«ბავშვების გარეშე ვერ ვიცოცხლებ!» - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

«ბავშვების გარეშე ვერ ვიცოცხლებ!»

page info icon
2019 თებერვალი 1
25 წლის სვეტლანა ხარატიშვილის ყოველი დილა იწყება ფიქრით, რომ ეს დღე შეიძლება მისთვის უკანასკნელი იყოს და მისი შვილები შეიძლება დედის გარეშე დარჩნენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,261 ₾
( 76 დონორი )
დასრულებულია

 25 წლის სვეტლანა ხარატიშვილის ყოველი დილა იწყება ფიქრით, რომ ეს დღე შეიძლება მისთვის უკანასკნელი იყოს და მისი შვილები დედის გარეშე დარჩებიან.
სვატლანას ღამეც თითქმის არ სძინავს - მას ძვლების და სახსრების საშინელი ტკივილები აწუხებს. ახალგაზრდა ქალს დაუდგინეს გულის მანკი და თირკმელის უკმარისობა. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს! 
მიუხედავად ავადმყოფობისა, ახალგაზრდა დედა თავის თავზე კი არა, მხოლოდ უმცროს შვილზე დარდობს. წლინახევრის დავითს ცერებრალური დამბლა და ასთმით არის დაავადებული და მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მკურნალობის გარეშე ბავშვის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. 
- სვეტლანა, რა სჭირდება თქვენს შვილს ახლა ყველაზე მეტად? 
- პირველ რიგში დავითს ასთმის შეტევის მოსახსნელი წამალი სჭირდება.  ბავშვმა შეიძლება ჩემს ხელში დალიოს სული...ის იხრჩობა, ჰაერი არ ჰყოფნის, როგორ უნდა გავუძლო ამ ყველაფერს? მოსვენება დავკარგე! ასთმის გარდა მას ცერებრალური დამბლა აქვს, რეაბილიტაციის კურსის გავლა სჭირდება და მასაჟი. ბავშვს მოძრაობა უჭირს!
ხარატიშვილების ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ისინი ნათესავების ერთოთახიანა ბინაში ქ. რუსთავში არიან შეკედლებულები,  ცივი, ბეტონის კედლებით და ნესტიანი იატაკით. მათ არაფერი გააჩნიათ ორი საწოლის და რამდენიმე საბნის გარდა.
 სვეტლანას ოთხი შვილი ჰყაქვს - 9 წლის ეკა, 8 წლის ნათია, 5 წლის ატილა და წლინახევრის დავითი. მთელი ოჯახი შიმშილობს, მათ არ აქვთ საჭმლის ფული, არც ტანსაცმელი გააჩნიათ... საოჯახო ტექნიკაზე სვეტლანა არც კი ოცნებობს. 
მეუღლე მუშაა, ის ყოველ დღე სამუშაოს ძებნაში ატარებს, მაგრამ მას იშვითად აძლევენ შეკვეთას. ოჯახი სახელმწიფოსგან დავითისთვის გამოყოფილ დახმარებაზე ცხოვრობს. 
 რუსთავში გადასვლამდე ხარატიშვილები ლაგოდეხში ცხოვრობდნენ. მაგრამ იქ არც სამუშაო იყო და არც ბავშვის მკურნალობის შესასძლებლობა.  ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა. მათ მცირე სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.  თავიდან სვეტლანას გაუმართლა, მან მუშაობა დაიწყო, მაგრამ სამსახურში დილიდან საღამომდე ყოფნა უწევდა. ამის გამო კი მას დედობის უფლების ჩამოართმევაც კი დაემუქრა. 
 - სვეტლანა, მოგვიყევით რა მოხდა?
- «კეთილი მეზობლები» მყავდა, მიჩივლეს სოციალურ სამსახურში, რომ ცუდი დედა ვარ და ბავშვები მიტოვებულები არიან ბედის ანაბარა. ბავშების წართმევით დემემუქრნენ. რა მექნა, სამსახურს თავი დავანებე. შვილები ჩემთვის ყველაფერია! მე მათ არავის მივცემ! 
ბავშვებს ვკითხეთ რაზე ოცნებობენ. უფროსი გოგო, ეკა სერიოზულად გადმოგვხედა და გვიპასუხა: 
- მე ექიმი მინდა გავხდე! მე ყველაზე დიდი ოცნება მაქვს - ვუმკურნალო დედას და ძმას! მეტი არაფერი მინდა.
რვა წლის ნათია და ხუთი წლის ატილაც კი არაფერს ითხოვენ. ისინი მხოლოდ დედის კარგად ყოფნაზე ოცნებობენ. 
ამ დიდს და მოსიყვარულე ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! გაიღეთ მოწყალება და გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი! ამ ბავშვების ბედნიერება თქვენს ხელშია!
ხარატიშვილების ოჯახისთვის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხარატიშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ჩვენი საიტიდან. 
ასევე შესაძლებელია ფინანსური დახმარების ჩარიცხვა ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus ).

მსგავსი პროექტები: