3 ბავშვი ვირთხების შიშით ვერ იძინებს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

3 ბავშვი ვირთხების შიშით ვერ იძინებს

page info icon
2018 ნოემბერი 28
page info icon
7670
აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა დედა ვიოლა კირცხალია სამ შვილს ზრდის გაუსაძლის პირობებში. ბავშვებს არ ჰყოფნით საკვები, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,696 ₾
( 252 დონორი )
დასრულებულია
31 წლის ვიოლა სასოწარკვეთაშია და დახმარებას ითხოვს! „ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ყოველთვიურად 200 ლარს ვიხდი, სოციალური შემწეობა თითქმის ქირის დაფარვაში მიდის...აქ აუტანელი პირობებია, მაგრამ რა უნდა ვქნა? სად წავიდე? ოთახში კედლები დაბზარულია, ხოლო კანალიზაციის მილიდან ვირთხები ამოდიან და „დასეირნობენ. შიშისგან ღამეები არ გვძინავს. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ღამით საწოლში ვირთხას გავუღვიძებივარ. დილით რომ ავდგები, ოთახი სავსეა ვირთხების ექსკრემენტებით. ძალიან მეშია, რომ რაიმე ინფექცია არ შემოიტანონ და გადასდონ ბავშვებს“, - გვიყვება ვიოლა. 
ყველაზე უფროსი - ანასტასია, 9 წლის არის, ილია- 7 წლის, ხოლო ევა - წლინახევრის. ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, რადგან ოთხში ცივა, მარტოხელა დედას არც გათბობის ფული აქვს და არც წამლების საყიდელი, წყეული ვირთხები კი ინფექციას ავრცელებენ. „ვრეცხავ ცივ წყალში ხელით და უკვე რევმატიზმი მაწუხებს...არ ვიცი, როგორ გავუძლებთ ამ ზამთარს, როგორ გამოვალთ ამ უკიდურესი გაჭირვებიდან?! მე კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს“, - ამბობს ვიოლა კირცხალია. 
მეგობრებო, ამ ოჯახს ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მოდით, გავუწოდოთ ამ ბავშვებს დახმარების ხელი, ვიხსნათ ისინი უკიდურესი სიღარიბისგან. მათ პირველ რიგში ესაჭიროებათ: გაზის გამათბობელი, საკვები პროდუქტები, ბავშვის ეტლი, სათამაშოები, მაცივარი, უნიტაზი, ტელევიზორი, ონკანი, ჭურჭელი, საწოლები...ისინი ყველანი ერთ ლოგინში იძინებენ...
რა თქმა უნდა, მათ კიდევ ბევრი რამ სჭირდებათ და ჩვენი ფონდი არ დატოვებს ამ ბავშვებს ყურადღების გარეშე, მაგრამ კარგი იქნება თუ თქვენც მიიღებთ მონაწილეობას მათი დახმარების საქმეში. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ საქველმოქმედო საქმიანობით სრულიად საქართველო მოვიცვათ, არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ადამიანები, არამედ ისინიც, ვისაც აქვს ქველმოქმედების შესაძლებლობა და სურვილი, ვისი გული ღიაა სიკეთის კეთებისთვის!
 შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კირცხალიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდანhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects/. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
 „ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან“. (ილია ჭავჭავაძე).

მსგავსი პროექტები: