„თვის ბოლოს მხოლოდ ხმელ პურს ვჭამთ, სხვა არაფერი გვაქვს.“ მათ არავინ ჰყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართონ! დედა ირინა და მისი მძიმედ დაავადებული შვილი თქვენ გთხოვენ დახმარებას
ფონდის დიდ და მოსიყვარულე ოჯახში ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
თამაზი ვერასდროს შეამჩნევს, რომ სახლში ახალი ნივთები გაჩნდა: გაზქურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა. მას ცერებრული დამბლა აქვს და ამიტომაც, მუდამ პატარა ბავშვივით იქნება - ვერ ლაპარაკობს, ვერ ჭამს, თვითონ ვერ იცვამს. ხელჩაკიდებული დაჰყვება დედას. მაგრამ, არსებობს ერთი რამ, რასაც ის ყოველთვის ამჩნევს და ეს გემრიელი საჭმელია! უზომოდ ბედნიერია, როდესაც მიირთმევს ახალი გაზქურის ღუმელში გამომცხვარ ხაჭაპურს. ასევე, უდიდესი სიამოვნებით აგემოვნებს დედიკოს მომზადებულ გუფთას.
ის ვერასდროს გაიგებს, რომ ჩვენი პროექტის შემდეგ, ასობით ადამიანს შეუყვარდა. მაგრამ ისევე, როგორც ყველა პატარას, გემრიელი სადილი და სუფთა პამპერსი მოსწონს. მისმა მარტოხელა დედიკომ, ირინამ კი, ძალიან კარგად იცის, როგორ დაუდექით მათ მხარში და თქვენი უსაზღვროდ მადლიერია.
ირინა: რა კარგია, რომ თქვენი პროექტი არსებობს. სხვას ვის უნდა მიმართონ ჩვენისთანა შეჭირვებულმა ადამიანებმა?! რა კარგია, ჩემს მეზობელს რომ დავუჯერე და მოგწერეთ. თავიდან კი მერიდებოდა, ამდენი ხალხის შეწუხება, მაგრამ მან მითხრა: „ირინა, თავიდან ბოლომდე იზრუნებენ თქვენზე, მისწერე, ჩქარა.“
ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი: ტექნიკაც მივიღეთ, პამპერსიც, პროდუქტიც და მედიკამენტებიც. მიგვიღეთ და შეგვიყვარეთ ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრები. მეც აღარ მერიდება ისე ძალიან, რადგან ვხედავ, რომ თქვენი ფონდი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. მკითხველები უბრალოდ რეკავენ, კითხულობენ რა გვჭირდება და რა გვაკლია, მერე კი გვეხმარებიან. ძალიან გულთბილი თანამშრომლები გყავთ და ყველანაირად ზრუნავენ ჩვენზე. ძალიან მომწონს, რომ თქვენი დიდი ოჯახის წევრი ვარ, თქვენს სიყვარულს და ყურადღებას რომ ვგრძნობ. აქ შეიკრიბნენ გულისხმიერი ადამიანები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვის ტკივილი და უთანაგრძნობს. თავად უფალმა შეგკრიბათ ერთად.
- საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ირინა: აქ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ამოვისუნთქო და ნაკლებად დავიღალო. ძალიან დიდი მადლობა ყველას! ორკამფორიანი ქურა მქონდა, რომელიც საშინლად ბოლავდა. თქვენ კი, დიდი გაზქურა მაჩუქეთ საცხობი ღუმელით. ყველის ყიდვას როგორც კი ვახერხებ ან თამაზისთვის ვინმე თუ მომცემს, მაშინვე ხაჭაპურს ვაცხობ. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერია ჩემი ბიჭი! მისთვის ხომ, ჭამა არის ერთადერთი სიამოვნება! ვაცხობ ორცხობილებს და კექსებს. როგორ მახარებს მისი ღიმილი. ვაჭმევ და ვკოცნი.
არაერთხელ პროდუქტიც მოვიმარაგე თქვენი წყალობით. მაღაზიიდან მომქონდა ფარში, ქათმის ხორცი, ბურღულეული. თამაზიკოს გულის გასახარად გემრიელობები - ტკბილეული ან თხილი. ხარჯიც შემიმცირდა თქვენი დამსახურებით, პენსია და სოციალური შემწეობა მთლიანად საკვებ პროდუქტზე აღარ მეხარჯებოდა.
დროც მეზოგება, ხელით რომ აღარ ვრეცხავ, მანქანაში ვყრი ყველაფერს. თამაზიკოს პამპერსი აქვს და მისი საწოლის თეთრეულიც ყოველთვის სუფთაა. სულ ცოტა ხნის წინ, ფონდიდან 150 ლარის პამპერსი მომიტანეს. ძალიან გამიხარდა, ჩვენ ხომ, პამპერსი და პროდუქტი გვჭირდება ყველაზე მეტად.
- მოდით, ზუსტად ასე დავწეროთ და მკითხველსაც ეცოდინება, რომ პამპერსითა და პროდუქტით დახმარება ყოველთვის გჭირდებათ. კიდევ რა გაწუხებთ, მოსაგვარებელი რა დაგრჩათ?
ირინა: დიახ, თამაზიკოს დღეში სამი ცალი პამპერსი სჭირდება, ზამთარში უფრო მეტიც. თვეში სამი შეკვრა საერთო ჯამში. ძალიან ვდარდობ იმის გამო, რომ არ გვაქვს საკუთარი ჭერი. იძულებული ვარ, უნარშეზღუდულ შვილთან ერთად ბინიდან ბინაში ვიწანწალო. მაგრამ, ეს საკითხი თქვენ კი არა, უფრო მთავრობას ეხება, რომლისგანაც დახმარებას, მგონი, ტყუილად ველი.
- მიმართეთ? აუხსენით თქვენი მდგომარეობა?
ირინა: დიახ და თან, არაერთხელ. რამდენიმე დღის წინ, გამგეობას მივმართე თხოვნით, ამ თვის ქირა რომ დაეფარათ. რამდენიმე თვის ქირის გადახდაც კი, ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩემთვის. მაგრამ არა, არ უნდათ, გულთან ახლოს არ მიიტანეს.
- რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი მკითხველების დახმარება და თანადგომა?
ირინა: გადარჩენას, როდესაც ყველა სხვა კარი იკეტება. მხოლოდ ძალიან ნათელი სულის მქონე ადამიანები გრძნობენ სხვის ტკივილს და ყველანაირად ცდილობენ დახმარებას. ნეტავ მქონდეს საშუალება, რომ მეც თქვენნაირად მოვიქცე და ამ ფილოსოფიის მიხედვით ვიცხოვრო. მიუხედავად ამდენი სირთულისა, თქვენი ოპტიმისტური განწყობა მეც გადამედო და იმედიც მომეცა.
როდესაც ამ პატარა ოჯახს ვეხმარებით პროდუქტითა და პამპერსით, დედას, ირინას შესაძლებლობა ეძლევა პენსიისა და სოციალური შემწეობის თანხა სხვა უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად დახარჯოს. ჩვენი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, თამაზი გაიზარდა, ის უკვე 18 წლისაა და ულვაშიც კი ეტყობა. მაგრამ, ის ვერასდროს იზრუნებს საკუთარ თავსა და დედიკოზე. ვერც იმას მიხვდება, რამდენი კეთდება მისთვის. სამაგიეროდ, უფალი ყოველთვის ხედავს თქვენს გულისხმიერებას, სიყვარულსა და თანადგომას.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ფერაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 სექ 27 | პამპერსები | 120.01 | transferred |
2022 სექ 27 | პროდუქტები | 199.95 | transferred |
2022 ოქტ 7 | მაცივარი | 719 | transferred |
2022 ოქტ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 600 | paid |
2022 დეკ 16 | მედიკამენტები | 149.8 | transferred |
2022 დეკ 16 | პროდუქტები | 149.81 | transferred |
2023 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 230 | paid |
2023 თებ 14 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,135 | transferred |
2023 თებ 14 | პროდუქტები | 299.98 | transferred |
2023 თებ 14 | პამპერსები | 127.1 | transferred |
2023 აპრ 10 | პროდუქტები | 299.96 | transferred |
2023 აპრ 19 | მედიკამენტები | 150 | transferred |
2023 აპრ 19 | პროდუქტები | 300.02 | transferred |
2023 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 70 | paid |
2023 ოქტ 4 | პროდუქტები | 149.91 | transferred |
2023 ოქტ 14 | მედიკამენტები | 149.6 | transferred |
სულ ხარჯი: 4,850.14 ₾
დარჩა 0.2 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 ოქტ 15 | გოგიძე გიორგი | 2 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | გობეჯიშვილი ამირანი | 5 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | გვარამაძე ხვიჩა | 1 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ბლიაძე თეიმურაზი | 3.94 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ბერიძე ვიტალი | 10 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ბალისევიჩი ლევან | 2 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ანანიძე ლანა | 3 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ამისულაშვილი ლევანი | 10 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | იმედაძე ანა | 3 | Transfer to account |
2023 ოქტ 15 | ფარულავა ციალა | 1 | Transfer to account |
2023 ოქტ 4 | გერაძე გელა | 10 | Transfer to account |
2023 ოქტ 1 | ნინო კვარაცხელია | 30 | Transfer to account |
2023 ოქტ 1 | ხაჩატურ ხაჩატურიან | 5 | Transfer to account |
2023 სექ 30 | ევანისელი ელენე | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 21 | კიკნაძე შორენა | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 21 | 'გივი გივიშვილი | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 19 | ჯინჭარაძე მაგდა | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 19 | ტორონჯაძე მამუკა | 20 | Transfer to account |
2023 აპრ 17 | გიორგი გოშაძე | 20 | Transfer to account |
2023 აპრ 11 | წაქაძე ივერი | 20 | Transfer to account |
2023 აპრ 9 | 'ირაკლი ჩიქოვანი | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 6 | კოზმავა ნინო | 20 | Transfer to account |
2023 აპრ 6 | 'ირაკლი თოდუა | 50 | Transfer to account |
2023 აპრ 1 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2023 მარ 30 | 'სალომე ჟღერია | 2 | Transfer to account |
2023 მარ 27 | კილაძე გიორგი | 15 | Transfer to account |
2023 მარ 27 | 'ჯანგიშერაშვილი ანიკო | 10 | Transfer to account |
2023 მარ 26 | ხარგელია რუსიკო | 10 | Transfer to account |
2023 მარ 26 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2023 მარ 25 | ჯაფარიძე რუსუდანი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,850.34 ₾
დარჩა 0.2 ₾
მსგავსი პროექტები:
|