არ მინდა ჩემი შვილები ასე ცხოვრობდნენ... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არ მინდა ჩემი შვილები ასე ცხოვრობდნენ...

page info icon
2018 ნოემბერი 8
საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,298 ₾
( 54 დონორი )
დასრულებულია
ჩვენ საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით ხუთი შვილის დედა თამარმა მოგვმართა.
9 წლის წინ შექმნა ოჯახი, მეუღლის მშობლებთან სოფელში დასახლდნენ. მაგრამ მათი ოჯახი იზრდებოდა და პატარა სახლში ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ოჯახის შემოსავალი  საკვების შესაძენადაც არ იყო საკმარისი. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად.
ახლა ღვალაძეების ოჯახი ოზურგეთში ცხოვრობს, მართალია მათი სახლის შემხედვარე, ძნელია მათ არსებობას „ცხოვრება“ დავარქვათ. შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, დაუმთავრებელია.  სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის შუშები და ზამთარში ოთახების გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. იატაკი ეს ცალკე თემაა. ის არ არის! 7 ადამიანი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული, სადაც ფანჯრებია!
საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ. ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება ხუთ ბავშვს - ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას!
ბავშვები  ზრდილობიანები, ჭკვიანები, ლამაზები და მზრუნველები არიან. ელგუჯა რვა წლისაა, მათე შვიდის, ანასტასიას ახლახან ოთხი წელი შეუსრულდა, მარიამს სამი. ნაბოლარა ლილე კი ჯერ მხოლოდ ათი თვისაა. 
მათი საკვები ძირითადად მაკარონია, ზოგჯერ კარტოფილსაც მიირთმევენ... ხორცს და რძის პროდუქტს თვეობით ვერ ჭამენ... ტკბილეული და შოკოლადი არც გაუსინჯავთ. 
ოქრუაძეების მრავალშვილიანი ოჯახი საჭიროებს პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სასკოლო ნივთებს და საწოლებს... 
გთხოვთ ყველა გულისხმიერ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდოთ მრავალშვილიან ოჯახს ცხოვრების ამ უმძიმეს პერიოდში! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოქრუაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ გვერდიდან
არ დარჩეთ გულგრილი ამ ოჯახის მიმართ, ვინ იცის, იქნებ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები მომავალში ცნობილი ადამიანები გახდნენ და საქართველო ასახელონ - ამაში კი ჩვენი დამსახურებაც იქნება! 

მსგავსი პროექტები: