დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

page info icon
2022 ნოემბერი 15
ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“ მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
14,831 ₾
( 851 დონორი )
დასრულებულია

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მაინც როგორი უნამუსო, ნაძირალა და არაკაცი უნდა იყო, საკუთარი შვილები რომ მიატოვო!
 ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“
   მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!
საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ წელში გატეხა, 2021 წელს შვილის დაკარგვამ კი, საბოლოოდ გაანადგურა...
           „ბაბუს რამე რომ მოუვიდეს, ჩვენ რა გვეშველება?“ - ვედრების თვალებით მეკითხება პატარა ობოლი ელენე და განაგრძობს - „მე ბაბუ მიყვარს მსოფლიოში ყველაზე მეტად, მის გარეშე ვერ გავძლებ“  -  მერე ბაბუას სახელოზე ებღაუჭება და ლოყაზე კოცნის. 
„ბაბუა ჩვენთვის ყველაფერია. ის რომ არა, ვინ იცის, სად ვიქნებოდით“
          ვიქტორ ვეშაგური 64 წლისაა. ერთი წლის წინ, მან უდიდესი უბედურება გადაიტანა, ერთადერთი, ახალგაზრდა, 39 წლის ქალიშვილი მიაბარა მიწას. გაუჭირდა ხანდაზმულ ვიქტორს ამ ტკივილთან გამკლავება, წელში მოიხარა, განახევრდა კაცი. თვალებმა ტირილი ისწავლეს, გულმა კი - ლოცვა... ცხელი ცრემლები დღესაც ყოველდღე მალულად სცვივა ვიქტორს, როდესაც თავისი გარდაცვლილი ცოლ-შვილის სურათებთან ჩუმად, მხურვალედ ლოცულობს. 
          არა! ასე ვერ დარჩებოდა, ვერ იქნებოდა სუსტი და უმწეო სამი ობოლის თვალში.  წელში გამართული უნდა შესდგომოდა პატარა შვილიშვილების აღზრდა-განათლების საქმეს. მშობელი დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მათთვის კი არ უნდა გაეასმაგებინა თავისი წუხილით, პირიქით, ძლიერი უნდა ყოფილიყო და ბავშვებისთვის გამხდარიყო დედაც, მამაც, ბებიაც და ბაბუაც. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა არის საჭირო ასეთი გმირობისთვის... 
„ჩემს გაჭირვებას ისიც ემატება, რომ ასაკში ვარ და ბევრი აღარაფერი შემიძლია...“
         - ბატონო ვიქტორ, გიჭირთ ამ ყველაფერთან გამკლავება?
         ვიქტორი (64 წლის): მიჭირს იმასთან შეგუება, რომ შვილი აღარ მყავს. არ იცით, ეს რამხელა ტკივილია. მიჭირს ამ ტკივილის დამალვა. ხანდახან მგონია, რომ გავგიჟდები. მერე კი, ჩემს შვილიშვილებს ვუყურებ და ვფიქრობ,  რომ მათ ვჭირდები... ჩემს მეტი არავინ ჰყავთ... ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბევრი აღარაფერი შემიძლია... სამსახური დავკარგე. დარაჯად ვმუშაობდი. დარაჯი კი, ღამით თუ არ დარჩა ისე როგორ იქნება?! ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი. ახლა ხომ, მათთვის დედაც ვარ! დაგვეწყო ფინანსური პრობლემები ოჯახში, დავრჩით მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზე. ამ ბინაშიც ქირით ვცხოვრობთ, ჩვენი არ არის...  ე-ე-ე, ბოლო 17 წლის განმავლობაში, კარგად აღარაფერი ყოფილა, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ვუმკლავდებოდი. ახლა კი... ახლა, ბავშვებისთვის საკვების ყიდვასაც ვერ ვახერხებ, თვიდან თვემდე ვალებით მივდივართ.
        - 17 წლის წინ რა მოხდა?
        ვიქტორი:  მეუღლე გახდა ავად. 7 წელი ვუვლიდი. დიალეზზე იყო. გავყიდე ყველაფერი რაც კი გამაჩნდა, ოღონდ გადამერჩინა. მაგრამ...  ვერ შევძელი... 10 წლის წინ გარდაიცვალა... უკვე 11 წელია, რაც ქირით ვცხოვრობთ. ერთი წლის წინ კი აი, ეს  დიდი უბედურება დამატყდა თავს - ერთადერთი შვილიც დავკარგე... კოვიდმა იმსხვერპლა... რატომ არ დამემართა მე და ის აირჩია... რატომ? (ხმა უკანკალებს. ცდილობს ცრემლების შეკავებას.)
         მარი (12 წლის):  ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა გვყავდა. ძალიან მიჭირს მის გარეშე ცხოვრება. დედა ხშირად მესიზმრება და მახსენებს, რომ ჩემს და-ძმას მივხედო, ბაბუს მივხედო და გვერდში დავუდგე... დედა ძალიან მენატრება... მისი თბილი ხელები მენატრება... (ცრემლები მოსდის.)
         ელენე (8 წლის): მეც მენატრება ჩემი დედიკო, ის ძალიან ლამაზი იყო. თუ გინდა, სურათებს გაჩვენებ...  (მაჩვენებს.)
         - მართლაც, ძალიან ლამაზია შენი დედიკო. შენ გავხარ ხომ დედას?
         ელენე: ყველა ასე ამბობს. მაგრამ ის უფრო ძალიან ლამაზი იყო...
„ასე ვეფერები ჩემი დედიკოს სურათს ყოველდღე... მენატრება...“
        - ბატონო ვიქტორ, ბავშვების მამას რა მოუვიდა, მასზე არაფერი გითქვამთ...
        ვიქტორი: არც მინდა მისი სახელი ვახსენო, ჩემს პატარებს მისგან მხოლოდ ტკივილი და წყენა ახსოვთ. წავიდა, სხვა ქალს გაეკიდა... პასუხისმგებლობას გაექცა. არც არაფერს აკეთებს შვილებისთვის. ეს ადამიანი ყოველთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ვიტანდი ჩემი შვილის ხათრით. ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი ჰქონდათ, მისი არასწორი საქციელის გამო.  მარიამს შაქარიც კი უწევდა ნერვიულობის გამო. არც მინდა, ყველაფერი რომ გავიხსენო!
        - ფინანსურად ძალიან გიჭირთ, რთულია მხოლოდ შემწეობით ცხოვრება, როდესაც სამი ბავშვი გყავთ გამოსაკვები. როგორ ახერხებთ გადარჩენას?
         ვიქტორი: ჩვენი შემოსავალი ძალიან მწირია 650 ლარი - სოციალური დახმარება. ერთი წელია, რაც ბავშვებს დაენიშნათ  ობლობის პენსია 300 ლარი და მამის ანგარიშზე ირიცხება. მამა კი, არაფერს აძლევს, ამბობს რომ ბანკი აჭრის ადრე აღებული სესხის გამო. გეფიცებით, ეს სესხი ოჯახისთვის არ აუღია, მის შესახებ არც კი ვიცოდი. ახლა ვცდილობ, მეურვეობა მე ავიღო, რომ ბავშვებს მოვახმარო მათი კუთვნილი თანხა. 
ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ნორმალური საწოლები.
          ლუკას ცურვაზე სიარული სჭირდება, ხერხემლის გამო. ექიმთან მისვლა სჭირდება. წონის პრობლემა აქვს. ბავშვს ნორმალური საკვები არ აქვს და წონა კი, მაინც იზრდება. ეს ხომ მისახედია?! სუსტი იმუნიტეტი აქვს. მთელი ზამთარი გაციებულია. მერე, ერთი რომ ცივდება, ყველა ცივდება. მე კი წამალსაც ვერც ვყიდულობ... გული ძალიან  მტკივა, სათანადოდ რომ ვერ ვუმკლავდები ყველა პრობლემას. ასაკოვანი ვარ, მეც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, დავდივარ. ვცდილობ, არ დავეცე. 
          მარიამი: ბაბუს თავისი თავი არ ახსოვს. მასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ არაფერს ამბობს. ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად და ის სულ აღარ დაიწუწუნებს.
          - ბაბუა გიმზადებთ საჭმელს, გილაგებთ, გირეცხავთ? თქვენ თუ ეხმარებით?
         ლუკა (14 წლის): რა თქმა უნდა. მე დილით ჩაის ვუმზადებ ბავშვებს. თუ გვაქვს, შეიძლება, ერბო-კვერცხიც შევწვა, კარგად გამომდის. 
         მარიამი: მე დალაგებაში ვეხმარები.
         ელენე: მეც ვეხმარები, თუ რამე კარგად არ გამოუვიდათ, ვეუბნები, რომ დედიკო უკეთესად აკეთებდა...
         - მერე ამით გულს არ სტკენ?
         ელენე:  რატომ? სიმართლეს თუ კი ვამბობ?
         - ხანდახან, სიმართლე გულს სტკენს ადამიანს, შენ უნდა გაამხნევო და უთხრა, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია.
         ელენე: ხანდახან, ასეც ვეუბნები!
„ბაბუ, პეპისაც არ ჰყავდა დედა. მაგრამ იმას არც ბაბუ ჰყავდა,  ხო? მე კი, შენ მყავხარ!“
        - ბატონო ვიქტორ,  გჭირდებათ პროდუქტით დახმარება. ალბათ, თბილი ტანსაცმელიც ბავშვებისათვის, ზამთარი მოგვდგომია კარს. კიდევ რას საჭიროებთ, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს თქვენი ყოფა?
       ვიქტორი: პროდუქტი და თბილი ტანსაცმელი სწორად აღნიშნეთ. ასევე ძალიან გვჭირდება ნორმალური გაზქურა. ჩვენს გაზქურაზე ერთი „კომფორაღა“ ინთება და ისიც სახიფათოა... შეხედეთ, როგორ წვალობს...
„მხოლოდ ეს  ერთი ინთება, ისიც წვალებით.“
         მარიამი: ძალიან მინდა გაზქურას საცხობიც ჰქონდეს, რამის გამოცხობა რომ შევძლო...
„მინდა მსახიობი გავხდე. მიყვარს ლექსების კითხვა მხატვრულად. ლექსებსაც ვწერ... მერე ბაბუს ვუკითხავ ხოლმე.“
          ლუკა: მეც მივეხმარები, ბაბუ კი, რეცეპტებს გვასწავლის.
         - რეცეპტების მოძიება იუთუბიზეც შეიძლება.
         ლუკა: ხო, რა თქმა უნდა, თუ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვს... მე კი არ მქონდა და კოვიდის დროს, ონლაინ გაკვეთილებსაც ვერ ვესწრებოდი... ჩამოვრჩი და ახლა, ორმაგად ვმეცადინეობ, რომ ყველაფერში დავეწიო კლასს.
„ასე გავცქერი ქუჩას, ხანდახან მგონია, რომ დედა გამოჩნდება“
          ელენე: კიდევ მაცივარი გვინდა, ჰო, ბაბუ? ელენემ რომ ხშირად გააღოს... ოღონდ ცარიელი მაცივარი არ უნდა იყოს! ჩვენი მაცივარი ძველია, ცუდად მუშაობს და სულ ცარიელია...
„ეს მაცივარი ერთადერთი ნივთია, რაც წარსულიდან შემომრჩა... და ისიც დაბერდა ჩემსავით... აღარ მუშაობს.“
          ვიქტორი: ახლა ზამთარი მოდის, არ ვიცი, რით გავთბებით, გამათბობელიც ძალიან გვჭირდება. ისეთი სუსტი იმუნიტეტი აქვთ ჩემს პატარა ჩიტებს... მალე ცივდებიან. გამათბობელი, მართლა შვება იქნება ჩვენთვის. ლუკას ცურვაზე მიყვანა სჭირდება. ხერხემლის გადახრა აქვს.  ცურვა ისეთი ძვირი ღირს... როგორ უნდა გადავიხადო, როცა საჭმლისთვის არ გვყოფნის ფული... ნეტა, ვინმე ღვთისნიერი ცურვის სექციაში უფასოდ მიიღებდეს. ათასი წელი ვიქნებოდი მისი მადლიერი.
        ელენე:  მე სიმღერაზე მინდა სიარული და არც ამის ფული აქვს ბაბუს. არადა, იცით რა კარგად გამომდის? გინდათ „სლავა უკრაინა“ გიმღეროთ? 
***
       მღეროდა პატარა ელენე სიმღერებს უკრაინის დიდებაზე,  დედაზე. თვალებზე ცრემლმომდგარ ვიქტორთან ერთად, სულგანაბულები ვუსმენდით პატარა გოგონას და ვფიქრობდით, არცერთი ბავშვი  არ უნდა იზრდებოდეს გაჭირვებასა და შიმშილში. მათ ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული ადამიანები და ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილები!
        მეგობრებო, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა ამ კეთილ და დიდ საქმეში, ნუ დაინანებთ მცირედს ობლებისთვის. დავეხმაროთ გმირ ბაბუას, რომელიც სულ მარტო ებრძვის გაჭირვებას და ცდილობს, სამი პატარა შვილიშვილი გადაარჩინოს!
        თუ თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავად მოისურვებთ მოინახულოთ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები, მათ ძალიან გაახარებთ. აი, მისამართიც: თბილისი, გოჩა ონაშვილის ქ. 5. ბინა 12. 
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
           ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
          არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: 
office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვეშაგურების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
           ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
           შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

         თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!

დალოცვილები ყოფილიყავით!
     
     

მსგავსი პროექტები: