როდესაც მშია, მუცელზე ხელს ვიჭერ, ძალიან რომ არ მეტკინოს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც მშია, მუცელზე ხელს ვიჭერ, ძალიან რომ არ მეტკინოს

page info icon
2022 მაისი 28
„ლამაზი თოჯინები, მდიდარი ბავშვებისთვისაა, ველოსიპედიც მათ აქვთ! თუ უნდათ, გათხოვებენ, თუ არ უნდათ - არა...“ - გვითხრა 5 წლის ნატალიმ - „დედა ამბობს, რომ ჩვენ ღარიბები ვართ. ხშირად, საჭმელიც არ გვაქვს... მე კი, ველოსიპედზე ვოცნებობ!“ „აი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ სოციალური სასადილოს წვნიანის ნაცვლად, გემრიელ საჭმელს ვჭამ... იმას, რაც მინდა!“ - ამბობს 10 წლის მარიამი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,555 ₾
( 98 დონორი )
დასრულებულია
როდესაც მშია, მუცელზე ხელს ვიჭერ, ძალიან რომ არ მეტკინოს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
            „ლამაზი თოჯინები, მდიდარი ბავშვებისთვისაა, ველოსიპედიც მათ აქვთ! თუ უნდათ, გათხოვებენ, თუ არ უნდათ - არა...“ - გვითხრა 5 წლის  ნატალიმ - „დედა ამბობს, რომ ჩვენ ღარიბები ვართ. ხშირად, საჭმელიც არ გვაქვს... მე კი, ველოსიპედზე ვოცნებობ!“
           „აი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ სოციალური სასადილოს წვნიანის ნაცვლად, გემრიელ საჭმელს ვჭამ... იმას, რაც მინდა!“ - ამბობს 10 წლის მარიამი.
„არ იტირო, დედა, შენთან ერთად მეც მოვითმენ შიმშილს, გვანცას და ნატალის აჭამე!“
       ჯიქურაშვილების ხუთსულიანი ოჯახი, რუსთავში, ერთოთახიან, ძველ ბინაში, ქირით ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. აქედან, დიდი ნაწილი ქირას და გადასახადებს ხმარდება, დანარჩენი კი, პურის ფულადაც არ არის საკმარისი მთელი თვის მანძილზე.  სამ ულამაზეს გოგონას - 3 წლის გვანცას, 5 წლის ნატალის და 10 წლის მარიამს ლამაზ ნივთებზე, ფერად კაბებზე, ახალ სათამაშოებსა და ტკბილეულზე, მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ... მხოლოდ ოცნება!
„ოცნებები არასოდეს გვისრულდება!“
          ნათია 40 წლის: უკიდურეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. უსახლკაროები ვართ. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. ამ ნაქირავებშიც, არანაირი პირობა არ გვაქვს, მაგრამ, სად წავიდეთ? სიღატაკეა ეს, აბა რა არის?! ზამთრის მოახლოება ხომ, ყოველთვის ტანჯვაა ჩვენთვის. გამათბობელს ვერ ვრთავთ, იმის შიშით, რომ მერე ვერ გადავიხდით! ბავშვები ხშირად ავადობენ. ზამთარი დასრულდა და აი, მაინც გაციებულები არიან! ჩემი მეუღლე ეგზემით იტანჯება. მას მუდმივი მკურნალობა, სპეციალური  დიეტა, მედიკამენტები სჭირდება. საიდან უნდა შევიძინოთ? ხანდახან ისე ურთულდება, ხელებიდან, სისხლი სდის და სდის... ღამეები არ სძინავს, მაგრამ რა ქნას?! ბავშვი რომ მუცელზე ხელს იდებს და გეუბნება: „მშია, მაჭამე!“. განა სხვა რამეზე ფიქრი, შეგიძლია ადამიანს?!
        - ლევან, რამდენი ხანია, რაც ვერ მუშაობთ?
        ლევანი (40წლის): წლების მანძილზე, რესტორანში ვმუშაობდი, პროფესიით მზარეული ვარ. რაც ეს ვერაგი დაავადება დამეწყო, მუდმივ სამსახურს ვეღარ ვშოულობ. ხელებზე გამონაყარს რომ ხედავს დამქირავებელი, უარით მისტუმრებს, „ჭირიანი“ ვგონივარ ყველას. უკვე 7-8 წელია, ასე ვიტანჯები. რომ ვერ ვმკურნალობ, მირთულდება. წყალს თუ მივეკარე, ხომ საერთოდ... ისეთი საშინელებაა, ჩემი თავი მძულს! ნერვებიც აღარ მივარგა. როგორია, როცა ოჯახს ვერ ეხმარები?! ხანდახან მინდა, ხელები მოვიძრო და გადავყარო. ტკივილი, უმოქმედობა, სიღარიბე, შიმშილი - ესაა ჩემი ცხოვრება. მარიამი რომ ტირის - არაფერი არ მაქვსო, გული მიკვდება! პატარებიც სულ რაღაცას ითხოვენ... 
          - ნათია, ქირით ცხოვრობთ.  ბინა არასდროს გქონიათ?
ამას თუ სამზარეულო ჰქვია?! ძველი ნივთების შესანახ ოთახს უფრო ჰგავს!
ჭერიდან ბათქაში ცვივა და თუ ფრთხილად არ იყავი, შესაძლოა, თავშიც დაგეცეს!
        ნათია: კი,  გვქონდა. მე და ლევანმა დიდი ტრაგედია გადავიტანეთ. შვიდი თვის ბიჭი უბედური შემთხვევის შედეგად დაგვეღუპა. 
       - ძალიან ვწუხვარ, ეს როგორ მოხდა?
        ნათია: ორი ძველი საწოლი გვქონდა, ერთმანეთთან მიტყუპებული. ჩემი საბა, საწოლებს შორის ჩაძვრა და გაიჭედა. თავის ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო. 5 თვის განმავლობაში, საავადმყოფოში „ვცხოვრობდით“. ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი გაგვაჩნდა. მათ შორის, ბინაც. ოღონდ ბავშვი გადაგვერჩინა და რას დავეძებდით?! მაგრამ ჩემი საბუკა მაინც დავკარგე - ჰიდროცეფალია განვითარდა და შეუძლებელი იყო მისი გადარჩენა... ეს იყო ყველაზე საშინელი დრო ჩემს ცხოვრებაში...  საშინელი წუთები... (ტირის.) 
დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს...
          ლევანი: საშინელი დეპრესია დაგვეწყო ორივეს... საკუთარ თავებს და ერთმანეთს ვადანაშაულებდით... რთულია, იცხოვრო ამ გრძნობით... ჩემი საბა, ალბათ, ანგელოზია იმ სამყაროში და მუდამ ილოცებს თავისი დებისთვის.
         - უფლის გწამთ? ტაძარში ხშირად დადიხართ?
         ნათია: რა თქმა უნდა. გვწამს და გვჯერა უფლის. ჩემი მოძღვარი, მამა საბა იყო. მის ქადაგებებს ყოველთვის დიდი გულისყურით ვუსმენდი ხოლმე. არაჩვეულებრივი ადამიანი და მოძღვარი იყო, ნამდვილად! ჩემს ბიჭსაც სახელი მის საპატივსაცემოდ დავარქვი...
           - მოდით, კარგი რამ გავიხსენოთ. ერთმანეთი სად და როგორ გაიცანით?
           ლევანი: რესტორანში. ის ხაჭაპურების მცხობელად მუშაობდა, მე ხინკალს ვამზადებდი... ეჰ, ახლა ხაჭაპურები და ხინკალი მარტო თუ დაგვესიზმრება... (კარგის გახსენება არ გამოგვივიდა.)
           ნათია: სოციალური სასადილოს საჭმელებით გაგვაქვს თავი... ბავშვები იყვნენ დანაყრებულები და ჩვენს თავს არ ვჩივით. მათთვის სხვა საკვებს ვერასდროს ვყიდულობთ, დესერტზე და ტკბილეულზე ხომ, ზედმეტია საუბარი...  ბევრი რამ აკლიათ ჩემს შვილებს, მაგრამ... (ცრემლებს   იწმენდს.)
          რომ ნახოთ, ბავშვებს როგორ საწოლში სძინავთ... არც ლეიბი აქვთ ნორმალური... საწოლები კი არა, ციხის ნარებივით ხმელი ფიცრებია...
„ეს ოთახი საძინებელიცა არის, გასართობიც და სამეცადინო ოთახიც, რადგან მხოლოდ ეს ერთი გვაქვს“
         - ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ დახმარების სათხოვნელად?
         ნათია: არაერთხელ მივმართე ყველა მერს - ახალსაც და ძველსაც, სოციალურ სამსახურსაც... როგორც იქნა, უსახლკაროთა სიაში მოვხვდით, მაგრამ როდის იქნება ჩვენი საშველი არავინ იცის... 
ულუფა სამი ბავშვისათვის. მშობლებს სხვა რა დარჩენიათ? -   შიმშილს უნდა გაუძლონ...
„სასადილოს საკვები არც თუ ისეთი გემრიელია, მაგრამ სხვა საჭმელი არასდროს არაფერი გვაქვს.“
      - ნათია, თუ ნებას მომცემთ, ბავშვებს გავესაუბრები.
      ნათია: დიახ, რა თქმა უნდა.
     - ბავშვებო, მითხარით, რაზე ოცნებობთ, კეთილ ფერიას რომელი სურვილების ასრულებას სთხოვდით?
      ნატალი (5 წლის): მე ბევრი „ჟელიბონი“ და კანფეტები მინდა, კიდევ ველოსიპედი...
      გვანცა (3 წლის): მეც „ჟელიბონი“ და ველოსიპედი მინდა...
      ნათია (იღიმის.): ამათ სულ ერთნაირი სურვილები აქვთ... 
      გვანცა: მე კიდევ სპაიდერმენის, „მაშა და დათვის“ სათამაშოები მინდა... ეგენი თუ არ მექნება, ბევრი „შპილკები“ მაინც მომიტანოს ფერიამ...
      - „შპილკები“ რად გინდა?
      ნათია: სათამაშოები რომ არ აქვთ, გვანცა და ნატალი სარეცხის დასამაგრებელი „შპილკებით“ თამაშობენ.
„დედიკო რომ ტანსაცმელს კიდებს, ისეთი „შპილკები“ მინდა... სახელებს დავარქმევ და  თოჯინები გახდებიან...“
         ნატალი: მე მინდა, რომ ტრიალა ცეკვა ვისწავლო!
         ნათია: ნატალის ტანვაჯიშზე უნდა სიარული, მონაცემებიც აქვს, მაგრამ ვერ შევიყვანთ. ამის საშუალება არ გვაქვს! 
როცა შიმშილით მუცელი არ სტკივა, ,,შპაგატში“ ჩაჯდომაც შეუძლია...
           - მარიამ, შენ რაზე ოცნებობ?
          მარიამი (10 წლის): მე ვოცნებობ, რომ ლამაზი ოთახი მქონდეს, კიდევ - ბევრი წიგნები და კომპიუტერი. ეს ხომ დამეხმარება, რომ ძალიან კარგად ვისწავლო, ექიმი გავხდე და ჩემს მამიკოს ვუმკურნალო?! კიდევ მინდა, რომ ჩემი დებისთვის ბევრი კანფეტები ვიყიდო, გემრიელი „ჟელიბონები“,  მაგრამ, ფული არ მაქვს! არც დედიკოს და მამიკოს აქვთ... ამიტომ ოცნებები, ალბათ, არასდროს ამიხდება...  მე კი, მაინც ვოცნებობ და ვოცნებობ...   კიდევ ფანდურზე დაკვრა მინდა ვისწავლო, სიმღერა მიყვარს.  სკოლისთვის საკმარისი რვეულები, არასდროს არ მაქვს ხოლმე, არც პასტები და სხვა სასკოლო ნივთები... ვერ მყიდულობენ და მაგათზეც ვოცნებობ. არ მინდა, მასწავლებელმა მისაყვედუროს...
       - გიყვარს სკოლა და სწავლა?
       მარიამი: ძალიან მიყვარს. 
       - სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?
       მარიამი: ყველასთან ვმეგობრობ, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიაა. ხშირად ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ მერე ისევ ვრიგდებით... ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?!
        - რაზე კამათობთ, ალბათ იმაზე, თუ ვინ უფრო ლამაზია, ხო?
        მარიამი: არა-ა-ა-ა-ა. (იცინის.)  არაფერზე ისეთზე. ჩვენ ორივე ერთნაირად ლამაზები ვართ და მე ვფიქრობ, რომ ყველა გოგო ლამაზია, უბრალოდ ზოგიერთს უფრო ლამაზი ტანსაცმელი აცვია... მე კი, არ მაქვს ლამაზი ტანსაცმელი...
„ყველა გოგონა ლამაზია!“
          მას არ აქვს ლამაზი ტანსაცმელი, არც საკმარისი სასკოლო ნივთები, რომ კარგად ისწავლოს... რა დროს ეს არისო, გავიფიქრებთ, როდესაც ოჯახი, ფაქტობრივად, შიმშილობს - ვიტყვით... მაგრამ პატარები, ახალ ნივთებზე, ტანსაცმელზე, თოჯინებზე და სათამაშოებზე ისევე ოცნებობენ, როგორც გემრიელ საკვებსა და ტკბილეულზე. ზოგჯერ, შეიძლება უფრო მეტადაც კი... სწორედ ამიტომ, ისინი არიან ბავშვები!  საქართველოს ყველა ბავშვი, იმსახურებს ბედნიერ ბავშვობას - ოცნებების ახდენას!
          მეგობრებო, ამ ოჯახს ძალიან უჭირს! სჭირდება ჩვენი თანადგომა, დახმარება საკვებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ლევანს სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა, მედიკამენტები,  შვილებს კი - ჯანმრთელი მამა იმედად! ნუ მივატოვებთ მათ გასაჭირში!  გავუწოდოთ დახმარების ხელი! გავერთიანდეთ და ჩვენ ყველაფერი გამოგვივა!
          ხოლო თუ გადაწყვეტთ, პირადად მოინახულოთ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი და ეს  უნიჭიერესი ბავშვები, მიაკითხეთ ამ მისამართზე: ქ. რუსთავი, მეცხრამეტე მიკრო რაიონი, მეოცე კორპუსი, მეოთხე სადარბაზო, მესამე სართული, ბინა 72.
●●●
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
          ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ჯიქურაშვილების ოჯახი)
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
   


მსგავსი პროექტები: