პროექტის რეპორტი პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს...

page info icon
2023 აპრილი 13
თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
41,663 ₾
( 3,413 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მეგობრებო, ჩვენ მოვასწარით და დავეხმარეთ, მაგრამ გუშინ ღამით, პატარა ლაშა ღმერთმა თავისთან წაიყვანა. ვილოცოთ მისი სულისთვის! გულწრფელად ვიზიარებთ დედის, მარიამის და ოჯახის მწუხარებას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლაშა-გიორგის სული.
ვილოცოთ ლაშა-გიორგის სულისთვის.

***

ჩემო ძვირფასო, კეთილო და უსაყვარლესო ადამიანებო! ახლა, თქვენი დამსახურებით, ერთად ვართ მე და ჩემი შვილი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ახლა, პატარა ლაშა-გიორგი დედიკოს ფრთის ქვეშ არის!

ლაშა-გიორგი დიაგნოზით „ვერ გადარჩება“ (ძვლის დაშლა) მხოლოდ რეანიმაციამ გადაარჩინა. სახიფათო იყო მისი ხელში აყვანა, ჩახუტება და მით უმეტეს, სახლში წაყვანა. წელიწადნახევრის განმავლობაში, მშობელი დედა, მარიამი მას მხოლოდ საავადმყოფოში ნახულობდა, რისთვისაც ოზურგეთიდან უწევდა თბილისში ჩამოსვლა.

მის ძამიკოს, გაბრიელსაც ექიმები სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიას ვერ აძლევდნენ. ცერებრული ლეიკომალაციის მქონე ბავშვები ვერ დადიან, ვერ ლაპარაკობენ და დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლიათ...

ეს წარმოუდგენელია! დაუჯერებელია, მაგრამ ორი შესანიშნავი ახალი ამბავი უნდა გაცნობოთ! დედიკოს, მარიამს სახლში ჰყავს ლაშა-გიორგი! უკვე 5 თვეა, რაც ის მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში არის და მის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრება. გაბრიელი კი, წარმოგიდგენიათ? წავიდა პირველ კლასში!

ასეთ კარგ სიახლეებს, ჩვენ ვქმნით ყველანი ერთად, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო!

გაბრიელმა სიარული დაიწყო ნელ-ნელა! დედიკო ეხმარება და ვერც კი იჯერებს, რომ ამდენად ბედნიერია!

- მარიამ, როგორც იქნა, თქვენ და თქვენი შვილი ერთად ხართ... რას გრძნობთ? ასეთი სერიოზული ცვლილებების მიზეზი რა გახდა? 

მარიამი: ეჰ, რას ვგრძნობ... დედა-შვილის დაშორება როგორ შეიძლება?! აქ მყავს ჩემი პატარა, ჩემი მზე, ჩემი უმწეო წიწილა. მის სურნელს ვგრძნობ, მის პატარა ხელებს და ფეხებს ვეფერები, ვუყურებ მის ჭკვიან თვალებს. საავადმყოფოს ფერი საერთოდ აღარ ადევს, ხომ ასეა? შეხედეთ, სახლში, დედიკოს გვერდით ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ჩემს გვერდით სძინავს. მეც უფრო მშვიდად ვარ და გულიც იმდენად აღარ მტკივა.

სწორედ თქვენი დამსახურებაა, სახლში რომ არის ახლა. კარგი მოვლა ჰქონდა და იმიტომ შევძელით მისი საავადმყოფოდან გამოყვანა, 23 ივნისს. ჩემი ორი ანგელოზის სიცოცხლეს ვფიცავარ, თქვენი დახმარების გარეშე, ვერაფერს შევძლებდი. რაც თქვენ გაგიცანით, ჩემი ბიჭის საქმეც წინ წავიდა. მისი კვებაც გააუმჯობესეთ, სპეციალურ ფაფებს ყიდულობთ - „სიმილაკს“ და „ნუტრილაკ ანტირეფლუქსს“. ძვირადღირებულ პამპერსსა და მედიკამენტებს გვაწვდით რეგულარულად, ზონდებს, კათეტერებს, შპრიცებს, ბინტებს... იმდენ რამეს აკეთებთ ჩემი ბიჭებისთვის! დამამშვიდებლებს ვაძლევ ორივეს. გარდა ამისა, ლაშა-გიორგის გაზების დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატები, გაბრიელს კი - ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები სჭირდება...

თავიდან ძალიან მეშინოდა იმის, თუ როგორ გადაიტანდა ლაშა-გიორგი თბილისიდან ოზურგეთამდე მგზავრობას. ექიმმა კი გვითხრა: „ნელ-ნელა იარეთ, გაჩერებებით, დაასვენეთ ბავშვი“. საერთოდ არაფერი გაუგია ჩემს პატარას, მშვიდად ეძინა მთელი გზა. ახლა კი, იმდენად გავთამამდი, რომ სასეირნოდაც კი გამყავს. მეტს გეტყვით, ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე თან დამყავს ლაშა-გიორგი!

ლაშა-გიორგი ტკბილად სძინავს გასეირნების შემდეგ

- წარმოდგენაც კი მიჭირს... ბავშვი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში რეანიმაციაში ცხოვრობდა... რამხელა პროგრესია!

მარიამი: დიახ, დიახ, ჩემო კარგებო! ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა! ძალა თქვენ შეჰმატეთ! ჩემი შვილის მოვლაც ვისწავლე. ზონდის ჩადგმა და ამოღება. წონაში არ იმატებს და სიმაღლეშიც არ იზრდება მაგრამ, სტაბილურია მისი მდგომარეობა და სახლში ყოფნა შეუძლია. ამითაც ბედნიერი ვარ და უფალს მადლობას ვწირავ! ადრე ხომ, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. 

მარიამმა ისწავლა შვილის დამოუკიდებლად მოვლა და უშიშრად უტარებს ყველანაირ განსაკუთრებულ პროცედურას

- ახლა კი, გვიამბეთ გაბრიელზე. როგორ არის?

მარიამი: ფონდის მკითხველებმა მისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთეს. „ავერსის“ კლინიკაში კვლევები ჩაგვიტარდა. თავის ტვინის მრტ, სისხლის საერთო ანალიზი, D ვიტამინის ანალიზი და კიდევ ბევრი რამ, რის ამოკითხვაც კი მიჭირს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაირკვა, გაბრიელს ეპილეფსია აქვს და მედიკამენტების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მანამდე დაზუსტებით არ ვიცოდი, რა სჭირდა. ერთხელ, საშინელი შეტევა დაემართა და ნახევარი საათით გაითიშა. ახლა კი, ვიცით და გავაკონტროლებთ კიდეც.

უსახსრობის გამო, გაბრიელის კბილებს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. აღმოჩნდა, რომ ჩირქით სავსე ჰქონია ღრძილები! მხოლოდ ღმერთმა უწყის, ეს ჩირქი სად შეიძლებოდა წასულიყო და მოეწამლა ბავშვი, თქვენი დახმარებით, ოპერაცია რომ არ გაგვეკეთებინა! ამისთვის, სამი ათას ხუთას ლარს ნამდვილად ვერსად ვერ ვიშოვნიდი! გაბრიელი ექვსი საათის განმავლობაში იყო ნარკოზის ქვეშ. კბილების შენარჩუნება მოხერხდა და ახლა, ტკივილის გარეშე შეუძლია ღეჭვა.

მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ გაბრიელმა ნელ-ნელა სიარულიც კი დაიწყო. ამაშიც, თქვენ შეუწყეთ ხელი კარგი, ხარისხიანი კვებით და ასევე, სახელმწიფოს სარეაბილიტაციო პროგრამამ. მაისის თვიდან, თქვენი საკვებით დახმარების პროგრამით ვსარგებლობ და ბავშვს ისე ვაჭმევ, როგორც საჭიროა: ბოსტნეულს, ბურღულეულს, ქათმის და თევზის ხორცს... გარდა ამისა, ცალკე მივიღეთ მკითხველებისგან დახმარება. ბათუმიდან სამარშრუტო ტაქსის მძღოლს გამოატანეს ჩვენთვის პროდუქტები და პამპერსები. ყველა მხრიდან ყურადღებას გვაქცევენ და ზრუნავენ ჩვენზე.

გაბრიელს მოსწონს, რომ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლია დგომა

- ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?

მარიამი: ძალიან მალე გავიცნობ (იღიმის). მე და გაბრიელი თბილისში რომ წავალთ ორთეზების წამოსაღებად, ანა ქუთათელს უნდა შევხვდე. იმედია, სწორად დავიმახსოვრე გვარი. დაგვეხმარა, მერე კი შევყევით საუბარს, „ფეისბუქ“-ზე დავმეგობრდით, ანა სტუმრად გველის და არ მაპატიებს, თუ არ ვინახულებ (იღიმის).

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს, ვინც გვერდში დაგიდგათ?

მარიამ: ვგრძნობ, რომ თითოეული თქვენგანი უფლის საჩუქარია ჩემთვის. ბედნიერებით, სითბოთი და მადლიერებით სავსე მაქვს გული. თქვენ მე შვილი დამიბრუნეთ! ლაშა-გიორგი ჩემს გვერდით არის და არა შორს, საავადმყოფოში. ყოველ ჯერზე, რომ შევხედავ, გლოცავთ და ვევედრები თქვენს კეთილდღეობას ყველა წმინდანს. ჩემი გაბრიელი კი, სკოლაში წავიდა! თქვენი დამსახურებით, უბედნიერესი დედა ვარ ახლა! თქვენ ჩემთვის უკვე ახლობელი ადამიანები ხართ, თითოეული თქვენგანი ჩემთვის ძვირფასია. ამხელა ბედნიერებისთვის მადლობა როგორ გადაგიხადოთ?! ჩემო ძვირფასო, კეთილო და საყვარელო ადამიანებო!

- მარიამ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვიხარია ორივე პატარას ამბავი! გაბრიელი როგორ გაუმკლავდა სკოლაში ადაპტაციას? კარგი კლასი ჰყავს?

მარიამი: ჩემი ბიჭი, ისეთი ლამაზი და გამოპრანჭული, თეთრი პერანგითა და შავი პეპლით! ახალი ჯინსის შარვალიც ძალიან მოუხდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ იზრუნეთ: ჩააცვით და სკოლისთვის მოამზადეთ, შეუძინეთ ახალი ჩანთა და ყველანაირი სასკოლო ნივთი. არც ველოდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი დღე დადგებოდა. ექიმები ხომ, მისი გაჩენის წუთიდან გვაშინებდნენ, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად წავიყვანეთ სკოლაში, თითქოს ბურთი გვქონდა გაჩხერილი ყელში ორივეს, ძალიან ემოციური დღე იყო ჩვენთვის.

მარიამი: „მე და ჩემმა მეუღლემ ერთად წავიყვანეთ სკოლაში გაბრიელი. ძალიან ემოციური მომენტი იყო!“

 „რა ლამაზი ბიჭია ჩვენი გაბი! თეთრი პერანგი და პეპელა როგორ უხდება!“

რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს სხვა ბავშვებივით წერას და კითხვას. მაგრამ, სკოლა გაბრიელს იმისთვის სჭირდება, რომ განვითარდეს, რომ არ დანებდეს დაავადებას.

გულზე მომეშვა. არაჩვეულებრივი კლასი შეხვდა! ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები - ყველა არის ძალიან თბილი და გულკეთილი. უყვართ და ეფერებიან, ყურადღებას აქცევენ გაბრიელს, როგორც საკუთარ ძმას. ხელს ჩაჰკიდებენ ხოლმე და სათამაშოდ მიჰყავთ.

მარიამი: „არაჩვეულებრივი კლასი ჰყავს ჩემს შვილს. ყველა სითბოთი და სიყვარულით ექცევა.“

- მარიამ, სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის? მთავრობა თუ იღებს რაიმე მონაწილეობას თქვენს ცხოვრებაში?

მარიამი: გვეხმარებიან, რითაც შეუძლიათ. ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოა ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება. ყოფილა შემთხვევა, რომ თანხა მოუციათ თბილისში წასასვლელად, პამპერსის ან პროდუქტის შესაძენად. მაგრამ, იმდენად მძიმედ ავად არიან ჩემი შვილები, რომ მუდმივად სჭირდებათ მზრუნველობა.

- ამჟამად, კონკრეტულად რა საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი? 

მარიამი: სახლში სველი წერტილი არ გვაქვს. ეს მოუხერხებელია ისეთი ოჯახისთვისაც კი, სადაც ჯანმრთელი ბავშვები იზრდებიან. ტაშტში ვაბანავებ ბიჭებს. სააბაზანო რომ გვქონოდა, ბევრად მარტივი იქნებოდა ბავშვების მოვლა.

იმისთვის, რომ მისმა შვილებმა იცოცხლონ, დედას, მარიამს მუდმივად სჭირდება დახმარება. ლაშა-გიორგი და გაბრიელი, მხოლოდ წამლებისა და კარგი მოვლის დამსახურებით ცოცხლობენ დღემდე. ამის დამოუკიდებლად უზრუნველყოფის საშუალება კი, ამ ოჯახს არ გააჩნია. მათთვის მედიკამენტების, პამპერსის, სპეციალური კვების, ზონდების, კათეტერების მიწოდება - მათი სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს. იმისთვის, რომ ასეთ პასუხისმგებლობას იჩენთ, თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბაკურიძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ТBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA).  ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“ ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!






მსგავსი პროექტები: