ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ ცხოვრებაში, გარდა შიმშილისა და ავადმყოფობის. მამა-შვილი ეპილეფსიით იტაჯებიან. მაგრამ არც წამლების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ ცხოვრებაში, გარდა შიმშილისა და ავადმყოფობის. მამა-შვილი ეპილეფსიით იტაჯებიან. მაგრამ არც წამლების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ!

page info icon
2023 ივლის 5
ამ დანგრეულ სახლში, სადაც კედლები იშლება სიძველისგან, ფანჯრებზე კი ცელოფნებია გაკრული, ბავშვები ცხოვრობენ. ისინი შიმშილითა და უიმედობით იტანჯებიან. ისინი ტირიან და შველას ითხოვენ მაგრამ, მათი ხმა არ ესმის მათ, ვისაც ხელეწიფება დახმარება, თითქოს, არც არსებობენ. თამაზი მხოლოდ სამი წლის არის, გიორგი - ხუთის. ვერაგი დაავადების, ეპილეფსიის გამო, საკმაოდ ხშირი შეტევებით აშინებს მშობლებს და და-ძმას. ბარბარე რვა წლისაა. მისი უდიდესი ოცნებაა ერთი თოჯინა, ერთი კაბა და წვნიანი სადილი ჰქონდეს. საბრალო გოგომ არც იცის სხვა საჭმლის გემო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,904 ₾
( 219 დონორი )
დასრულებულია

ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ ცხოვრებაში, გარდა შიმშილისა და ავადმყოფობის. მამა-შვილი ეპილეფსიით იტაჯებიან. მაგრამ არც წამლების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„წვიმის დროს, ფერმა სულ დატბორილია, ხოლმე და ბავშვებს ჩახუტებულებს გვძინავს აი, იმ დიდ მაგიდაზე! ეგ არაფერი... მთავარია, ამ დროს, ჩემს პატარა ძმას ეპილეფსიური შეტევა არ დაემართოს. ის ხომ, შეიძლება ჩავარდეს და დაიხრჩოს წყალში!“

დეიდა, ისე მშია, რომ უმად ვჭამ მაკარონს...

ამ დანგრეულ სახლში, სადაც კედლები იშლება სიძველისგან, ფანჯრებზე კი ცელოფნებია გაკრული, ბავშვები ცხოვრობენ. ისინი შიმშილითა და უიმედობით იტანჯებიან. ისინი ტირიან და შველას ითხოვენ მაგრამ, მათი ხმა არ ესმის მათ, ვისაც ხელეწიფება დახმარება, თითქოს, არც არსებობენ. თამაზი მხოლოდ სამი წლის არის, გიორგი - ხუთის. ვერაგი დაავადების, ეპილეფსიის გამო, საკმაოდ ხშირი შეტევებით აშინებს მშობლებს და და-ძმას. ბარბარე რვა წლისაა. მისი უდიდესი ოცნებაა ერთი თოჯინა, ერთი კაბა და წვნიანი სადილი ჰქონდეს. საბრალო გოგომ არც იცის სხვა საჭმლის გემო.

 „ბავშვებს არ ახსოვთ, რა არის ღიმილი. მათ ცხოვრებაში არაფერი უნახავთ შიმშილისა და ავადმყოფობის გარდა“

- ვერიკო, ვიცით, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. იმისთვის გესტუმრეთ, რომ მეტი გავიგოთ თქვენი ცხოვრების შესახებ.

ვერიკო: გმადლობთ, რომ მოხვედით, უკვე იმედი გადაგვეწურა. თქვენმა ფონდმა ორი წლის წინ გადაგვარჩინა. ძალიან გვერიდებოდა, ისევ რომ გვეთხოვა დახმარება, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი ცხოვრება. არ გვაქვს არც საჭმელი, არც ფული, ბავშვებს ვერ ვინახავთ. ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის და ამიტომაც, გავბედე და მოგმართეთ ისევ.

- ამ ადგილს, სადაც ამჟამად ცხოვრობთ, სახლსაც  ვერ ვუწოდებთ.

ვერიკო: ნახეთ, აქაურობა ფერმას ჰგავს, მაგრამ საშინელ მდგომარეობაშია. აქ შეგვიშვეს, თითქოს თხები ვიყოთ ან რაღაც ამდაგვარი. ვფიქრობ, ადრე აქ საქონლის სადგომი იყო. მაგრამ, ღმერთის წყალობით, ჭერი მაინც გვაქვს თავზე. ბავშვებს არ აქვთ ნორმალური საწოლები, ძველი ფიცრებისგან და აგურებისგან ავაწყვეთ რაღაც. ტანსაცმელი და საჭმელი კი, უბრალოდ არ გაგვაჩნია.  მადლობლები ვართ, რასაც გვაწვდიან მეზობლები.

 „ვფიქრობ, აქ ადრე საქონლის სადგომი იყო. ალბათ, ჩვენზე უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ ის ცხოველები“

 - თქვენი საარსებო წყარო რა არის? თქვენი მეუღლე არ მუშაობს?

 ვერიკო: სოციალურ შემწეობასა და გიორგის პენსიას ვიღებთ. ჩემი მეუღლე არ მუშაობს, მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. თანაც, რამდენიმე წლის წინ, საშინელ ავარიაში მოჰყვა და სასწაულით გადარჩა. ცალი ფილტვი და ელენთა აქვს ამოკვეთილი. ფიზიკური შრომა აკრძალული აქვს. ტყუილად ვინ გადაუხდის ფულს? მაინც გადის, მეზობლებს ეხმარება ხოლმე. ვცდილობთ, თანხა წვნიანებსა და პურზე მაინც რომ ვიმყოფინოთ.

 „ჩვენი ერთადერთი საჭმელია მაკარონის „სუპი“. პომიდორი ან მწვანილი თუ გვაქვს, რომ მივატანოთ, ძალიან მაგარია“

 - არავინ გეხმარებათ? არ გაქვთ მშობლების დანატოვარი სახლი?

 ვერიკო: არა, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. რამაზი პატარა იყო, როდესაც მამამისმა ოჯახი მიატოვა და სახლი გაყიდა. რამაზი და დედამისი თავს ნათესავებთან აფარებდნენ ან ქირით ცხოვრობდნენ. ჩემს მშობლებსაც ძალიან უჭირთ. ერთი საკუთარი ოთახიც კი არ გაგვაჩნია.

 - როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

 ვერიკო: პატარა გოგო ვიყავი, დამინახა და შევუყვარდი. ამბობს, რომ ჯადოსნური იყო ის შეხვედრა. ხომ გესმით, ჩვენს სოფელში ადრე ათხოვებდნენ გოგოებს. ჩვეულებრივი ამბავი იყო. სკოლიდან მომიტაცა. ახლა, ეს ტრაგედიად ჩაითვლებოდა, მეც არ ვისურვებდი, ჩემი გოგო ასე ადრე რომ დაოჯახდეს. მაგრამ მაშინ, სულ სხვა დრო იყო.

 „კარგად უნდა ვისწავლო, მერე ვიმუშაო, რომ აღარ მომიწიოს ჭურჭლის ეზოში, ცივ წყალში რეცხვა“

 ბარბარე (8 წლის): არც მე მინდა გათხოვება. მინდა, ექიმი გამოვიდე და ლამაზი სახლი ავიშენო, ბევრი სათამაშო და ლამაზი ტანსაცმელი რომ მქონდეს.

- კიდევ რაზე ოცნებობ?

 ბარბარე: ვოცნებობ, მქონდეს ბევრი კანფეტი, თოჯინები და კაბები. საწოლი რომ მქონდეს და აღარ დავიძინო ხის ფიცრებზე. წვიმის დროს, ჩვენს სახლში წყალი შემოვიდა და მაგიდაზე გვეძინა!

 - მართლაც საშინელი მოსასმენია ეს ყველაფერი. რატომ მოუწიათ ბავშვებს მაგიდაზე ძილი?

 ვერიკო: წვიმის დროს, სახლი მთლიანად დაიტბორა. წყალი ყველა ხვრელიდან შემოდიოდა, ყველაფერი წყალში იყო, საწოლებიც და ტანსაცმელიც. ბავშვებს მეზობელთან ეძინათ რამდენიმე დღე, მაგრამ, ამდენ ხანს ვერავის შევაწუხებთ. სანამ ლეიბები და ბალიშები შრებოდა, ბავშვებს მაგიდაზე ვაწვენდით დასაძინელად. ძლიერი წვიმის დროს, ჩვენც და ჩვენი ტანსაცმელიც დავცურავთ სახლში.

 - როგორ უმკლავდება თქვენი ოჯახი ამ შიმშილსა და გაჭირვებას?

 ვერიკო: რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. ხანდახან, რამდენიმე დღეც არ გვაქვს საჭმელი, სანამ ცოტა ფულს ვიშოვნით ან მეზობლები გვიწილადებენ პროდუქტს. ხანდახან, ბავშვები სულაც ცარიელ მაკარონს ჭამენ. ყველაფრისგან შემიძლია წვნიანის მომზადება. აი, ერთი ცალი კარტოფილი და მწვანილი თუ მაქვს, წვნიანს ვამზადებ. თუ მაქვს ბრინჯი და პომიდორი - წვნიანს ვამზადებ. პურს ჩავყრით ხოლმე და ისე ვჭამთ. ალბათ, გიორგის დიაბეტიც იმიტომ დაემართა, ასე საშინლად რომ ვიკვებებით.

„ისე მშია, მაკარონის მოხარშვას ვერ დაველოდები, ისე შევჭამ“

- ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად, ვერიკო?

ვერიკო: ნებისმიერი სახის დახმარება გვჭირდება, რაც კი შესაძლებელია. გვჭირდება საკვები პროდუქტი, პამპერსი გიორგისთვის, ბავშვებისთვის საწოლები და ტანსაცმელი. ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემები ამჟამად ეს არის.

- პამპერსი გიორგისთვის? ის ხომ უკვე ხუთი წლის არის? ჯერ კიდევ პამპერსი სჭირდება?

ვერიკო: კი. ჩემი გიორგი, ჩემი საბრალო ბიჭი... ცოტა ხნის წინ, ეს საშინელი შეტევები დაეწყო, იშვიათი, მაგრამ ძალიან ძლიერი. მუდამ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, არ ვიცით, როდის დაემართება მორიგი შეტევა. გული მიკვდება, მის ასეთ ტანჯვას რომ ვუყურებ... სიტყვის თქმას ვერ ასწრებს, ძირს ეცემა და ფართხალებს. ახლახან, შარდის შეუკავებლობაც დაეწყო და ეს კიდევ ერთი უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის. მუდმივად გვჭირდება მისთვის პამპერსი. თანაც, ისეთი ძვირია, ყოველთვის ნამდვილად არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვუყიდოთ.

“არ მინდა, რომ დამცინონ ბავშვებმა“

ვერიკო: ეს პატარა „ავარია“ რომ ხდება ხოლმე, იმის საშუალებაც კი არ გვაქს, უცებ რომ გამოვუცვალოთ თეთრეული და ტანსაცმელი, უბრალოდ ზედმეტად არ გვაქვს. მას კი, ძალიან რცხვენია და საშინლად დარდობს. იტანჯება, ჩვენ კი ვერაფერს ვშველით. ის ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და ვერ ხვდება, რატომ ემართება ასე.

- წარმომიდგენია, ბავშვები რას გრძნობენ, ამ ყველაფერს რომ უყურებენ. ალბათ, აშინებთ ძამიკოს მდგომარეობა?

ვერიკო: რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. ვუფრთხილდებით, გვერდიდან არ ვშორდებით, შეტევა რომ ემართება. მეშინია, ისე მეშინია, რომ სიტყვებით ვერც გამოვხატავ... ჩემი შვილებიც უყურებენ ამ ყველაფერს, ხედავენ, რა დღეშია მათი პატარა ძამიკო და ძალიან შეშინებულები არიან. ჩვენ კი ვუხსნით, ვცდილობთ, რომ დავამშვიდოთ, მაგრამ მაინც ცრემლებს ღვრიან...

 „ახლა ბურთი გაშრება და ვითამაშებთ. მაგრამ, ძალიან გვინდა, მანქანები რომ გვქონდეს“

- ვერიკო, პირადად თქვენთვის რას ისურვებდით, საშუალება რომ გქონდეთ?

ვერიკო: მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, რა მინდა ჩემთვის. ყოველთვის მძიმე ცხოვრება მქონდა, მიჩვეული ვარ. ალბათ, მთავარი ის არის, თავზე ჭერი რომ გვქონდეს. ვისურვებდი, რომ მუდამ მშივრები არ ვიყოთ და ზამთარში არ გავიყინოთ. შესაძლოა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ბავშვების მეუღლესთან დატოვება და სამსახურში გასვლა რომ შემეძლოს. მაგრამ, პატარა გიორგი უჩემოდ ვერ გაძლებს.

 „ძალიან გვჭირდება მაცივარი, საჭმელი რომ არ გაგვიფუჭდეს“

 - კიდევ რას გააკეთებდით თქვენი შვილებისთვის, უკეთესი მომავალი რომ ჰქონდეთ?

 ვერიკო: ჩემი შვილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეთესოს ვისურვებდი. ვოცნებობ, რომ ჯანმრთელად იყვნენ, ისწავლონ. მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოვიდნენ ექიმები, მასწავლებლები, წარმატებული ადამიანები. მინდა, ჰქონდეთ ის ყველაფერი, რაც მე არასდროს მქონია.

 „ნამუ-ნამუ“, გაჩნდი ქვაბში!“

- ვერიკო, გარდა საწოლების არქონისა, კიდევ რა გაწუხებთ? რა ნივთები და რა პირობები არის მნიშვნელოვანი თქვენთვის?

ვერიკო: მართლაც, ფიცრებზე გვძინავს და ეს ძალიან რთულია. მაგრამ, საწოლები, ჩვენი მრავალი პრობლემიდან მხოლოდ ერთია. ყველაფერს ვართ მოკლებულები: არ გვაქვს მაცივარი, გაზქურა, საჭმელი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ჩემი შვილები შიმშილობენ და გული მტკივა, ამას რომ ვუყურებ. არც ტანსაცმელი გვაქვს, იმიტომ, რომ არასდროს გვაქს იმის საშუალება, რომ ახალი ვიყიდოთ. ძალიან უბრალო რამეებზე ვოცნებობთ, იმაზე, რომ საკმარისი საჭმელი გვქონდეს და ნამდვილ საწოლებზე გვეძინოს.

მეგობრებო, ეს სევდიანი ამბავიც მიუახლოვდა თავის დასასრულს და დაგვიტოვა გულში სევდა და ტკივილი. კირვალიძეების ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა, არ გააჩნია ყველაზე უბრალო რამეები - თავზე ჭერი, საჭმელი და ტანსაცმელი. წარმოუდგენელ განსაცდელში არიან, მაგრამ რწმენა და იმედი არ დაუკარგავთ.

ჩვენ მათ ტანჯვას გულგრილად ვერ ავუვლით გვერდს. დროა, ისევ გავერთიანდეთ და ხელი გავუმართოთ მათ. შესაძლოა, ჩვენთვის ეს ძალიან მარტივი იყოს, ამ ოჯახისთვის კი, გახდება გადარჩენის იმედის სხივი. ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია.

ნუ დაელოდებით, სანამ ვიღაც სხვა გადადგამს პირველ ნაბიჯს. დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!

მოდით, ახალი თავი დავწეროთ ამ საბრალო ადამიანების ცხოვრების ისტორიაში, რომელიც სიყვარულით, იმედითა და ღირსებით იქნება აღსავსე. რათა მათი ამბავი გახდეს იმის მაგალითი, რომ ქართველების დიდსულოვნებას შეუძლია ნებისმიერი სირთულის დაძლევა. ბევრს არაფერს ითხოვენ: საწოლები, მაცივარი, გაზქურა, პამპერსი, საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი სჭირდებათ. ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კირვალიძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!


მსგავსი პროექტები: