პროექტის რეპორტი ისე ტიროდა!.. და სულ იმეორებდა: ”დედა, დედა, მომხსენი სახვევები!.. ხელებს ვერ ვამოძრავებ...” ჩემი საბრალო ბიჭი ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ ხელები აღარ ჰქონდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისე ტიროდა!.. და სულ იმეორებდა: ”დედა, დედა, მომხსენი სახვევები!.. ხელებს ვერ ვამოძრავებ...” ჩემი საბრალო ბიჭი ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ ხელები აღარ ჰქონდა!

page info icon
2021 აგვისტო 24
page info icon
14042
დედამ, მარი ხახალაშვილმა, გოგას სიცოცხლე ორჯერ აჩუქა: პირველად - როცა გააჩინა, მეორედ კი მაშინ, როცა, მწუხარებისგან გონების დაკარგვამდე მისულმა, საკუთარ თავში იპოვა იმის ძალა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა, სანამ ის საოპერაციო მაგიდაზე კვდებოდა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,151 ₾
( 917 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
მოემზადე, შენ ჩემპიონის დედა გახდები!     
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
   
ბედნიერი ვარ და მთელი გულით ვგრძნობ ამას
           შეხედეთ ამ სიმპატიურ ბიჭს, სპორტული მედალით. (ფოტოზე მარჯვნივ.) ვერ იცანით, არა? მაგრამ, თქვენ მას ნამდვილად, ასი პროცენტით იცნობთ! ალბათ, თქვენც სახტად დარჩით, როდესაც მიხვდით ვინ არის, ასეა? ეს ხომ, ჩვენი გოგა ხახალაშვილია! ბიჭი, რომლის ისტორიამაც, ჩვენი ყველა მკითხველის გულები შეძრა. შეძრა მთელი ქართული ინტერნეტსივრცე.
მან, ცხრა წლის ასაკში, საზარელი უბედური შემთხვევის გამო, დაკარგა ორივე ხელი. იქცა ხეიბრად, რომელსაც არ შეუძლია არც დამოუკიდებლად ჭამა, არც თავის მოვლა. მრავალშვილიან ოჯახს არ აქვს ხელის პროტეზების შეძენის საშუალება. გოგას შესახებ, ჩვენმა ფონდმა დაწერა წინა წლის აგვისტოში.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/769-khakhalashvili/description/
მაგრამ, შეხედეთ, როგორ შეძლო მან გამკლავება ამ გასაჭირთან! თქვენმა სიყვარულმა და თანადგომამ, მას უძლიერესი სტიმული მისცა! ხედავთ, თქვენს სიკეთეს რა შეუძლია? ნუთუ ეს სასწაული არ არის?! მოემზადეთ, თქვენთვის სუპერ ახალი ამბავი გვაქვს! ტაეკვონდოს შეჯიბრზე, თურქეთში, ჩვენმა გოგამ მესამე ადგილი დაიკავა! საკუთარი თავის რწმენა კი, სწორედ თქვენ აჩუქეთ მას. დიახ, მას არ აქვს ხელები. მაგრამ, თქვენ მას შეასხით  ფრთები, გამარჯვების მოსაპოვებლად.
- გოგა, ძალიან გვიხარია და აღფრთოვანებულები ვართ შენი წარმატებით. გვიამბე, რა მოხდა შენს ცხოვრებაში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.
გოგა: ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მჯერა, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ამაში თქვენ დამარწმუნეთ. იცით, რას ვფიქრობ? თავიდან, საშინელი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ, ახლა კი, გადაწყვიტა, თავისი მზიანი მხარე რომ დამანახოს. (იღიმის.) იმედი მაქვს, აღარ გამომცდის. ახლა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ოცნებები ამიხდა.
თქვენი პოსტის შემდეგ, დამიკავშირდა შოთა გოჩიაშვილი - ტაეკვონდოს მწვრთნელი, სპორტზე სიარული შემომთავაზა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. უკვე სამი თვეა, ამ სპორტით ვარ დაკავებული, ძალიან გამიტაცა. ახლა, მას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი უკავია.
მინდა, ჩემპიონი გავხდე. ახლა მჯერა, რომ ამას ნამდვილად შევძლებ. უკვე მესამე ადგილი ავიღე. ჯერ, ბაკურიანში ვიყავით სავარჯიშო შეკრებაზე, შოთა მასწავლებელთან ერთად. მერე კი, სტამბულში წავედით, სადაც ტაეკვონდოს შეჯიბრი გაიმართა.
- ჯერ დამწყები ხარ, და უკვე იმარჯვებ. და მერე რა იქნება?! გოგა, ეს ხომ, საზღვარგარეთ, შენი პირველი მოგზაურობა იყო. წარმომიდგენია, რამდენი ახალი შთაბეჭდილება მიიღე.
გოგა: დასანანია, რომ კოვიდსიტუაციის გამო, ქალაქის დათვალიერება ვერ მოვახერხე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროდან მხოლოდ სავარჯიშოდ, შემდეგ კი, შეჯიბრზე ვიყავი გასული, რომ დავბრუნდი, ჩემი და-ძმისთვის ბევრი რამ მქონდა მოსაყოლი. დიდი ბედნიერების შეგრძნება მქონდა იმიტომ, რომ საქართველოს წარმოვადგენდი. ასეთ მომენტში, საკუთარი ძალების გჯერა, და იმის, რომ რაღაც შეგიძლია.
- და როგორ იბრძვიან ტაეკვონდოში?
გოგა: მთავარი არის ფეხები. ტაეკვონდოში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები, ვისაც საერთოდ არ აქვს, ან ნაწილობრივ აქვს ამპუტირებული ხელები. აკრძალულია თავში დარტყმა.
შოთას თქვენი ფონდის შესახებ ვუყვები. ამ დროს, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მომენტებში მავიწყდება კიდეც, რომ ხელები არ მაქვს. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ყველასი! მხოლოდ მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახის ცხოვრება შეიცვალა. ჩემი და ქარგვაზე დადის, ახლა, ყველა ვართ რაღაც საქმით დაკავებული. დედაც ბედნიერია, როდესაც ხედავს, როგორ გვიხარია.
 „სხვადასხვა რეჟიმი აქვს, შვილო. მე დავატრიალებ, შენ კი შეხედე, თითოეული რამდენ ხანს გრძელდება“
- დარწმუნებული ვარ, ახალი მეგობრებიც გამოჩნდნენ შენს ცხოვრებაში...
გოგა: ახლა, ბევრი მეგობარი მყავს. ძირითადად ისინი, ვისთანაც ერთად დავდივარ ტაეკვონდოზე. საერთო ინტერესები და ერთნაირი პრობლემები გვაქვს, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ხალხმა ჩემი ამბავი შეიტყო, ბევრი მესაუბრება, მისმენს, მიღიმის და ესმით ჩემი. ეს ძალიან სასიამოვნოა. მივხვდი, რომ ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყარო. უბრალოდ, უნდა დაელოდო შენს მომენტს. მინდა, რომ ყველამ, ვისაც აწუხებს მსგავსი პრობლემა, ბოლომდე იბრძოლოს. არ შეეგუოთ ცუდად ყოფნას და ხელი არ ჩაიქნიოთ. მძიმე ცხოვრების დაძლევა შესაძლებელია. კარგ ადამიანებს კი, შეუძლიათ, ამაში დაგეხმარონ. თქვენმა პოსტმა მაჩუქა ეს ბედნიერება.  მინდა, ყველა კეთილ ადამიანს რომ ვაჩუქო, ჩემი პირველი გამარჯვება.
- ეს საუკეთესო საჩუქარია. და ძალიან გულის ამაჩუყებელი, ცრემლის მომგვრელი. მარი დედიკო, თქვენ რას იტყვით?
მარი: ჩემი შვილი ბედნიერია - თქვენ ეს შეძელით! ამდენი ხნის შემდეგ, უფალმა შეისმინა ჩვენი ვედრება და გამოგვიგზავნა კეთილი ადამიანები - ჩვენი მფარველი ანგელოზები. აუტანელ გაჭირვებაში ვცხოვრობდით. არ ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა ჩვენი მდგომარეობა, როგორ დავხმარებოდი ჩემს შვილს. მხოლოდ ცრემლს ვღვრიდი და იმედს ვკარგავდი. მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ ასეა. ხშირად მესიზმრებოდა, რომ ჩემს შვილს კვლავ შეუძლია, რომ ჩამეხუტოს, რომ ბავშვებს აღარ შიათ, სახლში სითბოა და პრობლემებიც ნელ-ნელა გვარდება. მაგრამ, ყველაფერი კარგად, მხოლოდ სიზმარში იყო.
ახლა კი, ცხადშიც ამოვისუნთქეთ. ხანდახან, ვერც კი ვიჯერებ ამას. (იღიმის.) რამდენმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა მოისურვა ჩემი შვილის დახმარება! მათაც ხომ ძალიან უჭირთ, ახლა, ძალიან რთულია ფულის გამომუშავება. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ადამიანმა მოაკლო საკუთარ თავს და დაეხმარა ჩემს ოჯახს. უზომოდ დიდსულოვანი საქციელია. ღმერთმა მხოლოდ სიკეთე მოგცეთ, ასეთი კეთილი გულისთვის.
- რამდენად შეგიმსუბუქეს ყოველდღიური ცხოვრება ჩვენი მკითხველების საჩუქრებმა?
მარი: ხალხი ძალიან დამეხმარა. ცრემლი მდის, როდესაც მახსენდება, რა წამებაში ვცხოვრობდი. ჩვენი ძველი სარეცხი მანქანა, ნამდვილი სატანჯველი იყო. გარეცხვის შემდეგ, ტანსაცმელი ისევ ჭუჭყიანი იყო, და ხელახლა, ხელით მიწევდა მისი გარეცხვა. სულ ასე, არ ჰქონდა მნიშვნელობა, გარეთ მზე იყო, წვიმა, თუ ქარი. მერე კი, საერთოდ გაფუჭდა. ბავშვებს ვეცოდებოდი. გული სტკიოდათ, მათ თვალებში ვხედავდი ამას. ახლა კი, ჩემზე არანაკლებ კმაყოფილები არიან. ხომ იცით, შვილები ყოველთვის დედის განწყობას უყურებენ, და თავსაც შესაბამისად გრძნობენ.
ძალიან დაგვეხმარეთ. გაზის გამათბობლის წყალობით, ზამთარში აღარ გვციოდა. გაზის წყლის გამაცხელებელიც მოგვიტანეთ და მედიკამენტებიც. ყველაფრისთვის უდიდეს მადლობას გიხდით და გლოცავთ! უფალი გფარავდეთ!
 
„ვერ ვიჯერებ, რომ ახლა, ადამიანურად ვიცხოვრებთ, ცხელი წყალი კი, ონკანიდან რომ წამოვა“
- იქნებ გსურთ, რომ ჩვენი მკითხველებიდან განსაკუთრებით აღნიშნოთ ვინმე?
მარი: ადგილობრივი ჟურნალისტების ჯგუფმა, დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ. ერთობლივი ძალისხმევით დაეხმარნენ ჩვენს ოჯახს.
ასევე, დაგვიკავშირდნენ სკოლიდან, და წრეებში მოგვიწვიეს. ახლა, ჩემი შვილები ქარგავენ, კერავენ, უვლიან ყვავილებს.
ორი ემიგრანტი ქალბატონი გავიცანი - ნინო და ლია. ისინი, ამჟამად, იტალიაში ცხოვრობენ. თავადაც არ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა. მათ წაიკითხეს ჩემი გოგას ისტორია და ჩვენს დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს.
გულში მინდა ჩავიკრა ყველა, ვინც შეიყვარა ჩემი გოგა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიჩინა გულისხმიერება და ჩემს ოჯახს აჩუქა სითბო, ყურადღება და მზრუნველობა. ძალას სწორედ თქვენ მმატებთ. გოგა ამბობს, რომ ძლიერი უნდა ვიყო. „მოემზადე, ჩემპიონის დედა გახდები!“ - ასე მეუბნება. მე კი, ცრემლით მევსება თვალები, როდესაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე.
გოგას მეზობლის ცუგა ესტუმრა. ახალ გამათბობელთან, სითბო და სიმყუდროვეა
- გიორგი, შენი აზრით, უკეთესობისკენ იცვლება თქვენი ცხოვრება?
გიორგი, ძმა: მომწონს ის, რომ კარგი სიახლეები, თურმე ჩვენთვისაც ყოფილა შესაძლებელი. (იღიმის.) ნეტა განახათ, რა ამაყად მიდის გოგა ვარჯიშზე. და იქიდან დაბრუნებული, როგორი აღფრთოვანებით გვიყვება ყველაფერს. როდესაც ჩვენი ძმა ასეთი ბედნიერია, ხალისიანი განწყობა გვაქვს ოჯახში ყველას.
მას შემდეგ, რაც თქვენ გაგიცანით, ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდა. ჩემგანაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იზრუნა ჩვენს საცხოვრებელ პირობებზე და ამდენი აუცილებელი ტექნიკა გვაჩუქა.
 „ამ ხალიჩამ, მისაღებ ოთახს სულ სხვა იერი შესძინა, არა?“
- მარი, ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება გამოგეხმაურათ?
მარი: არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. მთავრობის დახმარება გამოიხატება სოციალურ შემწეობაში - 460 ლარი, და გოგას შშმ პირის პენსიაში - 250 ლარი. ეს კი, არაფერში არ გვყოფნის. თავადაც იცით, ხუთი შვილის აღზრდას რამდენი სჭირდება.
მხოლოდ ერთხელ გაგვიმართლა: ადგილობრივ გამგეობაში განცხადება დავწერე და საკმაოდ მსხვილი თანხა მივიღეთ. ეს ძალიან მოულოდნელი, და, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო.
 „რაო ცუგო, ჩემი ახალი საწოლიც მოგწონს?“
- მარი, მთავარი პრობლემა გადაუჭრელი რჩება - გოგას სჭირდება პროტეზი. სწორედ ამაში გჭირდებათ ჩვენი ფონდის მეგობრების დახმარება, ხომ ასეა? კიდევ რა გაწუხებთ?
მარი: კი, რა თქმა უნდა. რათა ჩემმა გოგამ სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს, მას სჭირება ხელების პროტეზი. ჩვენთვის ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ოცნება არის. (დადარდიანდა)
გოგას ეპილეფსია აქვს, და ალბათ, ეს პრობლემა მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. ღმერთის წყალობით, ჯერჯერობით გვაქვს იმის საშუალება, რომ წამალი ვუყიდოთ. მთავარია, მდგომარეობა არ გართულდეს. ვერ ვუმკლავდებით ხარჯებს და არ ვიცით, რა ვქნათ, როდესაც მას სჭირდება გამოკვლევები, ან მკურნალობა. გოგა დადის, აქვს სმენა და მხედველობა, გონებაგახსნილი ბიჭია, ჩემთვის კი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ჩვენი ოჯახი ყველაფრისთვის იქნება მადლობელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილი სიტყვაც და ნებისმიერი დახმარებაც.
სიხარულით მივიღებთ ნებისმიერი სახის დახმარებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ოჯახს.
 „დარჩი, ჩვენი კიდევ ერთი ახალი მეგობარი იქნები“
                                                   ***
მეგობრებო, ხახალაშვილების ოჯახს ძალიან უჭირს, 16 წლის გოგას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედა ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ მისმა შვილმა, დამოუკიდებლად, წყლის დალევა მაინც შეძლოს. ხახალაშვილების ოჯახს ბევრი რამ აკლია. მათი საარსებო წყარო, არის მხოლოდ სოციალური დახმარება და გოგას პენსია. მათ ჩვენი იმედი აქვთ.
განვაგრძოთ მათი დახმარება და სითბოთი ავუვსოთ გულები. ერთხელ, ამ ოჯახის დახმარება უკვე შევძელით, და მჯერა, რომ ამას კიდევ შევძლებთ. ისინი მუდმივად არიან ჩვენი დახმარების მოლოდინში. მათთვის ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა, ნიშნავს საკუთარ ბედნიერების მოპოვებას. გოგას გამარჯვება და მისი ახალი ცხოვრება, გახდება თქვენი შთაგონება. ვიცით, რომ ძალიან გაგახარათ ამ ახალმა ამბავმა. სიკეთე ყოვლისშემძლეა! მოდით, ვაკეთოთ სიკეთე და დავრწმუნდეთ ამაში ყოველდღე.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის  პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან გადახედოთ ჩვენს ვებგვერდზე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს . ყოველ ჯერზე როდესაც ფონდის გვერდზე, გაეცნობით ახალ-ახალი ოჯახების ტრაგედიებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდით, თქვენც იგრძნობთ უფლის ხელს, რადგან ეს არის, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვთისმსახურება.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        სიკეთე არის თითოეული ჩვენგანის მზე, რომელიც უნდა  გავუზიაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სიკეთე და სიყვარული არასდროს არ იკარგება, ეს კურთხევაა მათთვის ვინც გასცა, და მათთვის, ვინც მიიღო. უფალი გფარავდეთ.
         ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გოგა ხახალაშვილი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/769-khakhalashvili/description/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!
   
   

მსგავსი პროექტები: