დედა, დედა, მშია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა, დედა, მშია!

page info icon
2023 მაისი 2
„დე, მშია!“ - ისმის პატარა ფატიმას განწირული ხმა. „დე, ნეჯოს ისევ შეტევა აქვს.“ - ყვირის რამაზანი. ნეჯო იატაკზე ფართხალებს. ასეთი საშინელი კრუნჩხვები, საბრალო პატარას ემართება თითქმის ყოველდღე. „დე, მარიამს პამპერსი აღარ აქვს!“ - ციალა დისთვის ახალ საფენებს ეძებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,708 ₾
( 329 დონორი )
დასრულებულია

დედა, დედა, ნეჯოს უსაშინლესი შეტევა აქვს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!

დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ

ღვთისნიერ საქმეში!

„დე, მშია!“ - ისმის პატარა ფატიმას განწირული ხმა. „დე, ნეჯოს ისევ შეტევა აქვს.“ - ყვირის რამაზანი. ნეჯო იატაკზე ფართხალებს. ასეთი საშინელი კრუნჩხვები, საბრალო პატარას ემართება თითქმის ყოველდღე. „დე, მარიამს პამპერსი აღარ აქვს!“ - ციალა დისთვის ახალ საფენებს ეძებს...

დედა, ელენე ამ დროს ყურებზე ხელებს იფარებს და უნდა უბრალოდ ფანჯრიდან გადახტომა, უნდა, რომ გაქრეს, რათა თავი დააღწიოს ამ პრობლემებს, რომელიც ყველა მხრიდან უტევენ! მაგრამ, არა! ის ამას ვერ გააკეთებს! მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას არასდროს გააკეთებს! ის დედაა - მარტოხელა დედა. ის თუ არ იქნება, მერე? მერე, მის ანგელოზებს რა ბედი ეწევა? რა ბედი ეწევა პატარა ნეჯოს? ის ხომ, საბოლოოდ გაგიჟდება! რა ბედი ეწევა პატარა ლურჯთვალა მარიამს, რომელმაც ეს-ესაა აიდგა ფეხი და მთელი დღე „დედა-დედიკოს“ გაიძახის... ან ციალას, ან რამაზანს, ან ფატიმას - უჭკიანესს და უნიჭიერესს?

ამ პატარებმა არ იციან, როდის აქვთ დაბადების დღე. ისიც არ იციან, ეს სიტყვები რას ნიშნავს. არასდროს აღუნიშნავთ, მეგობრები საჩუქრებით მათთან სტუმრად არასდროს მოსულან, არასდროს ჩაუქრიათ ტორტზე სანთლები...

პატარა მარიამი ჯერ ვერ ხვდება, რომ დედას ფული არ აქვს. ამიტომ, გამუდმებით ითხოვს საჭმელს.

ელენე: ვფიქრობ, როგორ მოვამზადო ორი კარტოფილით წვნიანი მაინც. ჩავსულვარ და ვალად ამიღია ხილ-ბოსტნის ჯიხურში. მიფიქრია, რომ სოციალურს ავიღებ, მერე გადავიხდი - მეთქი. მაგრამ ადამიანებს, ყოველთვის ხომ ვერ შეაწუხებ? სოციალური შემწეობის თანხის ნახევარს ქირაში ვიხდით. ბოლო დროს, სასწაულად გაიზარდა ქირა, ამ საშინელ პირობებშიც კი „გვიხარია“ ყოფნა. მეტს ვერ გადავიხდი. აქედან რომ გაგვიშვან ან ფასი მოგვიმატონ, სად უნდა წავიდეთ? ალბათ, ქუჩაში დავრჩებით...

ეს აბაზანაა, ყველგან წვეთავს, ყველაფერი შესაკეთებელია...

- საკუთარი ბინა არასდროს გქონიათ?

ელენე: გვქონდა. ნეჯიბი რომ დაიბადა, შევნიშნეთ, რომ განვითარების პრობლემები ჰქონდა. მისი მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა. ბინა დავაგირავეთ. მერე დოლარის კურსმა მოიმატა. პროცენტების გადახდას და თან მკურნალობას ვერ ვახერხებდით და ბოლოს გავყიდეთ. დარჩენილი თანხაც ნეჯიბის მკურნალობაზე დაიხარჯა. ის ძალიან იტანჯებოდა. შვილის ტანჯვისთვის როგორ უნდა მეყურებინა? ყველაფერი ვცადეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ და დავრჩით ღია ცის ქვეშ. მისი მდგომარეობა კი, სულ ოდნავ გაუმჯობესდა: დაიწყო მოკლე წინადადებებით ლაპარაკი.

ახლა, ის 10 წლისაა, მაგრამ მეორე კლასში სწავლობს. ყველა ვეფერებით, ვცდილობთ, არ გავაღიზიანოთ. თუ წყობილებიდან გამოვიდა, ყვირის, ტირის, ვეღარ ვამშვიდებთ. აღრიცხვაზეა ფსიქიატრიულ დისპანსერში, მედიკამენტებს გვაძლევენ. ეს ძალიან ძლიერმოქმედი წამლებია. როდესაც შეტევა აქვს და ვასმევ, მერე მთელი დღე სძინავს, არ შემოდის კონტაქტში. მეცოდება ჩემი შვილი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. იმის საშუალებაც არ მაქვს, სხვა ექიმებთან რომ წავიყვანო. ალბათ, აღარც მექნება...

როდესაც ნეჯიბი მშვიდად არის, პატარა ანგელოზს ჰგავს. მაგრამ, შეტევების დროს, თითქოს დემონი უსახლდება.

რამაზანი ნეჯიბს სწავლაში ეხმარება. მაგრამ, არაფერი გამოსდის, მას წინადადებების სრულყოფილად წარმოთქმაც კი უჭირს.

- თქვენი მეუღლე არ გეხმარებათ?

ელენე: მეუღლემ წელიწად-ნახევარია მიმატოვა, პატარა მარიამს ველოდებოდი მაშინ. მან ვეღარ გაუძლო სტრესს, გაჭირვებას. კაცები არასასურველ მდგომარეობას თავს ასე აღწევენ, გაქცევით. დედა კი სულ სხვაა, არასდროს მიგატოვებს... ბავშვებთან მოდის ხოლმე მეუღლე. თუმცა, დახმარებით ვერ მეხმარება. დაქირავებული მუშაა. ვერაფერს აკეთებს სხვას. ანაზღაურება იმხელა აქვს, თავად რომ იმყოფინოს. მე როგორ დამეხმარება?!

რამაზანი (13 წლის): მამა გვნახულობს. ხანდახან, კანფეტებიც მოაქვს. მე კი, შაურმაზე ვოცნებობ. ერთხელ ჩემმა კლასელმა დამპატიჟა და ისეთი გემრიელი იყო-ო-ო-ო... ნეტავ, კიდევ ვინმემ მაჭამოს...

„რომ ჩავფიქრდები ხოლმე, ველოსიპედზე ვოცნებობ. მერე კი, მახსენდება, რომ ჩემი ოცნებები არასდროს ხდება... მე ხომ, ძალიან ღარიბი ვარ!“

ფატიმა (6 წლის) : შაურმას გამიყოფ? აღარ მინდა „სუპი“...

რამაზანი: ჰოდა „სუპი“, კიდევ „სუპი“ და სულ „სუპი“ გექნება...

ციალა (12 წლის) : ხანდახან, ეგეც რომ არ გვაქვს, ამაზე თუ გიფიქრია? აგერ, მარიამს რძე და მაწონი სჭირდება, პამპერსიც...

„ძალიან მინდა, ჩემი მეგობრები ჩემთან სახლში რომ მოვიდნენ. მაგრამ, მრცხვენია ჩემი სახლის. მეშინია, არ დამცინონ.“

რამაზანი: რანაირები ხართ? თქვენთან, ოცნებაც კი არ შეიძლება...

ფატიმა: როდესაც ოცნებები არ ხდება, რა აზრი აქვს ასეთ ოცნებას?! ჩვენ, არასდროს არაფერი გვისრულდება! არც აგვისრულდება!

ელენე: ბევრ რამეს მთხოვენ, მე კი ვერაფერს ვუკეთებ. ტანსაცმელს მეზობლები გვჩუქნიან, ჩემს შვილებს არასდროს არაფერი სცმიათ ახალი. ფეხსაცმელი მუდმივი პრობლემაა. ფატი კარგად სწავლობს, რამდენი ხანია პლანშეტს მთხოვს. მისი ყიდვა, წარმოუდგენელია ჩემთვის! რომელ პლანშეტზეა საუბარი, როდესაც რვეულების და კალმების ფულს ვერ ვუყრი თავს. ჩემს შვილებს არასდროს ჰქონიათ დღესასწაულები... ახალ წელს ადრე დავაწვინე ბავშვები, გული რომ არ სტკენოდათ. ეს ხომ, ცხოვრება არ არის, ეს წამებაა...

„ეს ერთადერთი თოჯინაა, რომელიც ვიპოვე. ქუჩაში ეგდო, როგორც ჩემი ძმა ნეჯიბი. ჩემი დაიკოსთვის წამოვიღე, მას ხომ სათამაშოები საერთოდ არ აქვს და ძალიან სჭირდება!“

- ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

ელენე: მერიას მივმართე, მივწერე წერილი, უბინაოთა სიაში რომ მოვხვედრილიყავი. უარი მივიღე! გესმით, მე ხუთი შვილის დედას, ქუჩაში დარჩენილს, რომელიც თავისი შემწეობის თანხის ნახევარს იხდის ამ სახლში, დარჩენილი ნახევრით კი, ცდილობს ბავშვები შიმშილისგან იხსნას როგორმე, უარი მომივიდა! საინტერესოა, მაშინ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი? იმ დღეს, მთელი დღე ვტიროდი. ჩემი შვილებიც ტიროდნენ ჩემთან ერთად, მათ შიოდათ, სციოდათ...

„ღმერთი გვიფარავს, თორემ აქამდე აირით არ გავიგუდებოდით ან სიცივით დავიხოცებოდით“

- გათბობა არ გაქვთ?

ელენე: აი, ამ ბომბზე ვსხედვართ. (გაზის გამათბობლისკენ იშვერს ხელს.) ხანდახან, გაზი ჟონავს. სუნს თუ ვგრძნობთ, ვაქრობთ. მერე კი, ერთმანეთს ვეხუტებით და ასე ვცდილობთ, რომ გავთბეთ.

ფატიმა: ისედაც სულ ჩახუტებულებს არ გვძინავს?

ელენე: საკმარისი საწოლები არ გვაქვს. საწოლი, რომელზეც გოგონებს სძინავთ, აგურებზე დგას. ეს დივანი კი, ხომ ხედავთ, სულ დაშლილია. არც ღრუბელი ვარგა, არც მისაყუდებელი.

„ყველაზე მთავარი საზრუნავია, რომ მარიამი არ დარჩეს მშიერი. თორემ, ტირილს თუ დაიწყებს, შეიძლება დავყრუვდეთ“

- საწოლებისა გარდა კიდევ რა გჭირდებათ?

ელენე: პირველ რიგში საკვები გვჭირდება. სარეცხი მანქანა გვჭირდება. ეს, რასაც ხედავთ მეპატრონისაა და არ მუშაობს. გაზქურაც გვჭირდება.

რამაზანი: ტელევიზორიც არ მუშაობს. ესეც იმისია... აი, ფულს ვისაც უხდის დედიკო...

ელენე: მარიამი ერთი წლისაა. ჯერ კიდევ სჭირდება პამპერსი. ვცდილობ, გადავაჩვიო, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამომდის. როგორ ვწვალობთ, მოყოლაც მრცხვენია... ო-ო-ოჰ, თქვენ ის მკითხეთ რა არ გვჭირდება, თორემ ჩვენ რაც გვჭირდება, ერთი დღეც არ ეყოფა იმის ჩამოთვლას...

„ჩვენი მაცივარი არ მუშაობს! მაცივარზე არც ვოცნებობ, რა მაქვს შესანახი? საჭმელი არ გვაქვს!“

ფატიმა: დეიდა, რა გვჭირდება, რატომ გვეკითხებით?

- გვინდა, კეთილ ადამიანებს ვუამბოთ, როგორი ლამაზი ბავშვები ცხოვრობენ ამ საშინელ სახლში. როგორ უჭირთ, რაზე ოცნებობენ და რა გაუხარებდა პატარა გულებს.

ფატიმა: მერე, ეს კეთილი ადამიანები ჩვენთან მოვლენ და საჩუქრებს გვაჩუქებენ?

- რა თქმა უნდა, პატარავ! ძალიან ბევრ საჩუქარს.

ფატიმა: მაშინ, თუ შეიძლება გთხოვოთ, თოჯინაც გამოაყოლონ ჩემი პატარა დისთვის? არ მინდა, ისიც ჩემსავით გაიზარდოს... სათამაშოების გარეშე...

ჭელიძეების ოჯახი

„ჩემი გაზრდილია ეს ანგელოზი, დედას ყოველთვის ვეხმარები მის მოვლაში. მინდა, რომ ის მაინც იყოს ბედნიერი ბავშვი!“

„მშიერიც დავრჩები, ოღონდ მარიამის ბოთლში ცოტაოდენი საჭმელი მაინც ესხას!“

***

ფატიმას ამ სიტყვებმა საბოლოოდ მოგვიკლა გული. ამ ბავშვების სევდიან სახეებს, ჩამქრალ თვალებს ვუცქერდით. ვხედავდით, როგორ ეხმარებოდა რამაზანი დედას, როგორ ზრუნავდა თავის უმცროს ავადმყოფ ძმაზე. როგორ უცვლიდნენ ციალა და ფატი პამპერსს პატარა მარიამს, გახუნებულ კაბას როგორ აცმევდნენ მას... ნუთუ ეს ბავშვები არ იმსახურებენ უფრო მეტს? მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო! მათი ნაცრისფერი ცხოვრება როგორმე უნდა შევცვალოთ და გავაფერადოთ. ჭელიძეების ოჯახი თქვენს დახმარებას ელის, ჩვენ კი, მუდამ გვაქვს თქვენი სიკეთის დიდი იმედი!

შეგიძლიათ, თავად მოინახულოთ ეს მრავალშვილიანი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახი. მათი მისამართია: თბილისი, გლდანის პირველი მ/რ, კორპუსი 16, ბინა 2. ამით მათ ძალიან გაახარებთ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მსგავსი პროექტები: