შესაძლოა, მათ ეს ზამთარი ვერ გადაიტანონ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შესაძლოა, მათ ეს ზამთარი ვერ გადაიტანონ!

page info icon
2019 იანვარი 19
page info icon
1885
როგორ ფიქრობთ, რაზე ოცნებობენ ეს ბავშვები? ისინი ოცნებობენ, რომ სახლში საჭმელი ჰქონდეთ, რამეთუ კარგად იციან რა არის შიმშილი და მშიერ კუჭზე დაწოლა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,493 ₾
( 103 დონორი )
დასრულებულია
შესაძლოა, მათ ეს ზამთარი ვერ გადაიტანონ! 
ჩვენ ხშირად მოგვმართავენ მრავალშვილიანი ოჯახები დახმარების თხოვნით. ზოგს წამლების ფული ესაჭიროება, ზოგს- საკვები პროდუქტების, ზოგასაც კი -  შეშის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს და მოკლებულია ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და  კვალიფიციურ  მკურნალობას.     
მათ შორისაა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მცხოვრები ჯაბუების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სიღარიბის ზღვარზე იმყოფება. 6 არასრულწლოვანი ბავშვი და მათი მშობლები ცხოვრობენ პატარა სახლში, სადაც უაღრესად მძიმე პირობებია. ერთი საწოლის, მწყობრიდან გამოსული მაგიდისა და რამდენიმე დამტვრეული სკამის გარდა მათ არაფერი გააჩნიათ. 
ვასიკო, ვერიკო, ვიკა, ლიკა, იკა და ალიკა! როგორ ფიქრობთ, რაზე ოცნებობენ ეს ბავშვები? ისინი ოცნებობენ, რომ სახლში საჭმელი ჰქონდეთ, რამეთუ კარგად იციან რა არის შიმშილი და მშიერ კუჭზე დაწოლა. 
ჯონის, ბავშვების მამას, ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია. მას მარჯვენა ხელის თითები მოკვეთილი აქვს უბედური შემთხვევის შედეგად. 
როდესაც ვერიკოს მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს - თირკმლების უკმარისობა, მამა სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა, რათა შვილის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა გამოემუშავა. სწორედ თურქეთის ერთ-ერთ საწარმოში მოხდა ის ტრაგედია, რამაც ახალგაზრდა კაცი ინვალიდი გახადა. 
ჯაბუებმა ყველაფერი გაყიდეს, ჭურჭლის ჩათვლით, რათა შვილის მკურნალობისთვის თანხა ეშოვნათ. 
14 წლის ვერიკო განსაკუთრებულ მოვლას და სპეციალურ კვებას საჭიროებს. მას დღეში ოთხჯერ სჭირდება დიალეზი (ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს), თუმცა ოჯახს ისე უჭირს, რომ ხშირად პურის ფულიც კი არ გააჩნია. 
-ვერიკო,  პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ახლა გვითხარი, რა არის შენი ოცნება?
ვერიკო: მერიდება ამის თქმა... მთელი დღე ვწევარ, ვერ ვდგები, ეზოში ვერ გავდივარ, აი, ტელეფონი რომ მქონდეს, გადამივიდოდა ჩემი წუხილი ცოტათი მაინც... მაგრამ აბა ამას ხმამაღლა როგორ ვიტყვი, როცა, შეიძლება ითქვას ჩემს გამო ჩემი და–ძმა შიმშილობენ.
-თამარ, გარდა ვერიკოს ჯანმრთლობისა, თქვენს ოჯახს კიდევ რა პროპლემები გააჩნია?
თამარი, ბავშვების დედა: სახლში ავეჯი პრაქტიკულად არ გვაქვს, გავყიდეთ ყველაფერი. ერთი საწოლი გვაქვს მარტო, რომელზეც 3 გოგონა წევს, დანარჩენები იატაკზე წვანან, რის გამოც ხშირად ავამდყოფობენ...     
ვიკა, 11 წლის: საწოლის გარდა არაფერი მინდა, არც სათამაშოები და არც კაბები. ვერიკო სულ აპარატზეა შეერთებული. ღამით ერთად გვძინავს და შემთხვევით ფეხს გავკრავთ. ვაწუხებთ ძალიან, მაგრამ თავად არაფერს ამბობს, აქეთ გვამშვიდებს, თუმცა ვიცი, რომ სტკივა...
ლიკა, 9 წლის: ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს  და არც სარეცხი მანქანა, დედიკო სულ ცივ წყალში რეცხავს ხელით...
დიახ, ჯაბუების ოჯახს დღეს ძალიან უჭირს. ისინი საჭიროებენ მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს, ტამსაცმელს, ფეხსაცმელს, საწოლებს, საოჯახო ნივთებს... 
რა თქმა უნდა, ჩერნოვეცკის ფონდი დაეხმარება მათ, მაგრამ გაერთიანებული ძალებით ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ!  სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ მრავლადაა სიდუხჭირეში მცხოვრები ოჯახები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი - ნუგეში, თანადგომა და დახმარება!   
მოდით, გავუწოდოთ ჯაბუებს დახმარები ხელი, ამოვუდგეთ გვერდში ამ ძნელბედობის ჟამს! როდესაც გულში ჩაიკრავთ თქვენს საყვარელ პატარას,  გახსოვდეთ, რომ სადღაც არიან ბავშვები, რომლებსაც შიათ და სცივათ, არ აქვთ საწოლი და მკურნალობისთვის საჭირო თანხა! 
ეს პატარა ბავშვები სასწაულის მოლოდინში არიან! მათ სჯერათ, რომ კეთილი ადამიანები არ დატოვებენ ყურადღების და დახმარების გარეშე! სამი რამ არასდროს უკან არ ბრუნდება - დრო, ნათქვამი სიტყვა და შესაძლებლობა. ნუ დაკარგავ დროს, აირჩიე სწორი სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან ადამიანის გადარჩენის კიდევ ერთი შანსი!
თანხის გადარიცხვა ჯაბუების ოჯახის მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჯაბუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებითი უფლებები და მოვალეობები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით!

მსგავსი პროექტები: