ბედისგან დაჩაგრულები - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბედისგან დაჩაგრულები

page info icon
2018 მაისი 24
უბედურება ამ ოჯახს ფეხდაფეხ დასდევს, ხოლო ტკივილს, სევდას, დარდსა და გასაჭირს ბოლო არ უჩანს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
785 ₾
( 20 დონორი )
დასრულებულია
ქობულეთში, მესხიძეების ოჯახში სამი შვილი იზრდება და, სამწუხაროდ, სამივეს სერიოზული დაავადება აღენიშნება. ამ ოჯახიდან განუწყვეტლივ ისმის ტირილის და სასოწარკვეთილი კივილის ხმა... ღმერთო ჩემო, რამდენი უბედურება აქვთ ამ ადამიანებს გადატანილი და როგორ უმკლავდებიან იმ აუარებელ სიძნელეებს, რომელთა გადალახვა ყოველდღიურად უწევთ?! 
ტყუპები - საბა და ლუკა 16 წლისანი არიან. საბა ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, უსინათლოა და გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია. ლუკასაც აქვს პრობლემები მხედველობასთან მიმართებით და არის იმის ალბათობა, რომ ისიც უსინათლო გახდეს. 
„წლების განმავლობაში ვერ ვაჩენდი შვილს. მაგრამ ძალიან მინდოდა შვილი. ეს ხომ ყველა დედის ოცნებაა?! 16 წლის წინ, როგორც იქნა, გავაჩინე ტყუპები, თუმცა ერთს ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა, ხოლო მეორემ, მართალია გაუძლო ბედის უკუღმართობას, მაგრამ სერიოზული გართულებების გარეშე მაინც ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან“,  -  ამბობს ლუკას და საბას დედა ნატო კენჭაძე. 
უყურებ ამ ბიჭებს და გული გიკვდება მათი დღევანდელი სიტუაციით და იმის გაფიქრებთ, თუ რა ელით მათ ხვალ?! 
საბას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი არ შეუძლია, ხშირად აწუხებს სახსრების ტკივილი, რის გამოც მოზარდი სიმწრისგან ყვირის. 
ლუკას მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს. მოზარდი ხშირად მიეცემა დეპრესიას, ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რომ არ შეუძლია სკოლაში სიარული… 
2 წლის წინ მესხიძეების ოჯახში გოგონა დაიბადა. მას მართა დაარქვეს, თუმცა ბავშვის დაბადებით გამოწვეული სიხარული  დიდხანს არ გაგრძელებულა. მართას დაუდგინდა გონებრივი ჩამორჩენილობა, გულის მანკი და პრობლემები მენჯის არეში. 
მესხიძეების ოჯახი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს. მშობლებს არ გააჩნიათ შვილების მკურნალობის საშუალება. დედა მთელი დღე შვილებს უვლის, ხოლო მამა - დღედაღამ ყარაულად მუშაობს, რომ პურის ფული იშოვოს და როგორმე გამოკვებოს ბავშვები... და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, სოციალურმა აგენტმა მოუხსნა შემწეობა!  რამდენად გულქვა უნდა იყოს ადამიანი ან რა  „წესებით“ უნდა მოქმედებდეს იგი, რომ ვერ დაინახოს მესხიძეების ოჯახის ტრაგედია! 
  მეგობრებო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ, სოციალური აგენტისგან განსხვავებით, გულთან ახლოს მიიტანთ მესხიძეების ოჯახის მძიმე მდგომარეობას და გაუწვდით მათ დახმარების ხელს. 
ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეულ თეთრსაც, რამეთუ ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ხოლო თქვენ მათ ცხოვრებაში ნათელის შეტანა შეგიძლიათ! 
მეგობრებო, შემოუერთდით ჩვენს საქველმოქმედო აქციას და თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მესხიძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/330-meskhadze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
              „კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით“ (ილია II).

მსგავსი პროექტები: