, რომელიც ყოველ წუთს ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საფრთხეს ქმნის! ასეთი განაჩენი გამოუტანეს ბავშვს ექიმებმა დაბადებისთანავე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,343 ₾
(
313 დონორი )
შვილის ღიმილის გამო, ყველაფერს დავთმობ...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
საბამ ხელი ჩამკიდა და ოთახისკენ მექაჩება. მაგრად მიჭერს პაწაწინა თითებს. (ნეტავ საიდან აქვს ბიჭუნას ამხელა ძალა?) შევრბივართ ოთახში, საბას სახეზე ბედნიერების ღიმილი ბრწყინავს: „ნახე! ნახე, ეს ტელევიზორია! ახლახან ვაფლს ვჭამდი და თან მულტფილმებს ვუყურებდი. ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა!“ მეგობრებო, წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერებით აივსო იზორიების მომცრო, ღარიბული სახლი?!
მაიას და მისი შვილის, საბას ისტორია რამდენიმე თვის წინ გიამბეთ. (მისი წაკითხვა აქ შეგიძლიათ: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/731-izoria/) შემდეგ კი, მათი ცხოვრება შეიცვალა!
„შეხედეთ ჩემს ხელებს. სულ დახეთქილი მაქვს. ჭრილობები მოშუშებას ვერ ასწრებდა, მუდმივად გაყინულ წყალში ვრეცხავდი. ახლა კი წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი. ფონდისა და გულისხმიერი ადამიანების დამსახურებით, ახლა სარეცხი მანქანა გვაქვს! კიდევ მაცივარი და ღუმელი. როგორც იქნა, შემიძლია გემრიელობებით გავანებივრო ჩემი შვილი. ჯერ ვერ გადამიწყვეტია, პირველად რა მოვამზადო. (იცინის) და რამდენი პროდუქტი და მედიკამენტი მივიღეთ! ღმერთო, არ მჯეროდა, რომ ასე ხდება! ეს ყველაფერი, ახლა, მხოლოდ თქვენი ფონდის წყალობით გვაქვს. ჩვენი გასაჭირი უამრავმა კეთილმა ადამიანმა გაიზიარა. დალოცვილები ყოფილიყვნენ, ოჯახებთან ერთად, ვლოცულობ მათი ჯანმრთელობისთვის“, - მაია ცრემლს იწმენდს და იღიმის…
- მაია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, თქვენს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: საგრძნობლად... თითოეული თქვენი მეგობარი, უფლის საჩუქარია. ისინი ხომ, ჩვენი მეგობრებიც არიან?! მირეკავენ, მამხნევებენ. ჩვენთან შეხვედრა ბევრს უნდა, მაგრამ ხომ იცით, ამჟამად მსოფლიოში რა მდგომარეობაა?! პანდემია ისევ მძვინვარებს. თანაც, ქალაქიდან შორს ვცხოვრობთ, ძნელია ამხელა გზაზე ჩამოსვლა.
- კიდევ ვინ გინახულათ? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
მაია: დიახ! დიდი მადლობა ანას თბილისიდან....ფოსტით ახალთახალი მიქსერი და ბლენდერი გამოგვიგზავნა. არასდროს მქონია ასეთი ნივთები. საოცარი ქალბატონი ზუგდიდიდან - მელანო მირცხულავა. მან „ბოშის“ ფირმის არაჩვეულებრივი მაცივარი გვაჩუქა. ჩვენი სულ ფუჭდებოდა. ისედაც რა გვქონდა საჭმელი და ისიც რომ გაფუჭდება უმაცივრობის გამო, ხომ გესმით, რა რთულია ისედაც ხელმოკლე ოჯახისთვის?!
ქალბატონმა მელანომ პროდუქტიც მოგვიტანა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ვილოცებ, მისი სიკეთე ათმაგად დაუბრუნდეს.
კიდევ ერთმა ქალბატონმა, რომელმაც სახელი არ გვითხრა, გოგონა და ვაჟი გამოგზავნა და პროდუქტები გამოატანა, ასევე, ფულადი თანხაც. ქალს სოფო ჰქვია, მამაკაცის სახელი კი არ ვიცი. ხშირად ადამიანები ვინაობას არ ამჟღავნებენ, ამიტომ, მე მათ სიკეთის ელჩები დავარქვი. დაე ასე იყოს! მთავარი ისაა, რომ არასდროს დაგივიწყებთ, ჩემო სიკეთის ელჩებო!
- საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
მაია: ყველაფერი მომეწონა, თან ძალიან. აქ რაც არის, ყველაფერი ძალიან მჭირდებოდა. ზოგიერთი ნივთი, საერთოდ არასოდეს გვქონია, ისე გვიჭირდა ყოველთვის... (ტირის)
„სარეცხის ხელით რეცხვა აღარ მომიწევს!“
მომეწონა ტექნიკა: სარეცხი მენქანა შვებაა ჩემთვის, ტელევიზორი კი საბასთვის (იცინის) არა, საბუკა? (მიმართავს შვილს) საბას მულტფილმები უყვარს...
,,yeeeeees! დედამ თქვა, რომ ჩვენი ახალი ტელევიზორი ყველაზე მეტ მულტფილმს აჩვენებს“
ძალიან გამიხარდა საცხობი ღუმელი, ჩემი საბასთვის რამის გამოცხობას მაინც შევძლებ... მზას ვერ ვყიდულობთ, იმ კაპიკებით რასაც სოციალური სამსახური გვაძლევს, თავის რჩენაც კი წარმოუდგენელია, არათუ ტკბილეულზე ფიქრი... ბავშვს კი ყველაფერი უნდა...
„პურსაც გამოვაცხობ და ეკონომიას გავაკეთებ. ეს ნივთი ძალიან გამოგვადგება“
გამახარა ბენზინზე მომუშავე ხერხმა, რომლითაც უფრო მარტივად დავჭრით შეშას... ღუმელი გვაქვს, სოფელში ასე ვთბებით. შეშას ცულით ვჩეხავდით. ეს კი, მოგეხსენებათ, მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას. ჩემს მეუღლეს ეპილეფსია აქვს, ის ავადაა. რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაოს შესრულება მისთვის რთულია. არც ქალისთვისაა მარტივი...
,,ასეთი ხერხით, შეშის დაჭრა ნამდვილად გაგვიადვილდება...“
- საბა, შენ რა მოგეწონა?
საბა: მე ტკბილეული და კანფეტები... იმდენი მაქვს, როგორც მაღაზიაში...
მაია: მაღაზიაში ჩემი შეყვანა უყვარს, მექაჩება ხოლმე კალთაზე... მაგრამ რა უნდა ვუყიდო 250 ლარიანი სოციალური დახმარებით, რომელიც მარტო პურის და კარტოფილის საყიდლად გვყოფნის?!
,,ვაშაააა! აქ იმდენი ვაფლია, როგორც მაღაზიაში... ძალიან მიყვარს!“
,, უფრო მშვიდად ვარ, როდესაც სახლში გვაქვს საბასთვის და ელდარისთვის საჭირო მედიკამენტები!“
- ჩვენს სტატიას, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის დახმარება თუ გაგიწიეს?
მაია: დიახ, რემონტისათვის ჩაგვირიცხეს თანხა. მაგრამ იმდენად მცირედი, რომ ვერაფრის გარემონტება ვერ მოვახერხეთ - მხოლოდ ნაგებობის გასამაგრებელი მასალა ვიყიდეთ. ამისთვისაც უსაზღვროდ მადლობლები ვართ... ვიცი, ჩვენს გარდა, ხელისუფლებისგან დახმარებას უამრავი ოჯახი ითხოვს. ბიუჯეტი ყველას და ყველაფერს ვერ გასწვდება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? თქვენც იცით, ჩვენი სახლი რა დღეშია - ყველგან წყალი ჩამოდის და ქარი უბერავს. მცირეწლოვანი სნეული ბავშვის ასეთ პირობებში აღზრდა ძალიან მიჭირს. ჩემი მეუღლეც ავადაა - ეპილეფსია აქვს - გაუჭირდება საკუთარი ხელით შეკეთება... მაგრამ ვინღა ჩივის, ოღონდ მასალები იყოს...
ძვირფასო მეგობრებო! ფონდის გულშემატკივრებო! ამ გაჭირვებული ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. სახლი, სადაც იზორიები ცხოვრობენ, უწინდებურად საშინელ მდგომარეობაშია. აუცილებელია სახურავის შეკეთება, სწორედ ამის გამო, ოთახების სათანადოდ გათბობა ვერ ხერხდება. საბა ხშირად ცივდება, რაც მის იმუნიტეტს, კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.
ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ მივიტანოთ გულთან ახლოს მათი მდგომარეობა. მცირედით მაინც დავეხმაროთ. მაია ამბობს, რომ თქვენს მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, მათთვის ათასებს უდრის!
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: იზორიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/731-izoria/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ივლ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 795 | paid |
2021 სექ 20 | მედიკამენტები | 149.84 | transferred |
2021 სექ 20 | პროდუქტები | 200 | transferred |
2021 ნოე 1 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,660 | transferred |
2021 ნოე 17 | პროდუქტები | 200 | transferred |
2021 ნოე 17 | ბენზოხერხი | 470 | transferred |
2021 ნოე 17 | მაგიდა და სკამები | 530 | transferred |
2021 ნოე 19 | მედიკამენტები | 97.08 | transferred |
2022 მარ 18 | პროდუქტები | 242.01 | transferred |
სულ ხარჯი: 4,343.93 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 ივლ 29 | ნატა ავსაჯანიშვილი | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 28 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 ივლ 28 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 27 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 27 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
2021 ივლ 27 | ელენე ღუდუშაური | 50 | Transfer to account |
2021 ივლ 26 | პოპიაშვილი ბარბარე | 70 | Transfer to account |
2021 ივლ 26 | ლომიძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 26 | ნანა მელაძე | 2 | Transfer to account |
2021 ივლ 26 | გიორგი ელიკაშვილი | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 26 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 25 | ტყეშელაშვილი ანა | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 25 | კენძერ ადელინა | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 25 | ტაბიძე ილია | 2 | Transfer to account |
2021 ივლ 25 | ლევან კორძახია | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | სიდამონიძე ნატალია | 50 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | გვალია მიხეილ | 20 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | მახარაშვილი არჩილი | 1 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | სახოკია ქეთევანი | 4 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 22 | ენჯიბაძე მარიამ | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 22 | ნათია ჯახია | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 22 | მამასახლისი ეკატერინე | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 21 | ბექა გურგენიძე | 100 | Transfer to account |
2021 ივლ 20 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 20 | მაია ჩაკვეტაძე | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 20 | მეგი შარაშიძე | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 20 | მარიამი ვარდოსანიძე | 2 | Transfer to account |
2021 ივლ 19 | კოჭლამაზაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 17 | ლაშა კუპრეიშვილი | 50 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,343.31 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე. კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს...
შეგროვებულია
737.03 ₾
დაეხმარა
61
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
11,433.16 ₾
დაეხმარა
527
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,656.11 ₾
დაეხმარა
546
|