„თვის ბოლოს მხოლოდ ხმელ პურს ვჭამთ, სხვა არაფერი გვაქვს.“ მათ არავინ ჰყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართონ! დედა ირინა და მისი მძიმედ დაავადებული შვილი თქვენ გთხოვენ დახმარებას - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„თვის ბოლოს მხოლოდ ხმელ პურს ვჭამთ, სხვა არაფერი გვაქვს.“ მათ არავინ ჰყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართონ! დედა ირინა და მისი მძიმედ დაავადებული შვილი თქვენ გთხოვენ დახმარებას

page info icon
2022 აგვისტო 4
page info icon
1878
ის 17 წლისაა, მაგრამ დედის გარეშე, ვერაფერს აკეთებს. რომ მოშივდება, დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოსკენ ექაჩება. „საყვარელი სანახავი იყო, ამას 2 წლის ასაკში რომ აკეთებდა. ახლა კი, გულსაკლავია ამის ყურება“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,850 ₾
( 351 დონორი )
დასრულებულია
 „თვის ბოლოს მხოლოდ ხმელ პურს ვჭამთ, სხვა არაფერი გვაქვს.“ მათ არავინ ჰყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართონ! დედა ირინა და მისი მძიმედ დაავადებული შვილი თქვენ გთხოვენ დახმარებას
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          ის 17 წლისაა, მაგრამ დედის გარეშე, ვერაფერს აკეთებს. რომ მოშივდება, დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოსკენ ექაჩება. „საყვარელი სანახავი იყო, ამას 2 წლის ასაკში რომ აკეთებდა. ახლა კი, გულსაკლავია ამის ყურება“.
         ირინა: ჩემთვის, უკვე 17 წელია, არაფერი იცვლება. თითქოს ერთი და იგივე დღე მეორდება ჩემს ცხოვრებაში. ადექი. აჭამე. ჩააცვი. დაბანე. პამპერსი გამოუცვალე. სასეირნოდ გაიყვანე. ტანსაცმელი გამოუცვალე. აბანავე. დააძინე. ლოცვა წაიკითხე, მიუწექი და დაიძინე - ესაა ჩემი ცხოვრება. შვილს ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. ერთი წუთითაც კი! 
         - დიდი ხანია მარტო ხართ?
         ირინა: არა, სამი წლის წინ წავიდა მეუღლე. საკუთარი ინიციატივით. ვერ ვიტყვი, შვილის ავადმყოფობის გამო რომ მიგვატოვა. მაგრამ, მიზეზიც ზუსტად არ ვიცი.
 „ჩემი შვილი სამუდამოდ ჩვილი დარჩება“
         - თამაზი რომ დაიბადა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ?
        ირინა: ნორმალური. მეხმარებოდა მის მოვლაში. ყველაზე მეტად კი, თამაზიკო ჩემს მამამთილს უყვარდა, მთელი გულით, ყველაფერს აკეთებდა მისთვის. თამამად ვიტყვი, რომ ახლა, თამაზს  დამოუკიდებლად გადაადგილება მხოლოდ მეუღლის მამის თანადგომის წყალობით შეუძლია.
         - თავიდან რას გრძნობდით, მარტო რომ დარჩით თამაზთან ერთად?
         ირინა: მეუღლემ სამი თვის ქირა გადაიხადა და მორჩა... მას შემდეგ, ხშირად მიწევდა ბინის შეცვლა. აქ კი, უკვე ერთი წელია ვცხოვრობთ. ისეთი თბილი და გულკეთილი პატრონი შეგვხვდა. ქირას არ გვიმატებს და გადახდას თუ დავაგვიანებ, გარეთ არ გვაგდებს. ადრე, ერთ დღესაც არ გვპატიობდნენ. მაშინვე ბინის დაცლას ითხოვდნენ. წარმოიდგინეთ, როგორია, ქუჩაში რომ აღმოჩნდები, ავადმყოფ ბავშვთან ერთად, რომელსაც ნორმალურად სიარულიც კი არ შეუძლია?
 „როგორ შეიძლება თამაზის ქუჩაში გაგდება? თქვენ შეძლებდით?“
         - როგორც ვხედავ, პირობებიც ნორმალურია და ყველანაირი ტექნიკაც  გაქვთ.
         ირინა: ხომ იცით, როგორ ხდება საქართველოში, სრულიად უცხო ადამიანმა, შეიძლება იმდენი სიკეთე გაგიკეთოს, რასაც არ გააკეთებს ყველაზე ახლობელი. უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ეს უკეთილშობილესი ქალბატონი გამოგვიგზავნა. ყველაფერი დაგვიტოვა, ტელევიზორიც კი, იმიტომ, რომ დაინახა, ჩემს ბიჭს სიმღერების მოსმენა როგორ უყვარს. როგორ ჰყვება. ეს მისთვის,  ერთადერთი სიხარულია. 
         - ღმერთმა ყველა შეახვედროს ასეთ ადამიანს ცხოვრების გზაზე! ირინა, როგორ ახერხებთ ქირის გადახდას, პამპერსისა და საკვების ყიდვას?
        ირინა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალია, სოციალური დახმარება 170 ლარი და შვილის პენსია - 275. თავად დათვალეთ. დიდია უკვე, ვერ დავტოვებ პამპერსის გარეშე. მისთვის ეს კატასტროფაა. 3 შეკვრა გვჭირდება თვეში. თითო 40 ლარი ღირს... ამსა კომუნალური გადასახადებიც ემატება... თვეში, მხოლოდ 150 ლარი გვრჩება საჭმლისთვის. როგორ გამოკვებო ბავშვი ამ თანხით? თამაზს კი, სულ შია.
 „რომ მოშივდება, თამაზი დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოში მიჰყავს ხოლმე“
        - საერთოდ როგორ გაგებინებთ, რომ შია?
        ირინა: ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს არასდროს. რომ მოშივდება, მაგიდასთან მიხოხდება, კოვზს აიღებს და ჩემთვის მოაქვს ხოლმე. ან ხელს ჩამკიდებს და სამზარეულოსკენ მექაჩება. დღეში რამდენიმეჯერ აკეთებს ასე... როგორ ავუხსნა, რომ ნაკლები უნდა ჭამოს? მას ხომ არაფერი ესმის. კიდევ კარგი, დამამშვიდებლებს მაინც გვაძლევენ უფასოდ. მაგრამ, თუ რამე ასტკივდა, ან სიცხემ აუწია, სიცხის დამწევის ყიდვის საშუალება ყოველთვის არ მაქვს.
 
„თვის ბოლოს, როდესაც დახმარების თანხა ამოწურულია, საბრალო თამაზი ცარიელ პურს ღეჭავს“
         - ვინმე თუ გყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართოთ რთულ მომენტში?  ნათესავები, ან ახლობლები?
        ირინა: ყველაზე მძიმე წუთებში, სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან გვერდში. მეზობლები, უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც ჩემი გასაჭირის შესახებ იციან. მაღაზიაშიც კი, ხანდახან, რაღაცეებს უფასოდ მაძლევენ. ფონდსაც იმიტომ მივმართე, რომ უცხო ადამიანების სიკეთის მჯერა.
       - ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი კეთილი ადამიანი გამოგეხმაურებათ. მითხარით, რა სახის დახმარება და თანადგომა გჭირდებათ პირველ რიგში? 
         ირინა: პირველი არის პამპერსი, მეორე კი - საკვები პროდუქტი. თუ ეს თანხა დამეზოგება, ვფიქრობ, ვიმყოფინებთ პენსიას. კიდევ, ჩემი დიდი ოცნებაა ტელევიზორი. ის, რომელიც ბინის პატრონმა გვათხოვა, უკვე ძველია და არ აჩვენებს, ხანდახან. თუ ამ სიკეთეს გაუკეთებთ ჩემს შვილს, უსაზღვროდ მადლობელი ვიქნები თქვენი.
 „ჩემი ცხოვრება მხოლოდ შვილს ეკუთვნის - ასეთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, მარტოხელა დედების ხვედრი“
        - მთელი საქართველო გაიგებს თქვენს თხოვნას!
        ირინა: შეიძლება, იმის გარდა, რაც მჭირდება, მივმართო ყველა იმ დედას, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავს და მარტო დარჩნენ? გამაგრდით, გოგონებო, ეს ძალიან რთულია. თავი ხელში აიყვანეთ და დარდი ერთხელ, ბოლომდე გამოიტირეთ. მერწმუნეთ, მერე აღარ გექნებათ ამის დრო. ბედს შეეგუეთ და ზიდეთ თქვენი ჯვარი. უფალს მადლობა შესწირეთ თქვენს შვილებთან გატარებული ყოველი დღისთვის. მათ არავინ ჰყავთ თქვენს გარდა! გთხოვთ, ძლიერები იყავით.
 „როგორებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი შვილები, ისინი ჩვენები არიან და მათზე პასუხს ჩვენ ვაგებთ“
* * * 
        მხოლოდ დედებს შეუძლიათ ასეთი გმირობის ჩადენა. მხოლოდ მათ შეუძლიათ, 17 წელი ხელით ატარონ შვილი და  უკმაყოფილების ერთი სიტყვაც არ წამოცდეთ. მხოლოდ მათ შეუძლიათ, უფალს შვილთან გატარებული ყოველი წუთისთვის შესწირონ მადლობა. ასეთი დედების მარტო მიტოვება არ შეიძლება!
        მეგობრებო, მოდით, გავერთიანდეთ ისე, როგორც ჩვენ ვიცით! დავეხმაროთ ირინას და თამაზს. ნუ მივატოვებთ ბედის ანაბარა ამ გმირ დედას. ახლა, ისე სჭირდებათ ჩვენი დახმარება, როგორც მწყურვალეს წყალი!
        თუ მოახერხებთ, რომ ოჯახი პირადად მოინახულოთ და მხარში დაუდგეთ, ირინას ძალიან გაახარებთ. მათ მხოლოდ საკვები პროდუქტი და პამპერსი სჭირდებათ, დანარჩენი კი, თქვენ გადაწყვიტეთ!
        თუ ვინმეს სურვილი ექნება, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: ზესტაფონი, კვალითი, შათირიშვილის ქ. 23.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ფერაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: