ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეგობრებო, აი ასე ხარობენ ჩვენი ფონდის ხანდაზმული ბენეფიციარები თქვენი საჩუქრებით!

მეგობრებო, აი ასე ხარობენ ჩვენი ფონდის ხანდაზმული ბენეფიციარები თქვენი საჩუქრებით!

შეგროვებულია:
315 ₾
(დონორი: 17)

ღამის 12 საათზე, ჩვენი მოხუცები, ვისაც ძალა შესწევს, აუცილებლად აწევენ ჭიქას და თქვენს სადღეგრძელოს შესვამენ, ვისი შემოწირული ფულითაც მათთვის ტკივილგამაყუჩებელი წამლები შევიძინეთ. ეს ხომ ისეთი ბედნიერებაა, როცა ტკივილი ცოტახნით მაინც განებებს თავს. 
ჩვენ კი თქვენთან ერთად, მეგობრებო შევავსოთ სასმისები და სხვა სადღეგრძელოებთან ერთად ჩვენი მოხუცებიც დავლოცოთ. ვუსურვოთ მათ, რომ ყოველი დღე მათთვის ჩვენი სითბოთი, სიყვარულით და პატივისცემით ყოფილიყოს სავსე! საქართველო ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა უფროსი თაობის მიმართ პატივისცემით.
ყველას წარმატებულ და ბედნიერ ახალ 2023 წელს გისურვებთ!
ლამაზად მორთული ნაძვის ხე და მანდარინები, გოზინაყი და ჩურჩხელები, სადღესასწაულო სუფრასთან შემომსხდარი ახლობლები და მეგობრები, მაშხალები და მოლოცვები, სიმღერები და საერთო მხიარულება - ეს ახალი წლის ზეიმის ტრადიციული ატრიბუტებია. 
სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ მრავლადაა ისეთები, ვისაც ეს დღე არ უხარია. მათთვის არათუ საახალწლო სუფრის, არამედ ჩვეულებრივი ვახშმის მომზადებაც კი მიუწვდომელ ოცნებას წარმოადგენს. ჩვენს ბენეფიციართა შორის ბევრია სევდიანი ისტორიი მქონე ადამიანი, ვინც ბედის უკუღმართობის გამო საშინელ ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. სადღესასწაულო დღეებში ისინი განსაკუთრებით მოიწყენენ ხოლმე. თავზე ბალიშს გადაიფარებენ და ტირიან. 
ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ეს ადამიანები უყურადღებოდ დავტოვოთ. პირველ რიგში ზუსტად ისინი უნდა გავახაროთ. წელსაც, მცირედით შევძელით გაგვეხარებინა მათი გულები, საახალწლოდ საჩუქრად მათ ჩიჩილაკი, ტკბილეულობა, ხილი, ხორცის და რძის პროდუქტები მივუტანეთ, რომელბზეც ისინი ოცნებასაც ვერ ბედავდნენ. უნდა გენახათ მათი ბედნიერი სახეები. ბავშვებზე ნაკლებად არ უხარიათ საჩუქრები. იყო ცრემლებიც, ჩახუტებებიც და კეთილი სურვილებიც. გვინდა ეს ემოციები თქვენც გაგიზიაროთ. 
გვჯერა, ეს არაჩვეულებრივი დღე ახალი წლის კარგი დასაწყისი იქნება. თუ თქვენ გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ ღვთიურ საქმეში, შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ფონდის ანგარიშზე და მიუთითოთ რას ისურვებდით ამა თუ იმ მოხუცისთვის საჩუქრად. უკეთესი იქნება, თუ მოინახულებთ მათ და საჩუქრებს თქვენი ხელით გადასცემთ. ჩვენი ბებიების და ბაბუების ისტორიები შეგიძლიათ იხილოთ აქ !

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/674-arzumanova/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/1017-veshaguri/


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/541-chkhaidze/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/359-qobalia/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/682-kokoshvili/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/667-lomidze/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/977-sadzaglishvili/


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/103-vy-ne-odin-professor/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/101-mozhno-li-perezhit/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/601-khachaturova/description/#content


https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/214-balakhadze/description/#content


და გისურვებთ, რომ 2023 წელი ყველაზე წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის. თქვენ ამას იმსახურებთ. 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დღესასწაული მოხუცებისთვის)