დედის გულს სასტიკი სიმართლის მაგივრად, იმედი სჭირდება
2022 მარტი 11
1339
სანდრო 13 წლისაა, მაგრამ არაფრის ეშინია: არც ქუჩის ავი ძაღლების, არც მანქანების, გიჟური სისწრაფით რომ დაჰქრიან ტრასაზე. სანდრო ჭიშკრის იქით მარტო რომ გავიდეს, ღიმილით წავა პირდაპირ სიკვდილთან შესახვედრად. ამიტომაც, გიორგი აქცევს ყურადღებას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,433 ₾
(
260 დონორი )
„სანდრო-ო-ო! ჩემო სანდრიკ! ნახე, რა მაგარი საჩუქრები გვაქვს!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ჩვენ ყველაზე გემრიელი ორცხობილები გამოგვიგზავნეს!“
„სანდრო-ო-ო! ჩემო სანდრიკ! ნახე, რა მაგარი საჩუქრები გვაქვს! ვიცი, გაგიხარდება შენ. კი, ვერაფერს იტყვი, მაგრამ აგიჩქარდება გული, გემრიელ იოგურტებს რომ დაინახავ...“ - ეუბნება გიორგი თავის ძმას. თან ცდილობს, ყველა ნუგბარი ერთად დაიჭიროს ხელში და კარგად დაანახოს - „ეს ორცხობილებია. აბა, ნახე... ძალიან გემრიელია, თანაც, ორივეს გვეყოფა... შენ ბევრზე ბევრი, მე - ცოტა...“ მერე გიორგი სანდროს მაგრად სჭიდებს ხელს ხელზე და მიჰყავს ახალი ტელევიზორისკენ. როგორც თავად გვეუბნება, ძმას პულტით ჩართვა-გამორთვა უნდა ასწავლოს.
„ნახე, რა მაგარი ტელევიზორია! აი, ასე უნდა ჩართო, ძალიან მარტივია!“
გრიგოლიების სახლში ნამდვილი დღესასწაულია. ეს დღესასწაული კი, მათ თქვენ აჩუქეთ, ჩვენი ფონდის ერთგულო მეგობრებო!
სანდრო გრიგოლია 13 წლის ბიჭია. ის დაუნის სინდრომით დაიბადა. როგორც იტყვიან, მზის შვილია და სითბოს და სიყვარულსაც მზესავით გასცემს. მასაც სანაცვლოდ მუდმივი სითბო და სიყვარული სჭირდება. მისი პატარა ძმა - გიორგი ცდილობს, მზრუნველობა არ მოაკლოს. ოჯახს ძალიან უჭირს. მათ კეთილი ადამიანების მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჰაერივით სჭირდებათ.
„ეს მისი საყვარელი საჭმელია... ვგრძნობ, როგორ უხარია...“
ჩვენმა ფონდმა გრიგოლიების ოჯახის შესახებ პოსტი 11 მარტს გამოაქვეყნა. მიჰყევით ბმულს და წაიკითხეთ სანდროს და გიორგის სევდიანი ისტორია.
- გიორგი, გიხარია საჩუქრები?
გიორგი (12 წლის): ძალიან მიხარია. ვგრძნობ, რომ სანდროსაც უხარია და ამიტომ, ორჯერ მეტად ვარ გახარებული. ამ გემრიელობებს რომ ვაჭმევ, სანდრიკო კარგ ხასიათზე დადგება.
- შენ უნდა აჭამო?
გიორგი: კი, აბა რა! ის თვითონ ვერ ჭამს. პატარა ბავშვივით არის. სულ მე უნდა ვიზრუნო მასზე. ის ხომ ჩემი ძმაა?! ძალიან მიყვარს!
- გიორგი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა გაგიხარდა?
გიორგი: ტელევიზორი. მე და სანდრო ერთად ვუყურებთ. ქართულ სიმღერებს ჩავრთავ. როგორ მიყვარს სიმღერების მოსმენა-ა-ა-ა. (წაიმღერა.) სანდროსაც უყვარს. მაგ დროს სულ იღიმის და თავადაც უნდა, რომ იმღეროს. უბრალოდ, ჯერ არ შეუძლია. მაგრამ მე მჯერა, რომ ოდესმე შეძლებს.
„ვიპოვი ქართულ სიმღერებს და ყველას მოგასმენინებთ.“
დარეჯანი (სანდროს და გიორგის დედა): საწოლიც ძალიან
გაგვიხარდა. გატეხილ საწოლზე ეძინათ ბავშვებს. სკამი მქონდა შედგმული, რომ არ ჩავარდნილიყვნენ. მისი შეკეთება შეუძლებელი იყო...
გიორგი: ახალი საწოლი რომ დავინახე, ეგრევე შევყვირე - ვაშაა, მოვაშორებთ ამ ბარიკადებს და ბიჭები კაცურად დავიძინებთ-მეთქი!
- კაცურად? როგორ?
გიორგი: თავისუფლად! გინდა იქით გადაგორდები, გინდა აქეთ. მაინც არ ჩავარდები... მაგარია!
გიორგი: ,,კიდევ კარგი არდადეგებია, თორემ ამ საწოლზე ტკბილად დამეძინება და სკოლაში დავიგვიანებ...“
- დარეჯან, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, კიდევ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
დარეჯანი: პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც თქვენს ფონდთან მეგობრობენ. მათ რწმენა დამიბრუნეს, იმედი მაჩუქეს. ეს ნივთები, ეს პროდუქტი, მედიკამენტები ძალიან გვჭირდებოდა... მაგრამ ისინი ხომ, მაინც მხოლოდ ნივთებია? დროთა განმავლობაში გაცვდება. საკვებიც გამოილევა... აი, მთავარი საჩუქარი კი ყოველთვის დარჩება!
- რომელ საჩუქარს გულისხმობთ?
დარეჯანი: სიკეთის რწმენა და იმის იმედი, რომ კეთილი ადამიანები შიმშილისთვის არასდროს გაიმეტებენ შენს, ჩემს - ჩვენს შვილებს. ამიტომ, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს უბრალოდ დახმარება არ არის! მარტო ის არ არის, რომ, აი, ვიღაცას ტელევიზორი მიუტანეს, ვიღაცას კომოდი, ვიღაცას საჭმელი... ეს სულიერი გადარჩენაა. ეს გამოწვდილი ხელია, რომელსაც თამამად ჩაეჭიდები! როდესაც სანდრიკოს განვითარებაში წინსვლა არ შეიმჩნეოდა, როდესაც სრულწლოვანების ასაკამდე დაგვითხოვეს ექიმებმა, ჩემში ყველაფერი ჩაკვდა, თითქოს, გულიც კი ამომაცალეს. გაჭირვება და იმაზე ფიქრი, რომ ასეთი ბავშვისთვის პამპერსის ყიდვასაც ვერ ვახერხებდი, ბოლომდე მკლავდა. ყველაფრის იმედი დავკარგე... უფრო სწორად, ის ჩემს გულთან ერთად ამომაგლიჯეს! ახლა კი, როდესაც ვიგრძენი თქვენი თანადგომა, ისევ გავიგონე გულის ბაგა-ბუგი და მასთან ერთად იმედიც გაცოცხლდა.
მზის შვილი - 13 წლის სანდრო.
- გვიხარია, ასეთი ოპტიმისტური განწყობით რომ გხედავთ! პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც სხვა ოჯახებს, თქვენც დაგირეკავდათ, გესტუმრებოდათ უამრავი ადამიანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დახმარების მიზნით. ალბათ, ბევრი ახალი მეგობარიც გაიჩინეთ... ვის გაიხსენებდით?
დარეჯანი: ყველა ძვირფასია ჩემთვის. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
- ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
დარეჯანი: დიახ, ერთჯერად დახმარებას დაგვპირდნენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩამრთეს. ახლა, მე საბავშვო ბაღში მეეზოვედ ვმუშაობ - სამსახურიც მაქვს და სოციალური დახმარებაც არ მომიხსნეს. ეს ხომ, სპეციალური პროგრამაა?! რა კარგი იქნება, ჩემი მეუღლეც რომ დაასაქმონ... ავად არის, მაგრამ მაინც შეძლებს მუშაობას. ნეტა, სამსახური იყოს და...
გიორგი: დედიკო, ნეტა, ჩემთვის არ არის სამსახური? იქნებ ბავშვებისთვისაც ვითხოვოთ რაიმე სამსახური? მეც დაგეხმარებოდით შენ და მამიკოს.
- არა, გიორგი, შენ ჯერ პატარა ხარ და შენი სამსახური კარგი სწავლაა.
გიორგი: ვისწავლი, და რომ გავიზრდები, ბევრს ვიმუშავებ, სანდრიკო ყოველდღე რომ გავახარო გემრიელი იოგურტებით.
დღეს, ეს ოჯახი თავის სიხარულს გვიზიარებს. ჩვენს ერთგულ მეგობრებს კი, მადლობას უხდის ერთსულოვნებასა და დახმარებისთვის! რა მცირედია ხანდახან საკმარისი იმისათვის, რომ შენს მოყვასს მდუღარე ცრემლი შეუშრო! მცირედი - დიდი გულით გაკეთებული!
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: გრიგოლიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე 0901 200 270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 335 | paid |
2022 ივნ 1 | საწოლი | 1,050 | transferred |
2022 ივლ 1 | მედიკამენტები | 249.82 | transferred |
2022 ივლ 1 | ტელევიზორი | 520 | transferred |
2022 ივლ 19 | პროდუქტები | 53.29 | transferred |
2022 ივლ 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 95 | paid |
2022 ოქტ 11 | მედიკამენტები | 129.94 | transferred |
სულ ხარჯი: 2,433.05 ₾
დარჩა 0.1 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2022 ივნ 6 | მევლუდი შალვაშვილი | 3 | Transfer to account |
2022 ივნ 6 | სხირტლაძე გენადი | 10 | Transfer to account |
2022 ივნ 6 | შენგელია ბაჩუკი | 10 | Transfer to account |
2022 ივნ 6 | მარიდაშვილი ირაკლი | 3 | Transfer to account |
2022 ივნ 6 | სხირტლაძე გენადი | 10 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | ტერმინალი | 20.5 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | ტუღუში მაგდა | 2 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | გიორგაძე გიორგი | 2 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | კაკაურიძე თამარი | 2 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | ლიჩელი თორნიკე | 2 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | ერისთავი გიორგი | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | გვანცა ჭოლაძე | 4 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | ნანა გიორგაძე | 4 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 0.5 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | მარიამ ჯავახია | 10 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | თეა წილოსანი | 3 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | არჩილ ღარიბაძე | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | თიკო ცხელიშვილი | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | გიორგი ჩინჩალაძე | 3 | Transfer to account |
2022 ივნ 5 | ნინო ნიშნიანიძე | 10 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | ტეიც ნანა | 10 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | ტერმინალი | 6.5 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | ბარბაქაძე ანნა | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | თევზაძე ხვიჩა | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | რობიტაშვილი ლიკა | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | ბუსხრიკიძე ანი | 1 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | ბააკა აბაზაძე | 2 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | ერიკ სარქისიანი | 3 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | ნინო ქაცარავა | 5 | Transfer to account |
2022 ივნ 4 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 0.4 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,433.15 ₾
დარჩა 0.1 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რატომ იტანჯები ასე, პატარავ?! რატომ გგონია, რომ არავის უყვარხარ საკუთარ ოჯახში, მშობლიურ საქართველოში, რომ შენი და-ძმები, მშობლები და უბრალო ადამიანები ზედმეტად გთვლიან, რომ მალე მოკვდები და შენი გადამრჩენელი არავინ არის?!
გვიყვარხარ, ლუკა! როდესაც გაიზრდები და ამ სტატიას წაიკითხავ, მიხვდები, რომ შენს საქართველოში ხალხმა ექიმები თურქეთში მოძებნა შენთვის. იქ, სადაც სიკვდილზე კი არ ესაუბრებიან...
შეგროვებულია
829.52 ₾
დაეხმარა
27
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
5,748.38 ₾
დაეხმარა
546
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ჩემი ხმა მოგენატრება, დედა“ — ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც 2023 წლის 30 სექტემბერს წარმოთქვა უბედური დედის შვილმა, მირიანმა. ამ სიტყვების შემდეგ ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან...
შეგროვებულია
16,582 ₾
დაეხმარა
1,032
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
🆘დახმარება საჭიროა ახლა 🆘სასწრაფოდ🆘 პატარა ტატო კვდება!🆘 ის კომაში ჩავარდა!🆘 გადაარჩინეთ სიცოცხლე!🆘
პატარა ტატოს 42°C-მდე რომ აუწევს სიცხე, ბავშვი სანთელივით იწვება: სახე ემანჭება გაუსაძლისი ტკივილით, მთელი სხეული ეკრუნჩხება, ცახცახებს, კბილებს აკრაჭუნებს. თანაც ისე, რომ...
შეგროვებულია
33,297.84 ₾
დაეხმარა
1,837
|