3 მცირეწლოვანი ბავშვი მამის გარეშე დარჩა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

3 მცირეწლოვანი ბავშვი მამის გარეშე დარჩა

page info icon
2018 აპრილი 20
page info icon
4655
ტყიბულის შახტში 5 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას სამი შვილის მამის – 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
624 ₾
( 28 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

უბედურება უეცრად დაატყდება ადამიანს თავს, მას არავინ ელის...

ტყიბულის შახტში 5 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას სამი შვილის მამის – 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა ქალი დაქვრივდა, ხოლო  3 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთა შორის ძალიან მცირე ასაკობრივი სხვაობაა, მამის გარეშე დარჩა...

გიორგიმ ბოჭორიშვილმა შახტში მუშაობა სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო, მაგრამ როგორც კი ცოლი მოიყვანა, გადაწყვიტა სხვა საქმით დაკავებულიყო. ბევრს ეცადა, თუმცა ტყიბულში სამსხური ვერ იშოვა და იძულებული შეიქნა კვლავ შახტში დაბრუნებულიყო, რათა ოჯახი შეენახა... 

მეგობრებო, გული მოგიკვდებათ ამ ოჯახის შემხედვარე: სამი დაობლებული ბავშვი, მათ შორის ყველაზე უმცროსი 1 წლის არის; ახალგაზრდა მეუღლე, რომელიც ჯერ კვლავაც შოკურ მდგომარეობაშია; ხანდაზმული ბებია, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ბაბუა, რომელიც პრაქტიკულად ვერ ხედავს. აი, ასეთი ურთულესი ვითარებაა შექმნილი.

 „ღმერთო ჩემო, რამდენი ადამიანი იღუპება შახტებში. გევედრები, უფალო, აშორე ადამიანებს ნაადრევი სიკვდილი. დედისთვის ყველაზე დიდი უბედურება არის შვილის გარდაცვალება, ამაზე უფრო დიდი მწუხარება არ არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა შვილის ასაკს. ჩემი გიორგი ჩემთვის სულ პატარა სიცოცხლით აღსავსე ბიჭუნად დარჩება... რატომ გამითენდა ის დღე, როდესაც მისი დაღუპვის ამბავი გავიგე?... მაგრამ ტირილი და მოთქმა უშველის ჩემს შვილს? ახლა ამ პატარა ბავშვებს ფეხზე დააყენება უნდა...ღმერთო გვიშველე, დაიფარე ეს პატარები გაჭირვებისგან!“, – ამბობს გიორგის დედა, ლუდა ბოჭორიშვილი.

მეშახტეების ტრაგიკული დაღუპვით გამოწვეული ტკივილი არის უკიდეგანო. არის თუ არა შესაძლებელი, რომ მათ ოჯახებს ცოტა მაინც შევუმსუბუქოთ სულიერი ტანჯვა და იმედის სხივი ჩავსახოთ მათ გულებში? რა თქმა უნდა, არის! არის, თუ გავერთიანდებით და ამ ადამიანებს დახმარების ხელს გავუწვდენთ!

მეგობრებო, ახლაგიორგის მეუღლეს, შვილებს და ხანდაზმულ მშობლებს ჩვენი თანადგომა, ნუგეში და დახმარება სჭირდება. მათ მატერიალურად ძალიან უჭირთ და თქვენიიმედიგვაქვს!

თუგაქვთსურვილი, რომფინანსურად დაეხმაროთმარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს საკვებისდამედიკამენტებისშესასყიდითანხაშეგიძლიათგადარიცხოთჩვენიფონდისანგარიშზე. GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ბოჭორიშვილის ოჯახი) ანჩარიცხოთპირდაპირჩვენისაიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

სიკეთე არის ჩვენი ცხოვრების უმაღლესი მიზანი! 


ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003
ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000
ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: