პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს...

page info icon
2023 აპრილი 13
თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
41,663 ₾
( 3,413 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს...

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. 

მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია,  დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“

 - მტერს არ უსურვებს ადამიანი იმას, რის გადატანაც თქვენ მოგიხდათ... გთხოვთ, თანმიმდევრობით გვიამბეთ ყველაფერი.

 მარიამი: არ ვიცი, მე და ჩემი შვილები ასე ვინ დაგვწყევლა. გაბრიელი და ლაშა-გიორგი მეორე ქორწინებაში გავაჩინე. როცა პირველად გავთხოვდი, ბავშვი ვიყავი. არ ვიცოდი, რამხელა პასუხისმგებლობა იყო ოჯახი. 4 წელიწადში დავშორდით და მარტო დავრჩი ჩემს შვილთან ერთად. რთული იყო, მაგრამ დედაჩემი მხარში ყოველთვის მედგა და მეხმარებოდა. ახლა, ჩემი უფროსი შვილი 18 წლისაა, ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ მამამისთან ცხოვრობს.

 - მეორედ როდის შექმენით ოჯახი?

 მარიამი: ნოდარი 6 წლის წინ გავიცანი. ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა გამაცნო. ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა. ვიცოდი, რომ ნოდარის უდიდესი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი, 4  მცირეწლოვანი შვილი დაკარგა. ამ ამბავმა უბრალოდ შოკში ჩამაგდო. ეს ხომ ნამდვილი გმირობაა, ამხელა ტრაგედიის მერე, ადამიანის სახეს რომ შეინარჩუნებ. შემიყვარდა, მინდოდა, როგორმე მენუგეშებინა... მაგრამ, როგორც ჩანს, მას მამობის ბედნიერება არ უწერია.

„გაბრიელს მარტოს ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. გამუდმებით ტირის“

 - რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ გაბრიელი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა?

 მარიამი: ეს ჩემთვის ძლიერი დარტყმა იყო. არ ვიცოდი, როგორ მოვპყრობოდი, ძალიან სუსტი იყო, ხშირად ტიროდა. 5 თვე გაატარა რეანიმაციაში. დამოუკიდებლად ვერ დადის, ვერ ჭამს... 5 წლის განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. მაგრამ, ემოციების გამოხატვა შეუძლია... ექვემდებარება რეაბილიტაციას. სახელმწიფო აფინანსებს მკურნალობის კურსს, მაგრამ ხანდახან, გზის ფულიც კი არ მაქვს. ფული, ფული... ამდენი ფული საიდან მოვიტანო?

„როდესაც უსახსრობის გამო, მკურნალობაზე გიწევს უარის თქმა, ეს სიკვდილის ტოლფასია!“

 - ლაშა-გიორგიზეც გვიამბეთ.

 მარიამი: მასზე ლაპარაკს რომ ვიწყებ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ის სატანჯველად არის გაჩენილი! წლინახევრის არის და მუდმივად საავადმყოფოშია! სამშობიაროდანაც კი ვერ გამოვიყვანე... ცერებრული დამბლის გარდა, საშინელი დაავადება აქვს. როგორც ექიმებმა ამიხსნეს, ძალიან სუსტი და მტვრევადი ძვლები აქვს, „შუშის“. ნებისმიერი შეხება, შეიძლება მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს. ახლა ის თბილისშია, რეანიმაციაში წევს, მე კი სანახავადაც ვერ მივდივარ.

„თებერვლის მერე არ მინახავს ჩემი პატარა ბიჭი

 - უსახსრობის გამო?

 მარიამი: რა თქმა უნდა, ფინანსებიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ, გაბრიელთან ერთად მგზავრობა ძალიან მიჭირს. მას ვერავისთან ვტოვებ. დედა ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ მან აგვისტოში, ლაშა-გიორგის დაბადებამდე ორი თვით ადრე დაგვტოვა. ავადმყოფ ბავშვთან ერთად ამხელა მანძილზე წასვლა-წამოსვლა კი, ფაქტობრივად შეუძლებელია. დავუტოვებდი ვინმეს, მაგრამ მე თუ ვერ მხედავს ტირილს იწყებს და ცუდად ხდება. ამიტომ, თებერვლის მერე არ მინახავს ჩემი პატარა... აი, რა ვქნა? რა გავაკეთო? თუკი გაბრიელს იმის უნარი მაინც აქვს, როგორღაც  ბგერებით მაინც რომ გამაგებინოს რა მოსწონს და რა არა - ლაშა-გიორგი მხოლოდ მიყურებს, სხვა არაფერი შეუძლია. ისიც, ყოველთვის არა. ხანდახან, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმდება, რომ აპარატზე აერთებენ.

„ორცეცხლშუა ვარ, ერთ შვილს ვერ ვტოვებ, მეორის სანახავად რომ წავიდე“

 - ექიმები რას გეუბნებიან?

 მარიამი: არ მაძლევენ იმის იმედს, რომ ოდესმე შევძლებ, ჩემს შვილს რომ ჩავეხუტო. მათი თქმით, შემიძლია წაყვანა, მაგრამ ვერ დამპირდებიან იმას, რომ სახლამდე ცოცხალი მიატანს... ისედაც არ აქვს დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენილი... ეს ვიცი, მაგრამ როგორია დედისთვის ამ აზრთან შეგუება?

„ექიმების თქმით, გაბრიელის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის კურსებს არ გამოტოვებს“

 - რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის?

 მარიამი: ჩემი ერთადერთი სათხოვარია, ბავშვთა კვება და პამპერსი. სხვა რა უნდა გთხოვოთ? საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს, მაზლის სახლში ვცხოვრობთ. რომც გვქონდეს, რაზე უნდა იოცნებოს დედამ, რომელსაც ავად ჰყავს შვილები და ერთ-ერთი არის სიკვდილის პირას. რეაბილიტაციას სახელმწიფო აფინანსებს, პამპერსისა და კვების საყიდლად კი, პენსიისა და სოციალური შემწეობის თანხა არ არის საკმარისი. ჩემი მეუღლე ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, მაგრამ ეს ხომ, კაპიკებია.

„ერთადერთ, რასაც გთხოვთ ჩემი შვილებისთვის, არის პამპერსი, კვება და ლოცვით შეწევნა“

 - მარიამ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ნამდვილ მეგობრებს შეიძენთ. უფალი თქვენ და თქვენს პატარებს არ მიგატოვებთ.

 მარიამი: ღმერთი ყოველდღიურად მაძლევს ძალას. მხოლოდ ღვთის მადლით დღემდე არ შევიშალე ჭკუიდან. ვლოცულობ, მადლობას ვწირავ მას, რომ ასეთი გამორჩეული შვილები მაჩუქა, რომ უფლის ანგელოზების დედის სახელს ამაყად ვატარებ. ერთი თხოვნა მექნება ყველა მკითხველთან, რომ ჩემი შვილების გადარჩენისთვის ილოცონ! მათ არაფერი სჭირდებათ ლოცვების გარდა.

* * *

 სადღაც გაქრა ყველა სიტყვა... გრძნობები გაუფერულდა... ყველა საზრუნავმა მნიშვნელობა დაკარგა... აი, ნამდვილი გასაჭირი, ნამდვილი ტრაგედია. ახალგაზრდა დედა თავისი პატარების სიცოცხლისთვის იბრძვის. ერთ-ერთი მათგანის ხელში აყვანაც არ შეუძლია! ადამიანებო! მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ! მარიამს სჭირდება მხოლოდ პამპერსი, ბავშვთა სპეციალური კვება და მედიკამენტები! 

 მარიამის ტელეფონის ნომერს მივაწვდით ნებისმიერ მსურველს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარიამ ბაკურიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: