მძიმე სენი მათ სიცოცხლეს ართმევს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მძიმე სენი მათ სიცოცხლეს ართმევს!

page info icon
2018 ივნისი 12
page info icon
3623
უყურებ ამ ბავშვებს და ფიქრობ – რა დააშავეს მათ, რომ ამდენი განსაცდელის ატანა უწევთ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
532 ₾
( 27 დონორი )
დასრულებულია

ხადელაშვილების ოჯახის სამივე შვილი დაავადებულია ფენილკეტონურიით. ეს არის უმძიმესი დაავადება, რომელსაც თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომი. 
როდესაც მათი სახლის ეზოს ჭიშკარს შეაღებ, მაშინათვე აღმოჩნდები საშინელ სიღარიბეში. გული მოგიკვდება ამ ბავშვების შემხედვარე - ერთი ტირის, მეორე - კრუნჩხვებისგან იკლაკნება, ირგვლივ  კი სასოწარკვეთა და სევდა სუფევს. 
უფროსი შვილი ზაქრო 23 წლისაა. 5 წელია, რაც იგი საწოლსაა მიჯაჭვული, მისი სხეული წითელი მუწუკებით არის დაფარული, ხოლო ფეხები იმდენად დასივებული აქვს, რომ მცირეოდენი შეხება და... გაუსაძლისი ტკივილები ეწყება. ზაქროს ხშირად კრუნჩხვები ემართება, სიმწრისგან იქნევს ხელებს და  გაურკვეველ ხმებს გამოსცემს, რამეთუ ლაპარაკი მას ბავშვობიდან არ შეუძლია. 
ანა 17 წლის არის. ისიც ვერ ლაპარაკობს, თუმცა სახლში გადაადგილება შეუძლია. იგი მთელი დღე ერთ ადგილზე ზის და საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ასეთი უმოძრაო მდგომარეობიდან ანა შეიძლება მხოლოდ მოულოდნელმა კრუნჩხვებმა გამოიყვანონ. შეტევის დროს იგი ძირს ეცემა და სასოწარკვეთილად კივის...
ყველაზე უმცროსი ბავშვი - თამარი, 8 წლის არის. მადლობა უფალს, იგი ფენილკეტონურიის მსუბუქი ფორმით არის დაავადებული და მკურნალობას ექვემდებარება. 
სამწუხაროდ, ზაქროს, ანას და თამარის მშობლებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ შვილებს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარონ და კალორიული პროდუქტებით უზრუნველყონ. 
„ჩემი მეუღლე, ბავშვების მამა, არის ინვალიდი, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და შრომისუუნაროა. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ბავშვებს ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამოუსწორებელი მოხდეს... ეს ჩემი შვილებია და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ძალიან მიყვარს. რამდენი წელია, რაც გულში ვარ დაჭრილი და უფალს ყოველ დღე ვთხოვ, ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ჩემს შვილებს ასეთი ყოფა“, - ამბობს ბავშვების დედა ინგა ხადელაშვილი.
ამ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. სოციალური დახმარება შეცდომით მოუხსნეს და მის აღდგენას დრო სჭირდება. მათი ერთადერთი შემოსავალი არის ბავშვების პენსია. იგი მხოლოდ ელემენტარული პროდუქტების და წამლების ყიდვის საშუალებას იძლევა, არადა რამდენი გადაუდებელი რამ სჭირდებათ - წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები. 
მეგობრებო, თქვენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცით, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით - დაეხმარეთ მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდაში მცხოვრებ ხადელაშვილების ოჯახს, რომელსაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, თქვენ კი  შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ მათ მძიმე ცხოვრება! 
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ხადელაშვილების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე 
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ხადელაშვილების ოჯახი). 
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. 
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის პირობები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

მსგავსი პროექტები: