შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და აუტანელი ტანჯვა! გმადლობთ, უფალო, ჩვენს ფონდსა და მის მეგობრებს, შესაძლებლობა რომ გვაჩუქე, ჩვენი შენდამი რწმენა წარმოვაჩინოთ! ცხოვრებაში ხომ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტად ღვთისნიერ ადამიანად რომ იგრძნო თავი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და აუტანელი ტანჯვა! გმადლობთ, უფალო, ჩვენს ფონდსა და მის მეგობრებს, შესაძლებლობა რომ გვაჩუქე, ჩვენი შენდამი რწმენა წარმოვაჩინოთ! ცხოვრებაში ხომ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტად ღვთისნიერ ადამიანად რომ იგრძნო თავი!

page info icon
2024 იანვარი 25
მეუღლემ, რომელმაც ტაძარში, უფლის წინაშე დადო ფიცი, ობოლ გოგონაზე მუდამ რომ იზრუნებდა და ეყვარებოდა, უნამუსოდ მიატოვა იგი მესამე შვილის გაჩენის მერე! უფლის წინაშე, სიცრუე როგორ თქვა?! ნუთუ, კაცს შეშვენის ასეთი საქციელი?! გაჭირვებას ვერ გაუძლო! მაგრამ, გაჭირვება ხომ, სულაც არ არის სამარცხვინო! აი, ღალატი კი!.. მკითხველნო, თქვენი აზრით, რა ეწოდება ასეთ საქციელს?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,027 ₾
( 535 დონორი )
დასრულებულია

შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და აუტანელი ტანჯვა!

გმადლობთ, უფალო, ჩვენს ფონდსა და მის მეგობრებს, შესაძლებლობა რომ გვაჩუქე, ჩვენი შენდამი რწმენა წარმოვაჩინოთ! ცხოვრებაში ხომ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტად ღვთისნიერ ადამიანად რომ იგრძნო თავი!

ბავშვს რაღაც სერიოზული დაავადება აწუხებს: ის განუწყვეტლივ ტირის, გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, ამისთვის კი ფულია საჭირო!

ეს, სამი ბიჭუნას უბედური და უზომოდ მოსიყვარულე დედა დიანა და მისი მუდამ მშიერი და დაავადებული შვილები გახლავთ!

დედამ სამშობიაროში დატოვა დიანა: "კარგია, რომ კნუტივით მდინარეში მაინც არ დამახრჩო", - ამბობს დიანა და ცხარე ცრემლებით ტირის. ”ან, იქნებ, უკეთესიც იქნებოდა, მაშინვე რომ დასრულებულიყო ჩემი ტანჯვა!” თავად კი, ძუ ლომივით, თავისი შვილების სიცოცხლისთვის ყოველდღე იბრძვის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დიანას მეუღლემ, რომელმაც უფლის წინაშე, მუხლებზე დაჩოქილმა, მოძღვრის თანდასწრებით შეჰფიცა ერთგულება, მიატოვა მესამე შვილის გაჩენის შემდეგ! ლაჩარი - ალბათ, გაჭირვებას და განსაცდელს ვეღარ გაუძლო? მეგობრებო, სიღარიბე ხომ, სულაც არ არის სამარცხვინო! აი, ღალატი კი, უმძიმესი დანაშაულია... დიანამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი კაცები გამონაკლისია საქართველოში! დავეხმაროთ საბრალო ქალს და მის სამ ავადმყოფ ბიჭუნას!

პატარას სცივა, პატარას შია... ის განუწყვეტლივ ტირის... დედაც ვერ ახერხებს მის დამშვიდებას...

მერე კი, ძალაგამოცლილს ჩაეძინება ხოლმე. მაგრამ, ეს სულაც არ არის ჯანმრთელი ბავშვის ძილი. თუ სასწრაფოდ გამოკვლევა არ ჩაუტარდა, ერთ დღესაც, შეიძლება უბრალოდ ვერ გაიღვიძოს!

- სამი პატარა შვილი გყავთ. როგორ უმკლავდებით მათ აღზრდას მარტო, მეუღლის გარეშე?

დიანა: ბავშვობაში ეზოშიც და სკოლაშიც ბავშვები რომ მჩაგრავდნენ, ობოლ გოგონას, მაშინ შევფიცე ღმერთს, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ არასოდეს... არასოდეს მივატოვებდი ჩემს შვილებს! მათი აღზრდა ძალიან, ძალიან მიჭირს. ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ მარტოს. იქნებ მოხერხდეს, პატარას გამოკვლევები მაინც რომ ჩაუტარდეს!.. და კიდევ, ბავშვებმა რომ არ იშიმშილონ!

„4 წლის ვასილის ფსიქიკური პრობლემები აქვს. შეუძლია დაარტყას ან უკბინოს პატარა სლავიკს"

„საწოლებიც კი არ გვაქვს, ყველას ერთად იატაკზე, ერთ ძველ ლეიბზე გვძინავს.“

საერთოდ როგორი იქნებოდა პატარა, ყველასგან მიტოვებული დიანას ცხოვრება, ძალიან გულკეთილ ქალს, მარიას შვილად რომ არ აეყვანა. ის მას ნამდვილ წმინდანად მოევლინა! ჩვენმა ფონდმა კი, კიდევ ერთი წმინდანის შესახებ შეიტყო საქართველოში! მისი სახელიც ვიცით! და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას ღვთისმშობლის სახელი ერქვა. თქვენ რას იტყოდით, ასეთი ადამიანების შესახებ, მეგობრებო?

დიანა: ზედმეტად და გარიყულად ვგრძნობდი თავს ყველგან და ყოველთვის... არასდროს არავის ვუყვარდი. მარიას დიდი შვილები ჰყავდა და იმათაც არ ვუყვარდი. ისეთებს მეუბნებოდნენ... მაგრამ, მარია გულში რომ ჩამიკრავდა, მავიწყდებოდა ყველაფერი. მარტო ღმერთმა უწყის, რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი. სწორედ მაშინ დავდე პირობა, რომ, რაც არ უნდა გამიჭირდეს, არასოდეს მივატოვებდი ჩემს შვილებს.

- და რა მოხდა, რატომ წავიდა?
დიანა:
აი, არც კი ვიცი, მიმატოვა, თუ უბრალოდ დაიკარგა. ერთი წლის წინ თქვა, რომ საზღვარგარეთ უნდა წასულიყო სამუშაოდ და მას შემდეგ, კავშირზე აღარ გამოსულა. მშობლებიც კი არ ჰყავს, რომ ვკითხო, ვინმესთან მაინც თუ აქვს კავშირი. ისიც არ ვიცი, გავუბრაზდე თუ დავიტირო. არ ვიცი, მოკლეს, თუ უბრალოდ მე მემალება. ცოცხალი მოვიხსენიო, თუ მკვდარი, სანთელს რომ ვანთებ.

- ღმერთო ჩემო! რა საშინელი მდგომარეობაა!

დიანა: ასე ვარ, სახლში, ბავშვებთან ერთად. ვერსად გავდივარ. მხოლოდ სასადილოში, ისიც ბავშვებთან ერთად. საერთოდ არავინ მყავს, ვინც დამიდგებოდა გვერდით. ახლახან, ავად ვიყავი. თითქმის ორმოცი მქონდა სიცხე. სასწრაფო დახმარება რომ გამოვიძახე, მითხრეს, რომ საავადმყოფოში უნდა დავწოლილიყავი. მე კი არ შემეძლო, ბავშვებს ვერავის დავუტოვებდი. იცით, ექიმმა რა მითხრა? „თუ არ წამოხვალ, ეს ბავშვები დაგრჩება ობლად.“ ჩემს შვილებთან ერთად წამიყვანეს საავადმყოფოში.

„ბავშვებს არავინ ჰყავთ ჩემს გარდა, ერთი ახლობელი ადამიანიც კი... საავადმყოფოში რომ დამაწვინეს, ბავშვებიც ჩემთან ერთად იყვნენ პალატაში, იმიტომ რომ არავინ მყავდა დამტოვებელი.“

- აუტანელ პირობებში გიწევთ ცხოვრება!
დიანა:
ეს ბინა მემკვიდრეობით მივიღე მარიასგან. ძალიან დარდობდა, რომ მისი გარდაცვალების მერე, ქუჩაში დავრჩებოდი და ასეთი საჩუქარი გამიკეთა. აქ, არაფერი ვარგა, ყველაფერი გატეხილია და დამტვრეული. მხოლოდ კედლებია დარჩენილი და ისიც, საშინელ მდგომარეობაში. თანხა ვერაფრით გადავდე, ეს კედლები რომ შემეღება ან საწოლები მაინც მეყიდა ბავშვებისთვის. ჰოდა, ასე გვძინავს, ძირს დაგდებულ ლეიბებზე.

ეს ანგელოზივით ლამაზი ბავშვი შეიძლება ერთ წამში გახდეს აგრესიული და ტკივილი მიაყენოს დედას ან ძმას

- რას ჭამთ ხოლმე? შემწეობის თანხა საკვებზე მაინც თუ გყოფნით?
დიანა:
სასადილოდან მომაქვს საჭმელი. ბავშვებს არ მოსწონთ, მაგრამ, სხვა რა გზა მაქვს? ძალიან უხარიათ ხოლმე, სოსისი ან ფუნთუშები თუ არის.
- და პატარა სლავიკს რას აჭმევთ ხოლმე? ის ხომ, ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა...
დიანა:
უკვე მიეჩვია დიდების საჭმელს. ლობიოს გავხეხავ, წყლით გავათხელებ ხოლმე და ვაჭმევ. ან პურს დავულბობ წყალში და ფაფა გამოდის... რა ვქნა?

„ბავშვები დღის განმავლობაში წარამარა აღებენ კარადას იმის იმედით, რომ ხმელი პურის გარდა, კიდევ დახვდებათ რამე.“

- დიანა, რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?
დიანა:
ძალიან მადლობელი ვიქნები, საწოლების შეძენასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში თუ დაგვეხმარებით! ჩემს პატარას პამპერსს, პროდუქტსა და წამლებს თუ აჩუქებთ... სულ ეს არის, სხვა არაფერი მჭირდება. არ მგონია, ვინმემ გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი ისტორია. საკუთარ დედასაც კი არ ვჭირდებოდი. ძალიან პატარა ვიყავი, ჩემზე უარი რომ თქვეს. ახლაც, არავის ვჭირდები.

მეგობრებო, ამჟამად დიანა და მისი სამი პატარა ბიჭი გადაულახავი განსაცდელის წინაშე დგანან. წილად ხვდათ ისეთი რთული ბედი, როგორიც ზოგიერთ ჩვენგანს ვერც კი წარმოუდგენია. მაგრამ დღეს, ჩვენ შეგვიძლია, მათი რეალობა რომ შევცვალოთ და გავუზიაროთ გულის სითბო.
ბიბლია ამბობს: „ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.“ მეგობრებო, მოდით, ერთად შევცვალოთ უკეთესობისკენ დიანას და მისი შვილების ცხოვრება. სწორედ ამ წუთში, მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, სიკეთე და მზადყოფნა იმისა, რომ მათი ცხოვრების ბნელ კუთხეებს მოვფინოთ ნათელი.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: რუსთავი, დავით გარეჯის ქ. 14, ბინა 18.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: დიანა გოდორობა).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: