პროექტის რეპორტი ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ერთი წლის პატარა ნიკოლოზის აუტანელი ტანჯვა: სისხლი აქვს მოწამლული, წყლულებიდან სისხლი ჟონავს და გამონაყარი ისე ექავება, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანსაც კი გააგიჟებდა! შევიბრალოთ ბავშვი! შეჭირვებული დედა და შვილი ამ ყველაფერს დიდხანს ვერ გაუძლებენ! სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!

page info icon
2024 მარტი 21
ქავილის გამო, ჩვილი დღედაღამ ტირის! „ნიკოლოზის სხეული მთლიანად დაფარულია წყლულებით. კანი დახეთქილი აქვს, ექავება და სისხლი ჟონავს. ლამისაა კანი აიგლიჯოს, ისე იტანჯება, ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოიქავოს და ისე ღრიალებს, რომ ჩემს მძიმედ დაავადებულ მეუღლესა და დედას გული უსკდებათ ხოლმე! - ამბობს მარიამი, ბიჭუნას დედა. - ასეთ დღეში ჩაგვაგდეს ექიმებმა, ვინც არასწორად დაუსვა დიაგნოზი. შეხედეთ, რა საყვარელია! საბრალო, ერთი კვირა გაატარა რეანიმაციაში და ძლივს გადაურჩა სიკვდილს!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,941 ₾
( 1,013 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ბედნიერები ვართ: მივიღეთ ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდით! სასიხარულო ამბები მჭედლიშვილების მრავალშვილიანი ოჯახისგან

 

დღეს ისე ვიწყებ, როგორც ბედნიერი მრავალშვილიანი დედა! ყველა თქვენგანისადამი მადლიერებითა და ლოცვებით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ბარბარე: „ჩემგან ამ კეთილ ბიძიებსა და დეიდებს გადაეცით ლექსი წითელ ვაშლზე და დიდი მადლობა“

„როცა მაცივარი არ გვქონდა, საჭმელი მეგობრებთან მიგვქონდა შესანახად, — ამბობს ნუკრი. — ეს არც ისე ახლოს არის. ახლა კი ჩვენი საკვები სხვის მაცივარში კი არა, ჩვენს მაცივარშია!“

 „მე მეგონა, რომ ყოველთვის დედასთან დავიძინებდი, სანამ არ გავიზრდებოდი, — ამბობს ბარბარე. — მაგრამ მათ ისეთი ლამაზი საწოლი მომიტანეს, რომ ახლა მარტოს მძინავს. ჩემი ძმის, ნიკოლოზის ხელებს შეეხეთ, ისინი აღარ არის აქერცლილი და ნატკენი! თქვენი მოტანილი მალამოებითა და წამლებით ვუმკურნალეთ!“

ეს მჭედლიშვილების მრავალშვილიანი ოჯახის სასიხარულო ამბებიდან მხოლოდ ნაწილია.

ბარბარე: „ჩვენ ყველას უკვე ჩვენი საწოლები და ახალი მატრასები გვაქვს“

ბარბარე (5 წლის): თქვენგან რომ მოვიდნენ, ჩვენს სახლში ხმაურიც იყო და მხიარულებაც. ზოგი ბიძია ახალ საწოლებს აწყობდა, სხვებს მაცივარი შემოჰქონდათ. უკვე აღარ ვიცოდი, საით გავქცეულიყავი სანახავად! თქვენი მანქანებიდან ველოსიპედებსაც არიგებდნენ. იცით, ჩვენს ნიკოლოზს ველოსიპედით ვასეირნებთ!

ნუკრი: „ახლა ცოტა დავისვენოთ და მერე ისევ წავიდეთ. შემდეგ ნიკოლოზი შევსვათ და გავატაროთ, მასაც უნდა“

– პატარა?! 

ბარბარე: კი, ისიც ითხოვს დაჯდომას. მერე კი ჩამოსვლაც აღარ უნდა. ახლა მას ხელები და ფეხები აღარ ეფხანება, ნატკენმა გაუარა, სულ ცოტაღა დარჩა. კანიც ისეთი პრიალა აქვს. ნიკოლოზი მხიარულია და ყველაფერი აინტერესებს.

ბარბარე: „ახლა ჩემი ჯერია, გავდივარ, ნახვამდის!“

მარიამი (დედა): ფონდმა ყველა საჭირო წამალი გვიყიდა და ბავშვს გამონაყარი უქრება. თქვენი წყალობით, ისეთი ბედნიერი ვარ! ჯანმრთელობა და სიხარული არ მოგკლებოდეთ ყველას! თქვენ ერთბაშად შეუსრულეთ ჩემს შვილებს ყველა ნატვრა.

ბარბარე: „ნიკოლოზს ახლა კანზე ნაკაწრები აღარ აქვს, უპრიალებს! თვითონაც მხიარულია!“

ბარბარე: ჩემი ოცნება პლანშეტია. იქ არის თამაში, სადაც თოჯინებს უნდა ჩააცვა, არის თამაში ფისოებზეც.

— გაიცანი მათგან ვინმე, ვინც საჩუქრები გამოგიგზავნა?

ბარბარე: კი! ჩვენთან სახლში სტუმრები მოვიდნენ. ბევრი მურაბა და ჯემი მოგვიტანეს, ფქვილიც. დედამ ტკბილი ღვეზელები გამოგვიცხო და პეჩენიაც. უკვე სულ შევჭამეთ. დედა მეგობრობს ამ ოჯახთან და გვითხრეს, რომ კიდევ მოვლენ.

ვინც ვერ გავიცანი, ჩემგან წითელ ვაშლზე ლექსი გადაეცით (იწყებს მოყოლას) და დიდი მადლობა!

ბარბარე: „ვიცი, რომ სარეცხ მანქანაზე ჯდომა არ შეიძლება, მაგრამ ამ ერთხელ შეიძლება! ახალი მოტანილია მაღაზიიდან და სტიკერები აკრია“

მარიამი: დიდი ყურადღება მოგვაქციეს ჩვენს ოჯახს. მესენჯერშიც მწერდნენ და მირეკავდნენ კიდეც, და რამხელა თანხა შეგვიგროვეს. ჩემი ყოველი დილა იწყება იმ ადამიანების მიმართ მადლიერებით, ვინც დამეხმარა. კარგ ხასიათზე ვდგები, მეტი ძალა და ენერგია მაქვს, მინდა ყველაფერი თავიდან გავაკეთო. გარეთ ჩვენი ძველი საწოლებია. ნივთები კი არ გადავყარეთ, ძველი ცხოვრება მოვიშორეთ.

მარიამი: „ნივთები კი არ გადავყარეთ, ძველი ცხოვრება მოვიშორეთ“

თქვენი წყალობით ნიკოლოზი გადავარჩინე და გამოვაკეთე! მედიკამენტების გარდა, გაძლიერებული კვებაც მიიღო. ყველა ვიტამინი, ჯანსაღი საკვები, როგორც ექიმმა მითხრა. ძროხის ხორცის ბულიონს ვაჭმევდი...

ბარბარე: „ჩემი მაცივარია, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ გავაღებ და რამე გემრიელს შევჭამ! ადრე კი გზის იქით ნაცნობებთან მიგვქონდა საჭმელი შესანახად“

ჩემს ალინას სულ მოწყენილს ვხედავდი ხოლმე, გული მეკუმშებოდა და მტკიოდა. ხომ მესმოდა, რომ ძალიან უნდოდა, ლამაზად ჩაცმა, ტელეფონი. ის იღიმის და უკვე უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემს გოგოს ყველაფერი აქვს! აი, ასე უნდა იღიმოდეს ჩემი ლამაზი. მადლობა ყველას!

მარიამი: „შეხედეთ, როგორი გაბრწყინებული სახე აქვს ჩემს შვილს! თქვენ ჩემი ყველა შვილის ოცნება აასრულეთ!

როცა ვხედავ, ჩემი გაბრიელი და ნუკრი ველოსიპედებს როგორ დააქროლებენ და დაღლილებს ფეხის გაუნძრევლად სძინავთ, ჩემზე ბედნიერი დედა არ არსებობს!

საბავშვო საწოლები და ჩემი გოგო-ბიჭების კომფორტული ძილი — კიდევ ერთი ახდენილი ოცნებაა!

მარიამი: „ამიხდა ოცნება მყუდრო ბავშვების საძინებელზე“

გაბრიელი (4 წლის): დეიდა, მე მანქანა მყავს მძღოლით. ხედავ, შიგნით ადამიანი ზის. ეს მე ვარ, ოღონდ ძალიან პატარა. ისეთი მანქანებიც მაქვს, სადაც მძღოლი არ ზის, მე ბევრი რამე მომიტანეს!

გაბრიელი: „მეგონა, ერთ მანქანას მომცემდით, მაგრამ ბევრი მაჩუქეს, მანქანების მთელი სადგომი მაქვს“

— კი, მართლა შენ გგავს! მაგარი სათამაშოები გაქვს! მარიამ, რომელი პრობლემების გადაჭრაში შეგვიძლია დაგეხმაროთ? სიტყვამ მოიტანა და ადგილობრივი მმართველობა თუ გეხმარებოდათ?

მარიამი: ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ქმრის გამოკვლევებია. დღე ისე არ გადის, რომ ძლიერი თავის ტკივილები არ აწუხებდეს. მარტო ძლიერი ტკივილდამაყუჩებლები შველის. მზეზე ვერ გადის — ცუდად ხდება, ცოტა დაიღლება თუ არა, ისევ ცუდადაა. გვითხრეს, რომ დედაქალაქში წავიდეთ გამოკვლევებზე. თავის გამოკვლევა სადღაც 400 ლარი ღირს.

ეჰ, მთავრობისგან საერთოდ არაფერი მიგვიღია…

შეიძლება ჩემი მრავალი წლის ოცნება გაგანდოთ? იქნებ როდესმე ახდეს? როგორ მინდა, რომ ჩვენი რძის პროდუქტები გვქონდეს — რძე, ყველი, მაწონი… ჩვენი ძროხა გვყავდეს. ეს ყოველდღე შეეხიდებოდა ჩვენს მრავალშვილიან ოჯახს.

ბედნიერები ვართ იმ ყველაფრით, რაც ხალხმა გააკეთა ჩვენთვის. ყოველ დილას მადლიერებითა და თქვენს ჯანმრთელობაზე ლოცვით ვიწყებ! ასეთ მხარდაჭერაზე ადამიანმა შეიძლება მხოლოდ იოცნებოს! ვამაყობ და მიხარია, რომ ასეთი ყურადღებიანი, თანამგრძნობი და კეთილშობილი თანამემამულეები მაყავს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

რა სასიამოვნოა, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი ბედნიერი ადამიანია! აი, რის გაკეთება შეუძლია თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას! დიახ, ეს სიხარული შეიძლება ხანგრძლივი არ იყოს, მაგრამ ის არის აი აქ და აი ახლა! და ეს თქვენი პირდაპირი დამსახურებაა.

საჭიროა დავეხმაროთ ოჯახის თავს გამოკვლევებში, რომ სერიოზული დაავადებები არ გაიპაროს. ყველა ჩვენს გამომწერს გისურვებთ აბსოლუტურ ჯანმრთელობასა და წარმატებას კეთილ საქმეებში.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ სხვა უამრავი ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მჭედლიშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

კორ.: მედეა  


მსგავსი პროექტები: