პროექტის რეპორტი თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით!

page info icon
2024 აპრილი 16
ხშირ შემთხვევაში შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც აფრიკის გეტოების უკანონო მაცხოვრებლები! მაგრამ ისინი ხომ აქ უკანონოდ არ ცხოვრობენ?! ამაყი საქართველოს მოქალაქეები არიან! ისინი მალე გაიზრდებიან, ჩვენ კი ერთად ვაგებთ პასუხს მათ მომავალზე. ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირები არიან ნარი და გიორგი ჩახაიები. მათ შვიდი შვილი ჰყავთ და საშინელ გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება! ეშინიათ შვილების მომავლის გამო! ნარი (დედა): იცით, რა გაჭირვებაში ვცხოვრობთ?! მოწყალებასავით ვიღებთ შემწეობის თანხას, რომელიც არაფერში გვყოფნის, ზოგიერთი ადამიანი კი ბოროტად გვიყურებს! ფიქრობენ, რას გაუჩენიათ ამდენი შვილი... აი, მითხარი (მიმართავს კორესპონდენტს), ჩემს საქართველოს ჩემი ჯანმრთელი და ლამაზი შვილები სულ არ სჭირდება?! სიმართლე მითხარი! რატომ უნდა მრცხვენოდეს იმის, რომ ბევრი შვილი მყავს? ამაყად თავაწეული რატომ არ უნდა დავდიოდე?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,850 ₾
( 235 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

დარიცხვები

მსგავსი პროექტები: