ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა! დაიფარე ჩემი შვილიშვილები, ღმერთო!..
2022 დეკემბერი 21
2370
ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა - ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში. „სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ბავშვები დედას გაეზარდა. პატარებს დედის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მაგრამ ბავშვებს დედის გახსენებაც ეშინიათ. წიწილებივით სულ კუდში დამდევენ. ერთი მოვა, ჩამეხუტება და დანარჩენებიც მომიცუცქდებიან, ბებოენაცვალოთ. ნაბოლარა მარიამი კი სულ ხელში მყავს“- გვიყვება ბავშვების ბებია ქეთინო და თან ტირის.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
თი ბი სი ბანკი
GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი
GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,336 ₾
(
182 დონორი )
ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა!დაიფარე ჩემი შვილიშვილები, ღმერთო!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

- გვიამბეთ, თქვენ რატომ ზრდით შვილიშვილებს.
ქეთინო: საიდან დავიწყო არც ვიცი. მათ დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდებოდა, შეეძლო ბავშვისთვისაც კი დაერტყა. როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, გადავწყვიტეთ, რომ რაღაც პერიოდით ბავშვებთან აღარ ექნებოდა ურთიერთობა და სამკურნალოდ კლინიკაში დავაწვინეთ. რაღაც პერიოდი იქ გაატარა, ახლა თავის მშობლებთანაა.

- დედას ბავშვებთან სატელეფონო კავშირი მაინც თუ აქვს?
ქეთინო: არა. ბავშვებს მისი ეშინიათ. არც კი იხსენებენ. ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია, როგორ შეიძლება რომ შვილებს დედის ეშინოდეთ? მაგრამ მისგან ბევრი ცუდი ახსოვთ პატარებს. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. მჯერა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბავშვებსაც დაავიწყდებათ რა ტანჯვა გამოიარეს.

- ბავშვების მამა სადაა?
ქეთინო: მე და ჩემი შვილი ბავშვებს ერთად ვზრდით.
მათე: მიყვარს როცა მამიკოსთან ერთად ტყეში მივდივარ შეშის მოსატანად, ან როცა თვითონ მიდის ვინმესთან მისახმარებლად ვენახში, მე მას ვეხმარები და ეს ყველაფერი სწავლაზე მეტად მიყვარს. აი ასეთი ყოჩაღი ბიჭი ვარ. ასევე მე ვუყურებ სახლში რომ ღუმელი არ ჩაქრეს. თორემ მერე ბავშვები გაიყინებიან.

ქეთი: მეც ყოჩაღი გოგო ვარ. ბებიას სადილის გაკეთებაში ვეხმარები ხოლმე. ყველაზე კარგად კონბოსტოს და სტაფილოს სალათს ვაკეთებ და ბავშვებს ორცხობილებს ვუცხობ. დასანაია, რომ ყოველთვის არ გვაქვს ზეთი და შაქარი, თორემ არ დამეზარებოდა და ყოველ დღე გამოვაცხობდი.

- ანასტასია რა საქმეშია ყოჩაღი?
ანასტასის: ანასტასია ყოჩაღია, რომ არ ტირის და მე ყველაზე კარგად ვეხუტები ბებოს. ყველაზე ძალიანაც მე მიყვარს. ბებოს კიდევ ყველაზე მეტად რეცხვა უყვარს. ყოველ დღე რეცხავს. თვითონ ხელები სულ ტაშტში აქვს ჩაყოფილი და მე არ მიშვებს - ცივიაო.

ქეთინო: ანასტასიამ ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა გააჟღერა. მართლაც ყველაზე მეტ დროს ვრეცხავ. ბავშვებს ჭუჭყიანი ტანსაცმლით ვერ ვატარებ. ისედაც არ აქვთ ახალი ტანსაცმელი. არ დავუშვებ ვინმემ თქვას, ბინძურები არიანო. ასე მიხდება ყოველ დღე ტაშტებში „წუწაობა“. ზაფხულში კიდევ არაუშავს, მაგრამ აი ზამთარი - საშინელებაა.
- სარეცხი მანქანის გარდა, კიდევ რა შეგიმსუბუქებდათ ყოფას?
ქეთინო: ტელევიზორი არ გვაქვს, ბავშვებს ის ძალიან სჭირდებათ. მე ზოგჯერ არ ვიცი ისინი როგორ გავართო და გავამხიარულო. მათ დიდი სულიერი ტრავმა მიიღეს. ცდილობენ არ მაჩვენონ როგორ მოიწყენენ ხოლმე, მაგრამ მე ხომ ვხვდები. ასევე არ გვაქვს გაზქურა, წყლის გამაცხელებელი. ყველაზე დიდი პრობლემა - სველი წერტილების უქონლობაა. ერთია, რომ ბავშვებს ეზოში უწევთ საპირფარეშოში სიარული და მეორეა, რომ სახლში ტაშტში ბანაობა მოუხერხებელია. აი თუ მოხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა, უბედნიერესი ვიქნები.
- პროდუქტების საყიდლად გყოფნით თანხა?
ქეთინო: შემწეობას ვიღებთ 960 ლარს, ზოგჯერ ჩემი შვილიც მუშაობს. დახმარება რომ დამერიცხება ყველაფრს საჭიროს ვყიდულობ; ფქვილს, შაქარს, მაკარონებს, ზეთს, კარტოფილს. ზოგჯერ თვის ბოლომდე არ გვყოფნის ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბავშვებს შიათ. პური ყოველთვის აქვთ, ხორცი და რძის პროდუქტები კი ენატრებათ. ვერც ახალ ტანსაცმელს და ვერც სასკოლო ნივთებს ვყიდულობ მათთვის.

ქეთი: ხატვა მიყვარს ძალიან, მაგრამ სახლში ფანქრები არ მაქვს. მხოლოდ სკოლაში შემიძლია რომ ვხატო.
- კიდევ რისი კეთება გიყვარს?
ქეთი: სამზარეულოში ფუსფუსი რომ მიყვარს უკვე გითხარით, მზარეული მინდა რომ გამოვიდე.
- კიდევ რაზე ოცნებობ
ქეთი: ბევრ რამეზე! ახლა ყველაზე ძალიან მინდა საახალწლო ნაძვის ხე რომ გვქონდეს ლამაზად მორთული. ბავშვებს არ უნახავთ, არასდროს გვქონია. რა მაგარი იქნებოდა! ლამაზად მოვრთავდით, ბავშვებს ლექსებს ვასწავლიდი და ბებოს საახალწლო კონცერტს მოვუწყობდით!

ანასტასია: მე ვიმღერებ კიდევაც და ვიცეკვებ კიდევაც თუ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები დამხვდება.
- შენ რას ისურვებდი საჩუქრად?
ანასტასია: კუბიკებს ვისურვებდი და ერთ თოჯინას ჩემთვის და ერთს - მარიამისთვის. მარიამი ჯერ პატარაა, თოჯინით ვერ ითამაშებს და ორივეთი მე ვითამაშებ. ერთს მარიამს დავარქმევდი, მეორეს ტასოს. ჩემი მარიამი იქნებოდა, მარიამის კიდევ - ტასო. ხო კარგად მოვიფიქრე?
- აბა, მათესაც მოვუსმინოთ, რა უნდა საახალწლოდ?
მათე: მათეს უნდა ველოსიპედი და უნდა რომ პოლიციელი გამოვიდეს!
ქეთი: მე კიდევ ძალიან მინდა პლანშეტი, ფანქრები, საღებავები, ფლომასტერები.
მათე: აუ, ფანქრები მეც მინდა! თორე ქეთის ფანქრებით რომ დავხატო, დავხოცავთ მერე ერთმანეთს.
- ხშირად „ხოცავთ“ ხოლმე ერთმანეთს?
მათე: კიიი, ეს კარგად გამოგვდის.
ქეთინო: არა, გეხუმრებიან, ძალიან კარგი და დამჯერი ბავშვები არიან. ყველაზე ცელქი ანასტასიაა.

- ქეთინო, თქვენც გვითხარით რას ისურვებდით საახალწლოდ?
ქეთინო: პირველად გავიგე რომ ბავშვებს ნაძვის ხე უნდათ. ჩემთვის არც უთქვამთ. არასდროს მეუბნებიან რაზე ოცნებობენ. ჩემთვის რაც მინდა - ეს სარეცხი მანქანაა, ისიც იმიტომ, რომ ბავშვებისთვის მეტი დრო დამრჩეს. ამათ გაასმაგებული ყურადღება და სითბო სჭირდებათ. კიდევ ძალიან მინდა ტანსაცმლის კარადა ან კამოდი. ტანსაცმლის სათავსოები არ გვაქვს და გვიდევს ასე გარეთ. ერთერთი შეტევის დროს დედამ ნაჯახით მთელი ავეჯი დაჩეხა. კიდევ კარგი ბავშვები არ იყვნენ ოთახში.
- აღარ იტიროთ, თქვენთან ვართ. თქვენი ცხოვრება შეიცვლება, გპირდებით. მოხარულები ვართ, რომ გამონახეთ ძალა და დაგვიკავშირდით. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ბავშვები გავაბედნიეროთ.
* * *
მეგობრებო, ქეთის, მათეს, ანასტასიას და მარიამს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი - დედიკოს სითბო და სიყვარული აკლიათ. ბებია მათ მთელ სამყაროს უცვლის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აძლევს ყველაფერს, რაც ბავშვებს სჭირდებათ. მოგმართავთ თხოვნით, ცოტახნით მოწყდით ყოველდღიურ რუტინას და სადღესასწაულო აჟიოტაჟს, შეეცადეთ, რომ ახალ წელს არა მხოლოდ „ბარაქიანი“ სუფრით, არამედ სუფთა სინდისითაც შეხვდეთ. დღესასწაული ვერ იქნება სრულყოფილი, როცა თქვენს გვერდით სადარბაზოში, მეზობელ ქუჩაზე ან ქალაქში - ბავშვები დედიკოს, საჩუქრების და ნაძვის ხის გარეშე ხვდებიან ახალ წელს.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, იცხოვრეთ თქვენი სინდისის კარნახით და გაახარეთ ღმერთი თქვენი ნათელი ქმედებებით.
თუ ვინმეს პირადად გაინტერესებთ მათი მონახულება და გახარება, ეს მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქვემო ყანდაურა
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს.
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ადუაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:0901200270 დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003

ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000

ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000
მსგავსი პროექტები:
|