არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია... ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია... ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი!

page info icon
2022 ივლის 20
იცოცხლებს თუ მოკვდება ალიონა?! აი, რა არის საფიქრებელი, მეგობრებო! ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო პროფესორი საქართველოში. ის შეპირდა ალიონას, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, გერმანიიდან შეუკვეთა ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნებს! წინააღმდეგ შემთხვევაში... ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია! აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას, მიეცი მას ნუგეში! ის ხომ იღუპება! შემდეგი ოპერაცია გადამწყვეტია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
74,042 ₾
( 2,449 დონორი )
დასრულებულია
არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია... ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
იცოცხლებს თუ მოკვდება ალიონა?! აი, რა არის საფიქრებელი, მეგობრებო! ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო პროფესორი საქართველოში. ის შეპირდა ალიონას, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, გერმანიიდან შეუკვეთა ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნებს!
წინააღმდეგ შემთხვევაში... ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია! აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას, მიეცი მას ნუგეში! ის ხომ იღუპება! შემდეგი ოპერაცია გადამწყვეტია!
„გადამირჩინეთ დედიკო, გთხოვთ!“ - გვემუდარებოდა ჩვენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადას საბრალო ნიკოლოზი, ალიონას მოსიყვარულე შვილი! და მეც(კორ.) ავტირდი ...
 „ცხოვრების ბოლომდე არ შევჭამ შოკოლადს, ოღონდ დედამ არ იტიროს...“
„როგორ ვუყვარვარ, ღმერთო! რამდენ ცრემლს ღვრის... როგორ არ მინდა, მარტო დავტოვო ამ დაუნდობელი სამყაროს წინაშე!.. მისი ტანჯვის ყურება აღარ შემიძლია! ყოველდღე, ტკივილი რომ დამეწყება, ხელებს ყურებზე იჭერს, სახლიდან გარბის და ყვირის ისე, რომ მთელ ქუჩას ესმის: „გადაარჩინეთ ჩემი დედიკო!“ - ყვება ალიონა და ცხარე ცრემლით ტირის. ხანდახან ხომ, სულიერი ტანჯვა ფიზიკურზე უფრო მწარეა.
          „ყოველდღე ვფიქრობ, როგორ წავიდე ამ ცხოვრებიდან, რათა დავივიწყო ეს ტკივილი, რომლის გადატანაც მომიხდა მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის 11 უმძიმესი ოპერაციის გამო! წარმოიდგინეთ, ქართველმა ექიმებმა სახსარი 11-ჯერ შემიცვალეს, ჩემზე გაიწაფეს ხელი! თან ისე ჩასვეს, რომ საშინელი ინფექცია განვითარდა, სახსარი კი მაინც არ მუშაობს! ღმერთო ჩემო, არ ჯობდა, მოვეკალი, სულ არ გამეღვიძა ნარკოზის მერე, მაგრამ ნიკოლოზს რა ეშველება? ისეთი ტკბილი ბავშვია. მე კი ემოციებს ვერ ვიკავებ, არ შემიძლია, რომ არ ვიყვირო... მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან დიდი მოთმინების უნარი მქონდა.
           კორ.: 9 წლის ნიკოლოზმა, რომელიც ყურადღებით უსმენდა ჩვენს საუბარს, დიდივით, უარი თქვა შოკოლადზე, რომელიც მივაწოდე! შემომხედა დიდრონი ცისფერი თვალებით, ნერწყვი ჩაყლაპა... და ჩუმად ატირდა.
           ნიკოლოზი: გადაარჩინეთ ჩემი დედიკო! ჩემთვის არაფერი მინდა! ჩემი დედიკო ძალიან ავად არის. ვერ დადის. უთხარით ყველას, ვისაც შენსავით, დეიდა, ჩემთვის კანფეტის ყიდვა მოუნდება... ბევრნი თუ იქნებიან... შოკოლადის მაგივრად, ფულს რომ გამოგვიგზავნონ, დედიკოს ოპერაციისთვის შევაგროვებ და მას სიკვდილისგან გადავარჩენ... ძალიან კარგი დედა მყავს!!!“       
        - ალიონა, გვითხარით, როგორ გრძნობთ თავს?
        ალიონა (36 წლის): ტკივილის მოთმენის ყველა ზღვარი გადალახული მაქვს... ჯოჯოხეთის ყველა წრე გავიარე. მიკვირს, აქამდე როგორ ვარ ცოცხალი, რა მაკავებს ამ ქვეყნად... ალბათ, მხოლოდ ნიკოლოზი. ვცდილობ, შევეგუო იმ აზრს, რომ ერთხელაც ვერ გავიღვიძებ... ხანდახან, სიკვდილი მგონია ერთადერთი ხსნა, ღმერთს ვევედრები,  წამიყვანოს. მაგრამ მერე, ნიკოლოზს ვუყურებ და მრცხვენია ხოლმე. ძალიან ვუყვარვარ, რა ეშველება უჩემოდ? ამიტომ ვითმენ. ბავშვი დღედაღამ ჩემს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს. საახალწლოდ წერილებს სწერს თოვლის ბაბუას. სანთლებს რომ აქრობს, ან ძილის წინ ლოცვის დროს, ერთადერთ სურვილს ჩაუთქვამს ხოლმე: ისევ ირბინოს ჩემთან ერთად.
 
„დედიკო, მე გასწავლი სიარულს, ოღონდ არ იტირო“.
        - როდის დაიწყო თქვენი ტანჯვა?
        ალიონა: დაბადებიდან. მენჯ-ბარძაყის სახსარი მქონდა ამოვარდნილი. შესაძლოა, ექიმების შეცდომა იყო ან, მუცლად ყოფნის დროს, უკვე ვიყავი ხეიბარი - ვინ იცის? დედას მასაჟებზე დავყავდი, ყურადღება არასდროს მაკლდა. მამინაცვალი, ბებია... ასე, თუ ისე, ნორმალურად ვვითარდებოდი, დავდიოდი, აქტიური ვიყავი, თუმცა, ვკოჭლობდი. სანამ ძვლები არ შეწყვეტდა ზრდას, ექიმები ოპერაციის გაკეთებას არ გვირჩევდნენ. 23 წლის ასაკში ტკივილები რომ დამეწყო, პირველი ოპერაცია გამიკეთეს. მენჯ-ბარძაყის სახსარი მთლიანად შემიცვალეს. მათი თქმით, იმპლანტს სამუდამო გარანტია ჰქონდა.
მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობების, ყოველთვის მუშაობდა, წვალობდა, სანამ მისი მდგომარეობა ამდენად გართულდებოდა...
        - მაგრამ, რაღაც ისე ვერ წავიდა?
        ალიონა: იმპლანტის ჩაყენებისას ნერვი დამიზიანდა. ნორმალურ ცხოვრებას კი დავუბრუნდი, მაგრამ მუხლს ქვემოთ თითქმის ვერაფერს ვგრძნობდი. გადავადგილდებოდი კუნთების ხარჯზე. 2012 წელს გავთხოვდი. 2013-ში ჩემი ნიკა გაჩნდა, ჩემი ანგელოზი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხს ვერ ვგრძნობდი, დავდიოდი, ვმუშაობდი, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. პერიოდულად ფეხი მტკიოდა, მაგრამ გამაყუჩებელს ვსვამდი და ყურადღებას არ ვაქცევდი.
მეტალის კონსტრუქცია, რომელიც ალიონას ჰქონდა ჩადგმული
         - ექიმს რატომ არ მიმართეთ? 
         ალიონა: უკვე გათხოვილი ვიყავი, მეუღლეს არ აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა, არ უნდოდა ჩემი ჯანმრთელობისთვის ფულის ხარჯვა. დედას კი, ვუმალავდი... ტკივილსაც, ოჯახურ პრობლემებსაც, მეუღლის გულგრილობასაც, ჩხუბსაც. არ მინდოდა, დედას ენერვიულა. ალბათ, სწორედ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. იმ პერიოდში ვმუშაობდი ორ სამსახურში, მინდოდა, ნიკუშას ნორმალური ბავშვობა ჰქონოდა. 2017 წლიდან კი, მუდმივი ტკივილი დამეწყო, გამაყუჩებლებზე საბოლოოდ „შევჯექი“. მაგრამ, უკვე იმდენად აღარ მშველიდა, ბოლომდე ვითმინე, მაგრამ 2019 წლის 17 ივლისს წავიქეცი და უკვე ვეღარაფერს დავმალავდი.
 „მეტალის პროთეზი რომელიც სხეულში მქონდა, სასწრაფოდ შესაცვლელია!“
          - ღმერთო, ამ ყველაფერს როგორ ითმენდით?
           ალიონა: დიდი მოთმინების უნარი მქონია, თურმე! უბრალოდ წარმოუდგენელია, 10 ოპერაცია როგორ გადავიტანე.
          - ვინ გეხმარებოდათ? ეს ყველაფერი ხომ ძალიან ძვირი ღირს?!
          ალიონა: დედა, ჩემი მამინაცვალი, რომელმაც ორი წლის ასაკიდან გამზარდა, ბებია, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ჩემი მეუღლეც კი, ერთობლივი ძალებით, სესხებით, ბანკის კრედიტებით, სახლიდან გაყიდული ნივთებით, ამ 10 ოპერაციის საფასურის გადახდა მოვახერხეთ... მერე კი, მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი. აღარ სჭირდებოდა ხეიბარი ალიონა. ყველაზე მძიმე დროს მიმატოვა. ამის გახსენება ძალიან მიჭირს. იცით, შესაძლებელია ფიზიკურ ტკივილთან როგორღაც გამკლავება, მაგრამ სულიერი იარების მოსაშუშებელი წამალი ჯერ არ გამოუგონიათ.
დედის გარეშე ტკივილი ატანა შეუძლებელია. ის მუდამ ჩემს გვერდითაა.
          - კიდევ ათი ოპერაცია რატომ დაგჭირდათ?
          ალიონა: პროთეზის გამოცვლა არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, მეტალის მოძრაობის გამო, ფოსოში ეგრეთწოდებული „ნახერხი“ დაგროვდა... მწმენდდნენ, მაჭრიდნენ ხორცს, მსვამდნენ მეტალში - „ვინტებით“ მამაგრებდნენ, „მაცემენტებდნენ“... ღმერთო, რამხელა ტანჯვის გამოვლა მომიწია... სამჯერ ამომივარდა სახსარი, გლეჯდა კუნთსაც და კანსაც. ღმერთო, რა საშინელი სანახაობა იყო... ფეხი წარმოუდგენლად გასივდა. დრენაჟებით იღებდნენ უამრავ ჩირქს. კოშმარი იყო. ჩირქი ახლაც ბევრია. პროცედურებს ვაგრძელებთ.
ეს ყველა ოპერაციის საბუთი და სურათია. იმდენია, ბიბლიოთეკას გაავსებს...
ალიონას მედიკამენტები. თვეში დაახლოებით 400-500 ლარის მედიკამენტები სჭირდება. 
 „რომ შემეძლოს, საკუთარ სახსარს მივცემდი ჩემს შვილს და საერთოდ დავივიწყებდით ამ რკინებს...“
           - ახლა რა დაგეხმარებოდათ?
           ალიონა: ოპერაცია რომლის გასაკეთებლად, კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე სახსრებს ვერასდროს  გამოვნახავთ. მინდა, მივმართო მთელ საქართველოს! გთხოვთ, დამეხმარეთ... შვილს ობლად ნუ დამიტოვებთ. ტკივილს ავიტან, ოღონდ ფეხი არ დამიჩირქდეს. ოღონდ ამ ტანჯვაში ცოცხლად არ დავლპე.
           - ოპერაციის დროს ისევ უნდა შეიცვალოს სახსარი?
            ალიონა: დიახ, უნდა ჩასვან სპეციალური, ვერცხლის მეტალისგან დამზადებული სახსარი, ინფექციის გავრცელება თავიდან რომ ავიცილოთ. აუცილებელია ჩირქის მთლიანად მოშორება, მკვდარი ქსოვილების სრულად მოკვეთა. ამიტომ ღირს ეს ოპერაცია ასე ძვირი.
        - ოპერაციის დროულად ჩატარება თუ ვერ მოხერხდა... 
        ალიონა: ტანჯვაში მოვკვდები. ცოცხლად დავლპები. და ამ ყველაფერს უნდა უყუროს ჩემმა შვილმა, ნაწილ-ნაწილ როგორ მომძვრება ხორცი...
 „ჩემი დედიკო ხომ იცოცხლებს?“
* * *
          ჭიშკართან ისევ შემხვდა პატარა ნიკუშა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მორცხვად „იმალებოდა“. ისევ მკითხა თავის წკრიალა ხმით: „დეიდა, ჩემი დედიკო ხომ გადარჩება?“ როგორ შემეძლო თანხმობით არ მეპასუხა ამ კითხვაზე, როდესაც ამდენი კეთილი ადამიანი მიმაგრებს ზურგს?!
          ალიონა ზარიძის მისამართია: ქ. თბილისი, ბუხაიძის ქ. 13.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ალიონა ზარიძე)
        თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მსგავსი პროექტები: